მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203221.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ჩქარა! – დაიძახა საფრთხობელამ, – გადავიდეთ!
– Quick! – cried the Scarecrow, – Let us cross over!
203222.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
პირველი ხელში აყვანილ ტოტოსთან ერთად დოროთი წავიდა, მას რკინის ტყეკაფია მიყვა, მერე კი საფრთხობელა.
So Dorothy went first, holding Toto in her arms, the Tin Woodman followed, and the Scarecrow came next.
203223.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ლომი შიშატანილი კი იყო, მაგრამ მაინც მიუბრუნდა კალიდებს და ისეთი ხმამაღალი და საზარელი ღრიალი ამოუშვა, რომ დოროთიმ შეჰკივლა, საფრთხობელა კი გულაღმა დავარდა, მძვინვარე მხეცებიც კი გაშეშდნენ და გაკვირვებით შეხედეს მას.
The Lion, although he was certainly afraid, turned to face the Kalidahs, and then he gave so loud and terrible a roar that Dorothy screamed and the Scarecrow fell over backward, while even the fierce beasts stopped short and looked at him in surprise.
203224.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
თუმცა, როგორც კი დაინახეს, რომ ლომზე დიდები იყვნენ და გაიხსენეს, რომ ორნი იყვნენ, ის კი – ერთი, ისევ გამოექანნენ, ლომმა ხე გადმოიარა და მიბრუნდა, რომ დაენახა, რას იზამდნენ კალიდები.
But, seeing they were bigger than the Lion, and remembering that there were two of them and only one of him, the Kalidahs again rushed forward, and the Lion crossed over the tree and turned to see what they would do next.
203225.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მძვინვარე მხეცები შეუჩერებლად შეუდგნენ ხეზე გადმოსვლას.
Without stopping an instant the fierce beasts also began to cross the tree.
203226.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
- უკან მომეფარე და სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ.
- Stand close behind me, and I will fight them as long as I am alive.
203227.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ერთი წუთით! – დაუძახა საფრთხობელამ.
- Wait a minute! - called the Scarecrow.
203228.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
აქამდე გამალებით ფიქრობდა, რა ვიღონოთო და ახლა ტყეკაფიას სთხოვა, ღრმულის აქეთა მხარეს გადმოდებული ხე მოეჩეხა.
He had been thinking what was best to be done, and now he asked the Woodman to chop away the end of the tree that rested on their side of the ditch.
203229.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– კარგი, – თქვა მხდალმა ლომმა და შვებით ამოიხვნეშა, – ეტყობა, კიდევ გვიწერია სიცოცხლე.
– Well, – said the Cowardly Lion, drawing a long breath of relief, – I see we are going to live a little while longer.
203230.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
იმ არსებებმა ისე შემაშინეს, გული ჯერაც მიფანცქალებს.
Those creatures frightened me so badly that my heart is beating yet.
203231.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ამ თავგადასავლის შემდეგ მგზავრებს წინანდელზე მეტად მოუნდათ ტყიდან გაღწევა და ისე მკვირცხლად განაგრძეს გზა, რომ დოროთი დაიღალა და ლომის ზურგზე მოუწია მგზავრობა.
This adventure made the travelers more anxious than ever to get out of the forest, and they walked so fast that Dorothy became tired, and had to ride on the Lion’s back.
203232.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მათდა სასიხარულოდ რაც უფრო წინ მიდიოდნენ, ხეები უფრო და უფრო მეჩხერდებოდა და შუადღისას ფართო მდინარეს მიადგნენ, რომელიც სწრაფად მიექანებოდა მათ წინ.
To their joy the trees became thinner the farther they advanced, and in the afternoon they suddenly came upon a broad river, flowing swiftly just before them.
203233.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ამ მშვენიერი ადგილის დანახვამ ყველას ძალიან ესიამოვნა.
They were greatly pleased to see this delightful country before them.
203234.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– მდინარეზე როგორ გადავიდეთ? – იკითხა დოროთიმ.
– How shall we cross the river? – asked Dorothy.
203235.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ეს ადვილი გასაკეთებელია, – მიუგო საფრთხობელამ,
– That is easily done, – replied the Scarecrow.
203236.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– რკინის ტყეკაფიამ ტივი უნდა აგვიგოს იმისთვის, რომ მეორე ნაპირზე გადავცურავთ.
– The Tin Woodman must build us a raft, so we can float to the other side.
203237.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
რკინის ტყეკაფიამაც მოიმარჯვა ცული, მოჩეხა მომცრო ხეები და ტივი ააგო, ხოლო საფრთხობელამ ამასობაში მდინარის პირას მშვენიერი ხილით დახუნძლულ ხეს მიაგნო.
So the Woodman took his axe and began to chop down small trees to make a raft, and while he was busy at this the Scarecrow found on the riverbank a tree full of fine fruit.
203238.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
თუმცა, ტივის აგებას დრო უნდა, რკინის ტყეკაფიასავით დაოსტატებული და დაუღალავი ადამიანისთვისაც კი, ამიტომ, დაღამდა და საქმე ჯერ არ დაუსრულებია.
But it takes time to make a raft, even when one is as industrious and untiring as the Tin Woodman, and when night came the work was not done.
203239.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ხეებქვეშ მყუდრო ადგილი, სადაც კარგად ეძინათ დილამდე.
So they found a cozy place under the trees where they slept well until the morning.
203240.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
დოროთის ზურმუხტქალაქი ესიზმრა და კეთილი ჯადოქარი ოზი დაჰპირდა, შინ მალე დაგაბრუნებო.
Dorothy dreamed of the Emerald City, and of the good Wizard Oz, who would soon send her back to her own home again.