მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203281.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– მე კი მუდამ მიყვარდა ყვავილები, – თქვა ლომმა.
– I always did like flowers, – said the Lion.
203282.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ტყეში ასეთი კაშკაშა ყვავილი არ არის.
There are none in the forest so bright as these.
203283.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ახლა უფრო და უფრო ალისფერ ყაყაჩოებს ხვდებოდნენ, სხვა ყვავილებმა კი იკლო და მალე ყაყაჩოების უზარმაზარი ველის შუაგულში აღმოჩნდნენ.
They now came upon more and more of the big scarlet poppies, and fewer and fewer of the other flowers and soon they found themselves in the midst of a great meadow of poppies.
203284.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბევრი ყაყაჩო ერთად ისეთ მძაფრ სურნელს აფრქვევს, რომ ვინც კი შეისუნთქავს, მაშინვე ეძინება.
Now it is well known that when there are many of these flowers together their odor is so powerful that anyone who breathes it falls asleep.
203285.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
დოროთიმ ეს ამბავი არ იცოდა და ვერც ვერსად წაუვიდოდა ბრდღვიალა წითელ ყვავილებს, რომლებიც გარშემო ყველგან იყო.
Dorothy did not know this, nor could she get away from the bright red flowers that were everywhere about.
203286.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
შესაბამისად, ცოტა ხანში ქუთუთოები დაუმძიმდა და იგრძნო, რომ დაჯდომა, დასვენება და ძილი უნდოდა.
So presently her eyes grew heavy and she felt she must sit down to rest and to sleep.
203287.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– უნდა დავუჩქაროთ და როგორმე დაღამებამდე უნდა გავიდეთ ყვითელი აგურის გზაზე.
– We must hurry and get back to the road of yellow brick before dark.
203288.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მას თვალები თავისით დაეხუჭა, დაავიწყდა, სად იყო და მძინარე ჩაეცა ყაყაჩოებში.
Her eyes closed in spite of herself and she forgot where she was and fell among the poppies, fast asleep.
203289.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– რა ვქნათ? – იკითხა რკინის ტყეკაფიამ.
– What shall we do? – asked the Tin Woodman.
203290.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– აქ რომ დავტოვოთ, მოკვდება, – თქვა ლომმა.
– If we leave her here she will die, – said the Lion.
203291.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ამ ყვავილების სუნი ყველას დაგვხოცავს.
– The smell of the flowers is killing us all.
203292.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მეც ძლივს ვახელ თვალს, ძაღლს კი უკვე სძინავს.
I myself can scarcely keep my eyes open, and the dog is asleep already.
203293.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
სამაგიეროდ, რაკი საფრთხობელა და რკინის ტყეკაფია სისხლისა და ხორცისაგან არ იყვნენ შექმნილი, არც ყვავილების სუნი აწუხებდათ.
But the Scarecrow and the Tin Woodman, not being made of flesh, were not troubled by the scent of the flowers.
203294.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ჩქარა, გაიქეცი, – უთხრა საფრთხობელამ ლომს, – და როგორმე გასცდი ამ სასიკვდილო ყვავილების ველს.
– Run fast, – said the Scarecrow to the Lion, – and get out of this deadly flower bed as soon as you can.
203295.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
პატარა გოგოს ჩვენ წამოვიყვანთ, შენ კი, თუ დაგეძინა, იმსიმძიმე ხარ, ვერ გათრევთ.
We will bring the little girl with us, but if you should fall asleep you are too big to be carried.
203296.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ამგვარად, ლომი წამოხტა და რაც შეეძლო, სწრაფად გაექანა.
So the Lion aroused himself and bounded forward as fast as he could go.
203297.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მიდიოდნენ და მიდიოდნენ, ეჩვენებოდათ, რომ სასიკვდილო ყვავილების დიდ ხალიჩას კი ბოლო არ უჩანდა.
On and on they walked, and it seemed that the great carpet of deadly flowers that surrounded them would never end.
203298.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
აქ უნდა დავტოვოთ, სამუდამოდ დაეძინება და იქნებ დაესიზმროს, რომ საბოლოოდ სიმამაცე მოიპოვა.
We must leave him here to sleep on forever, and perhaps he will dream that he has found courage at last.
203299.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მძინარე გოგო მდინარის პირას, ერთ ლამაზ ადგილზე გაიყვანეს, ყაყაჩოს ველიდან მოშორებით, რათა ყვავილების შხამი აღარ შეესუნთქა, ფრთხილად დააწვინეს რბილ ბალახზე და დაელოდნენ, როდის გააღვიძებდა გრილი სიო.
They carried the sleeping girl to a pretty spot beside the river, far enough from the poppy field to prevent her breathing any more of the poison of the flowers, and here they laid her gently on the soft grass and waited for the fresh breeze to waken her.
203300.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
- ყვითელი აგურის გზიდან შორს აღარ უნდა ვიყოთ, – აღნიშნა საფრთხობელამ და გოგოს გვერდით მიუდგა, – ლამის იქამდე მოვედით, საიდანაც მდინარემ გაგვიტაცა.
– We cannot be far from the road of yellow brick, now, – remarked the Scarecrow, as he stood beside the girl, – for we have come nearly as far as the river carried us away.