მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203301.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
რკინის ტყეკაფიას, ის იყო, უნდა ეპასუხა, რომ ხმადაბალი ღრენა მოესმა, თავი მიაბრუნა, რომელიც მშვენივრად ტრიალებდა სახსრებზე და უცნაური ნადირი დაინახა, რომელიც დიდი ნახტომებით მოჰქროდა ამათკენ.
The Tin Woodman was about to reply when he heard a low growl, and turning his head which worked beautifully on hinges, he saw a strange beast come bounding toward them.
203302.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
როცა მოახლოვდა, რკინის ტყეკაფიამ დაინახა, რომ ნადირის წინ მინდვრის პაწია თაგვი მირბოდა და თუმცა უგულო იყო, მაინც იცოდა, არ ივარგებს, რომ გარეულმა კატამ ასეთი ციცქნა, უწყინარი არსება მოკლასო.
As it came nearer the Tin Woodman saw that running before the beast was a little gray field mouse, and although he had no heart he knew it was wrong for the Wildcat to try to kill such a pretty, harmless creature.
203303.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
უღრმეს მადლობას მოგახსენებ, რომ გადამარჩინე.
Thank you ever so much for saving my life.
203304.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– მე ხომ გული არა მაქვს, ამიტომ ვცდილობ, ყველას ვუშველო, ვისაც მეგობარი სჭირდება, თუგინდ უბრალო თაგვს.
– I have no heart, you know, so I help all those who may need a friend, even if it happens to be only a mouse.
203305.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– უბრალო თაგვსო! – აღშფოთებით შესძახა ციცქნა ცხოველმა, – იცოდე, რომ მე მინდვრის თაგვების დედოფალი ვარ!
– Only a mouse! – cried the little animal, indignantly, – Why, I am the Queen of all the Field Mice!
203306.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ამ დროს რამდენიმე თაგვი გამოჩნდა, თავპირისმტვრევით მორბოდნენ პაწია ფეხებით, დედოფლის დანახვაზე შესძახეს: – ოჰ, დედოფალო, გვეგონა, დაიღუპე!
At that moment several mice were seen running up as fast as their little legs could carry them, and when they saw their Queen they exclaimed: – Oh, your Majesty, we thought you would be killed!
203307.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
როგორ გადაურჩი იმ ვეება გარეულ კატას?
How did you manage to escape the great Wildcat?"
203308.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ამ სასაცილო რკინის კაცმა მოკლა და გადამარჩინა.
– This funny tin man killed the Wildcat and saved my life.
203309.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ამიტომ ამიერიდან ყველანი უნდა მოემსახუროთ და მის უმცირეს სურვილსაც კი დაემორჩილოთ.
– So hereafter you must all serve him, and obey his slightest wish.
203310.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
მერე ყველა მიმართულებით გაიფანტნენ, რადგან ტოტო ძილისგან გამოერკვა, ერთად შეგროვილი ამდენი თაგვის დანახვაზე სიხარულით შეჰყეფა და შიგ ჯგუფის შუაგულში ისკუპა.
And then they scampered in all directions, for Toto had awakened from his sleep, and seeing all these mice around him he gave one bark of delight and jumped right into the middle of the group.
203311.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
კანზასში ცხოვრების დროს ტოტოს მუდამ უყვარდა თაგვის დევნა და ამაში ცუდს არაფერს ხედავდა.
Toto had always loved to chase mice when he lived in Kansas, and he saw no harm in it.
203312.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
მაგრამ რკინის ტყეკაფიამ ძაღლს ხელი სტაცა, აიყვანა და მაგრად მიიკრა, თაგვებს კი გასძახა: – დაბრუნდით! დაბრუნდით! ტოტო აღარაფერს დაგიშავებთ.
But the Tin Woodman caught the dog in his arms and held him tight, while he called to the mice: – Come back! Come back! Toto shall not hurt you.
203313.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ამაზე თაგვების დედოფალმა აბურდული ბალახიდან გამოყო თავი და შეშინებული ხმით იკითხა: – – დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად არ გვიკბენს?
At this the Queen of the Mice stuck her head out from underneath a clump of grass and asked, in a timid voice: – Are you sure he will not bite us?
203314.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
თაგვები თითო-თითოდ მოცოცდნენ, ტოტოს ყეფით აღარ დაუყეფია, ტყეკაფიასგან მკლავებიდან თავდახსნას კი ძალიან ცდილობდა და მაგრადაც უკბენდა, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ რკინისა იყო.
One by one the mice came creeping back, and Toto did not bark again, although he tried to get out of the Woodman’s arms, and would have bitten him had he not known very well he was made of tin.
203315.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ბოლოს ერთმა ყველაზე დიდმა თაგვმა საუბარი დაიწყო.
Finally one of the biggest mice spoke.
203316.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– რით გადაგიხადოთ სიკეთე ჩვენი დედოფლის სიცოცხლის გადარჩენისთვის?
– Is there anything we can do, to repay you for saving the life of our Queen?
203317.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ლომიო! – შესძახა ციცქნა დედოფალმა, – ის ყველას დაგვჭამს.
– A Lion! – cried the little Queen, – Why, he would eat us all up.
203318.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– მართლა? – ჰკითხა თაგვმა.
– Really? – asked the Mouse.
203319.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ასე ამბობს თვითონ, – მიუგო საფრთხობელამ, – თან, არც ერთ ჩვენს მეგობარს არასდროს ავნებს.
– He says so himself, – answered the Scarecrow, – and he would never hurt anyone who is our friend.
203320.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ძალიან კარგი, – თქვა დედოფალმა, – გენდობით, მაგრამ როგორ მოვიქცეთ?
– Very well, – said the Queen, – we trust you, but what shall we do?