მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203321.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ბევრი თაგვი გემორჩილებათ და დედოფალს გიწოდებთ?
– Are there many of these mice which call you Queen and are willing to obey you?
203322.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
დედოფალი თანმხლებ თაგვებს მიუბრუნდა და უბრძანა, ახლავე წადით და ყველა ქვეშევრდომი მომგვარეთო.
The Queen turned to the mice that attended her and told them to go at once and get all her people.
203323.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ამგვარად, ტყეკაფიამ მაშინვე ხეებს მიაშურა და მუშაობას შეუდგა.
So the Woodman went at once to the trees and began to work.
203324.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ისე მკვირცხლად და სანაქებოდ იმუშავა, რომ როცა თაგვებმა მოსვლა იწყეს, ურემი უკვე მზად დაუხვდათ.
So fast and so well did he work that by the time the mice began to arrive the truck was all ready for them.
203325.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ისინი ყველა მხრიდან მოდიოდნენ, ათასობით იყვნენ: დიდები, პატარები და საშუალო ზომისები, პირით ყველას ზონრის ნაგლეჯი მოჰქონდა.
They came from all directions, and there were thousands of them: big mice and little mice and middle-sized mice, and each one brought a piece of string in his mouth.
203326.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ამასობაში დოროთის, როგორც იქნა, გაეღვიძა და თვალი გაახილა.
It was about this time that Dorothy woke from her long sleep and opened her eyes.
203327.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
მის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ ბალახზე იწვა, გარშემო კი ათასობით თაგვი ეხვია და შიშით უყურებდნენ.
She was greatly astonished to find herself lying upon the grass, with thousands of mice standing around and looking at her timidly.
203328.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– ნება მომეცი, მისი უდიდებულესობა, დედოფალი გაგაცნო.
– Permit me to introduce to you her Majesty, the Queen.
203329.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
დოროთიმ დარბაისლურად დაუკრა თავი, დედოფალმა კი რევერანსი გაუკეთა და მაშინვე დაუმეგობრდა პატარა გოგოს.
Dorothy nodded gravely and the Queen made a curtsy, after which she became quite friendly with the little girl.
203330.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ყოველ თაგვს ზონრის ბოლო კისერზე შეაბეს, მეორე ბოლო კი ურიკას გამოაბეს.
One end of a string was tied around the neck of each mouse and the other end to the truck.
203331.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
რასაკვირველია, ურიკა ათასჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი გამწევი თითოეული თაგვი, მაგრამ როცა ყველა თაგვი ერთად შეაბეს, იოლად შეძლეს მისი დაძვრა.
Of course, the truck was a thousand times bigger than any of the mice who were to draw it, but when all the mice had been harnessed, they were able to pull it quite easily.
203332.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ის კი არა, ზედ საფრთხობელა და რკინის ტყეკაფიაც დასხდნენ და ციცქნა, უცნაურმა ცხენებმა სწრაფად მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც ლომს ეძინა.
Even the Scarecrow and the Tin Woodman could sit on it, and were drawn swiftly by their queer little horses to the place where the Lion lay asleep.
203333.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
მერე დედოფალმა აჩქარებით უბრძანა ქვეშევრდომებს, დაძრულიყვნენ, რადგან შიშობდა, თაგვები დიდხანს რომ დარჩნენ ამ ყაყაჩოებში, ამათაც დაეძინებათო.
Then the Queen hurriedly gave her people the order to start, for she feared if the mice stayed among the poppies too long they also would fall asleep.
203334.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ციცქნა არსებები ბევრნი კი იყვნენ, მაგრამ თავიდან მაინც გაუჭირდათ მძიმედ დატვირთული ურიკის დაძვრა, მერე უკანიდან ტყეკაფია და საფრთხობელაც მიაწვნენ და საქმე უკეთესად წავიდა.
At first the little creatures, many though they were, could hardly stir the heavily loaded truck, but the Woodman and the Scarecrow both pushed from behind, and they got along better.
203335.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
მალე ლომი ყაყაჩოების ყვავილნარს გამოაშორეს და მწვანე მინდორზე გამოიყვანეს, სადაც ყვავილების მომწამვლელი სუნის ნაცვლად კვლავ სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავდა.
Soon they rolled the Lion out of the poppy bed to the green fields, where he could breathe the fresh air again, instead of the poisonous scent of the flowers.
203336.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
დოროთი შემოეგებათ და თანამგზავრის გადარჩენისათვის პატარა თაგვებს უღრმესი მადლობა მოახსენა.
Dorothy came to meet them and thanked the little mice warmly for saving her companion from death.
203337.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
დიდი ლომი უკვე ისე უყვარდა, რომ მისმა გადარჩენამ გაახარა.
She had grown so fond of the big Lion she was glad he had been rescued.
203338.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– თუ დაგჭირდეთ, მინდორში გამოდით და დაგვიძახეთ, მაშინვე გავიგონებთ და თქვენთან გავჩნდებით.
– If ever you need us again, come out into the field and call, and we shall hear you and come to your assistance.
203339.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
– კარგად! – მიუგო ყველამ და დედოფალი გაიქცა, დოროთიმ კი ტოტო მიიხუტა, დედოფალს არ დაედევნოს და არ შეაშინოსო.
– Goodbye! – they all answered, and away the Queen ran, while Dorothy held Toto tightly lest he should run after her and frighten her.
203340.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
ამის შემდეგ ლომს შემოუსხდნენ და მის გაღვიძებას დაელოდნენ.
After this they sat down beside the Lion until he should awaken.