მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203341.
ოზის ჯადოქარი | თავი IX, მინდვრის თაგვების დედოფალი
საფრთხობელამ მახლობელი ხიდან ხილი მოიტანა და დოროთიმ იმ ხილით ისადილა.
The Scarecrow brought Dorothy some fruit from a tree near by, which she ate for her dinner.
203342.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მხდალ ლომს კარგა ხანი არ გაეღვიძა, რადგან დიდხანს იწვა ყაყაჩოებში და იყნოსავდა მათ მომაკვდინებელ სურნელს.
It was some time before the Cowardly Lion awakened, for he had lain among the poppies a long while, breathing in their deadly fragrance.
203343.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
როგორ გამომიყვანეთ?
How did you get me out?
203344.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მხდალ ლომს გაეცინა და თქვა: – თავი მუდამ დიდი და საზარელი მეგონა, არადა ჯერ კინაღამ პაწაწინა ყვავილებმა შემიწირეს, მერე კი თაგვისნაირმა პატარა ცხოველებმა გადამარჩინეს.
The Cowardly Lion laughed, and said: - I have always thought myself very big and terrible, yet such little things as flowers came near to killing me, and such small animals as mice have saved my life.
203345.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
რა უცნაურია ეს ყველაფერი!
How strange it all is!
203346.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– მაგრამ ახლა რაღა ვქნათ, მეგობრებო?
– But, comrades, what shall we do now?
203347.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
არ გასულა დიდი ხანი, რომ ყვითელი აგურის გზას მიაღწიეს და კვლავ ზურმუხტ-ქალაქისკენ აიღეს გეზი, სადაც დიდი ოზი ცხოვრობდა.
It was not long before they reached the road of yellow brick and turned again toward the Emerald City where the Great Oz dwelt.
203348.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
გზა სწორი და კარგად მოკირწყლული იყო, მიდამო კი მშვენიერი, ასე, რომ მგზავრების სასიხარულოდ, ტყე უკან დარჩა თავისი ათასი ხიფათით, რომელსაც მის პირქუშ ჩრდილებში გადაეყარნენ.
The road was smooth and well paved, now, and the country about was beautiful, so that the travelers rejoiced in leaving the forest far behind, and with it the many dangers they had met in its gloomy shades.
203349.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
კვლავ გამოჩნდა გზისპირა ღობეები, ოღონდ მწვანედ შეღებილი, და როცა მომცრო სახლს მიუახლოვდნენ, სადაც აშკარად ფერმერი ცხოვრობდა, ისიც მწვანედ იყო შეღებილი.
Once more they could see fences built beside the road, but these were painted green, and when they came to a small house, in which a farmer evidently lived, that also was painted green.
203350.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
იმ შუადღეს რამდენიმე ასეთ სახლს ჩაუარეს, ზოგჯერ ხალხი კარებთან გამოდიოდა, უყურებდნენ მათ და თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდათ, მაგრამ ვერც მიკარებას ბედავდნენ და ვერც დალაპარაკებას, რადგან დიდი ლომისა ეშინოდათ.
They passed by several of these houses during the afternoon, and sometimes people came to the doors and looked at them as if they would like to ask questions; but no one came near them nor spoke to them because of the great Lion, of which they were very much afraid.
203351.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ყველას მშვენიერი ზურმუხტისფერი ტანისამოსი ეცვა და ღეჭიებივით წვეტიანი ქუდები ეხურათ.
The people were all dressed in clothing of a lovely emerald-green color and wore peaked hats like those of the Munchkins.
203352.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ეს უკვე ოზის ქვეყანა უნდა იყოს, – თქვა დოროთიმ, – ნამდვილად ზურმუხტ-ქალაქს ვუახლოვდებით.
– This must be the Land of Oz, – said Dorothy, – and we are surely getting near the Emerald City.
203353.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ჰო, – მიუგო საფრთხობელამ, – აქ ყველაფერი მწვანეა, ღეჭიების მხარეში კი ცისფერი მათი საყვარელი ფერი იყო.
– Yes, – answered the Scarecrow, – Everything is green here, while in the country of the Munchkins blue was the favorite color.
203354.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ოღონდ აქ ადამიანები ღეჭიებივით გულღიები არ ჩანან და ვშიშობ, ღამის გასათევსაც ვერ ვიშოვით.
But the people do not seem to be as friendly as the Munchkins, and I’m afraid we shall be unable to find a place to pass the night.
203355.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მოდი, მომდევნო სახლთან გავჩერდეთ და ხალხს დაველაპარაკოთ.
Let us stop at the next house and talk to the people.
203356.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ამგვარად, როდესაც ერთ მოზრდილ სახლთან მივიდნენ, დოროთი თამამად მივიდა კართან და დააკაკუნა.
So, when they came to a good-sized farmhouse, Dorothy walked boldly up to the door and knocked.
203357.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– რა გინდა, გოგონი, ან ის დიდი ლომი რად გახლავს თან?
– What do you want, child, and why is that great Lion with you?
203358.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– მოთვინიერებულია? – ჰკითხა ქალმა და კარი კიდევ ცოტათი გამოაღო.
– Is he tame? – asked the woman, opening the door a little wider.
203359.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– იმას უფრო შეეშინდება თქვენი, ვიდრე თქვენ – იმისი.
– He will be more afraid of you than you are of him.
203360.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– კარგი, – თქვა ქალმა მას მერე, რაც ერთი კარგად დაფიქრდა და ერთხელაც გახედა ლომს, – თუ ეგრეა საქმე, მობრძანდით, გავახშმებთ და ღამესაც გაგათევინებთ.
– Well, - said the woman, after thinking it over and taking another peep at the Lion, - if that is the case you may come in, and I will give you some supper and a place to sleep.