მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203361.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ამგვარად, ყველანი შინ შევიდნენ, სადაც ქალის გარდა კაცი და ორი ბავშვი იყო.
So they all entered the house, where there were, besides the woman, two children and a man.
203362.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
კაცს ფეხი სტკიოდა და კუთხეში, ტახტზე იწვა.
The man had hurt his leg, and was lying on the couch in a corner.
203363.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ყველას ძალიან გაუკვირდა უცნაური სტუმრების დანახვა და სანამ ქალი სუფრას შლიდა, კაცმა იკითხა: – საით გაგიწევიათ?
They seemed greatly surprised to see so strange a company, and while the woman was busy laying the table the man asked: – Where are you all going?
203364.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ზურმუხტ-ქალაქში, – მიუგო დოროთიმ, – დიდი ოზის სანახავად.
– To the Emerald City, – said Dorothy, – to see the Great Oz.
203365.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ზურმუხტქალაქში ბევრჯერ ვყოფილვარ, მშვენიერი და ჩინებული ადგილია, მაგრამ დიდ ოზთან არასდროს მოუციათ შესვლის უფლება. არც გამიგია, ვინმეს თვალით ენახოს ის.
I have been to the Emerald City many times, and it is a beautiful and wonderful place, but I have never been permitted to see the Great Oz, nor do I know of any living person who has seen him.
203366.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– გარეთ არასდროს გამოდის? – ჰკითხა საფრთხობელამ.
– Does he never go out? – asked the Scarecrow.
203367.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– არასდროს, მთელი დღეები სასახლეში, სატახტო დარბაზში ზის და ვინც საჭმელ-სასმელს მიართმევს, მათაც კი არ უნახავთ პირადად.
– Never, he sits day after day in the great Throne Room of his Palace, and even those who wait upon him do not see him face to face.
203368.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ოზი ხომ დიდი ჯადოქარია და შეუძლია, რადაც უნდა, იმად გადაიქცეს.
– You see, Oz is a Great Wizard and can take on any form he wishes.
203369.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ამიტომ ზოგი ამბობს, ფრინველსა ჰგავსო, ზოგი – სპილოსაო, ზოგიც – კატას ამგვანებს.
So that some say he looks like a bird, and some say he looks like an elephant, and some say he looks like a cat.
203370.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მაგრამ არავინ იცის, ვინ არის ნამდვილი ოზი ან როგორია სინამდვილეში.
But who the real Oz is, when he is in his own form, no living person can tell.
203371.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– რა უცნაურია, – თქვა დოროთიმ, – მაგრამ იქნებ როგორმე მაინც ვნახოთ, თორემ გამოვა, რომ ტყუილუბრალოდ გვიმოგზაურია.
- That is very strange, - said Dorothy, - but we must try, in some way, to see him, or we shall have made our journey for nothing.
203372.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– მერე და, რად გინდათ საზარელი ოზის ნახვა? – ჰკითხა კაცმა.
- Why do you wish to see the terrible Oz? - asked the man.
203373.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– მინდა, ჭკუა მომცეს, – მხურვალედ უთხრა საფრთხობელამ.
– I want him to give me some brains, – said the Scarecrow eagerly.
203374.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ოზი სატახტო დარბაზში დიდი ქვაბით სიმამაცეს ინახავს, – მიუგო კაცმა, – რომელსაც ზედ ოქროს სინი ახურავს, რომ არ გადმოვიდეს.
- Oz keeps a great pot of courage in his Throne Room, - said the man, - which he has covered with a golden plate, to keep it from running over.
203375.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– მე კი მინდა, კანზასში დამაბრუნოს, – უთხრა დოროთიმ.
– And I want him to send me back to Kansas, – said Dorothy.
203376.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– კანზასი სადღაა? – გაკვირვებით ჰკითხა კაცმა.
– Where is Kansas? – asked the man, with surprise.
203377.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– არ ვიცი, – სევდიანად მიუგო დოროთიმ, – მაგრამ იქ ჩემი სახლია და სადმე ხომ იქნება.
– I don’t know, – replied Dorothy sorrowfully, – but it is my home, and I’m sure it’s somewhere.
203378.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ოღონდ ჯერ როგორმე უნდა ნახოთ, მთავარი სიძნელე ეგ არის, რადგან დიდ ჯადოქარს არავისი ნახვა არ სურს და თავის ნებაზე ცხოვრობს.
But first, you must get to see him, and that will be a hard task, for the Great Wizard does not like to see anyone, and he usually has his own way.
203379.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– შენ რაღა გინდა? – განაგრძო მან საუბარი ტოტოსთან.
– But what do YOU want? – he continued, speaking to Toto.
203380.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ტოტომ მხოლოდ კუდი გააქიცინა, რადგან რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ის ვერ ლაპარაკობდა.
Toto only wagged his tail, for, strange to say, he could not speak.