მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203381.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ამასობაში ქალმა დაიძახა, ვახშამი მზად არისო და ყველანი სუფრას შემოუსხდნენ.
The woman now called to them that supper was ready, so they gathered around the table.
203382.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
დოროთიმ გემრიელი ფაფა, ერბოკვერცხი და მშვენიერი თეთრი პური მიირთვა და ძალიანაც ეამა საჭმელი.
Dorothy ate some delicious porridge and a dish of scrambled eggs and a plate of nice white bread and enjoyed her meal.
203383.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ლომმა ცოტა ფაფა გასინჯა, მაგრამ არ მოეწონა და თქვა, შვრიისა ყოფილა, შვრია კი ცხენის საჭმელია და არა ლომისაო.
The Lion ate some of the porridge, but did not care for it, saying it was made from oats and oats were food for horses, not for lions.
203384.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
საფრთხობელასა და რკინის ტყეკაფიას საერთოდ არაფერი უჭამიათ.
The Scarecrow and the Tin Woodman ate nothing at all.
203385.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ტოტომ ცოტცოტა ყველაფერი დააგემოვნა და ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ ისევ კარგად ივახშმა.
Toto ate a little of everything, and was glad to get a good supper again.
203386.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ქალმა დოროთის ლოგინი გაუშალა, ტოტოც იქვე მიუწვა, ლომი კი ოთახის კარს დარაჯობდა, რათა დოროთი არავის შეეწუხებინა.
The woman now gave Dorothy a bed to sleep in, and Toto lay down beside her, while the Lion guarded the door of her room so Dorothy might not be disturbed.
203387.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
საფრთხობელა და რკინის ტყეკაფია კუთხეში დადგნენ და მთელი ღამე ჩუმად იყვნენ, თუმცა ძილით, რასაკვირველია, არ ეძინებოდათ.
The Scarecrow and the Tin Woodman stood up in a corner and kept quiet all night, although of course they could not sleep.
203388.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მეორე დილით, ის იყო მზე ამოვიდა, რომ გზას გაუდგნენ და მალე დაინახეს, რომ ზუსტად მათ წინ ცა მწვანედ ციალებდა.
The next morning, as soon as the sun was up, they started on their way, and soon saw a beautiful green glow in the sky just before them.
203389.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ალბათ, ზურმუხტ-ქალაქი იქნება, – თქვა დოროთიმ.
– That must be the Emerald City, – said Dorothy.
203390.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
რაც უფრო წინ მიდიოდნენ, მწვანე ნათება უფრო და უფრო კაშკაშა ხდებოდა, როგორც ჩანდა, მათი მოგზაურობა მართლაც დასასრულს უახლოვდებოდა.
As they walked on, the green glow became brighter and brighter, and it seemed that at last they were nearing the end of their travels.
203391.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
თუმცა, დიდ კედელს, რომელიც ქალაქს გარს ერტყა მოშუადღევებულზეღა მიადგნენ.
Yet it was afternoon before they came to the great wall that surrounded the City.
203392.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მათ წინ და ყვითელი აგურის გზის ბოლოში, დიდრონი ზურმუხტებით მოოჭვილი ჭიშკარი აღმართულიყო, რომლებიც ისე ციმციმებდნენ მზეზე, რომ მათმა ბრწყინვალებამ საფრთხობელასაც კი მოსჭრა დახატული თვალები.
In front of them, and at the end of the road of yellow brick, was a big gate, all studded with emeralds that glittered so in the sun that even the painted eyes of the Scarecrow were dazzled by their brilliancy.
203393.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ჭიშკრის გვერდით ზარი იყო, დოროთი ღილაკს დააწვა და შიგნით წკრიალი გაისმა.
There was a bell beside the gate, and Dorothy pushed the button and heard a silvery tinkle sound within.
203394.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მერე დიდი ჭიშკარი ნელა გაიღო, ყველანი შევიდნენ და მაღალგუმბათიან ოთახში ამოყვეს თავი, რომლის კედლებზეც უთვალავი ზურმუხტი ციმციმებდა.
Then the big gate swung slowly open, and they all passed through and found themselves in a high arched room, the walls of which glistened with countless emeralds.
203395.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მათ წინ პატარა, ღეჭიასოდენა კაცი იდგა.
Before them stood a little man about the same size as the Munchkins.
203396.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
თავით ფეხამდე მწვანე ეცვა, კანზეც კი სიმწვანე დაჰკრავდა.
He was clothed all in green, from his head to his feet, and even his skin was of a greenish tint.
203397.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
დოროთისა და მისი თანამგზავრების დანახვაზე კაცმა იკითხა: – რა გნებავთ ზურმუხტ-ქალაქში?
When he saw Dorothy and her companions the man asked: – What do you wish in the Emerald City?
203398.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– დიდი ოზის სანახავად მოვედით, – მიუგო დოროთიმ.
– We came here to see the Great Oz, – said Dorothy.
203399.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
კაცს ისე გაუკვირდა მისი პასუხი, რომ დაჯდა და დაფიქრდა.
The man was so surprised at this answer that he sat down to think it over.
203400.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– რამდენი წელია, ჩემთვის აღარავის უთხოვია, ოზის ნახვა მინდაო, – თქვა და დაბნეულად გაიქნია თავი,
– It has been many years since anyone asked me to see Oz, – he said, shaking his head in perplexity.