მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203401.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ის ძლიერია და საზარელი და თუ ცდილობთ, დიდი ჯადოქარი ტყუილუბრალოდ ან სულელურ საქმეზე გააცდინოთ, შეიძლება განრისხდეს და წამში გაგაცამტვეროთ.
– He is powerful and terrible, and if you come on an idle or foolish errand to bother the Great Wizard, he might be angry and destroy you all in an instant.
203402.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– ჰო, მაგრამ ჩვენ სულელურ საქმეზე არც მოვსულვართ და არც ტყუილუბრალოდ, – მიუგო საფრთხობელამ, – ეს ძალიანაც მნიშვნელოვანია.
– But it is not a foolish errand, nor an idle one, – replied the Scarecrow, – it is important.
203403.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
თანაც, გვითხრეს, რომ ოზი კეთილი ჯადოქარიაო.
And we have been told that Oz is a good Wizard.
203404.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– არის კიდევაც, – მიუგო მწვანე კაცმა, – და ბრძნულად და კარგად მართავს ზურმუხტ-ქალაქს,
– So he is, – said the green man, – and he rules the Emerald City wisely and well.
203405.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მე ჭიშკრის მცველი ვარ და რადგან დიდი ოზის ნახვას მოითხოვთ, სასახლეში უნდა მიგგვაროთ,
I am the Guardian of the Gates, and since you demand to see the Great Oz I must take you to his Palace.
203406.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ოღონდ ჯერ სათვალეები უნდა გაიკეთოთ.
But first, you must put on the spectacles.
203407.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– რატომ? – ჰკითხა დოროთიმ.
– Why? – asked Dorothy.
203408.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
– იმიტომ რომ უსათვალოდ ზურმუხტ-ქალაქის სიკაშკაშე და ბრწყინვალება დაგაბრმავებთ.
– Because if you did not wear spectacles the brightness and glory of the Emerald City would blind you.
203409.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ქალაქის მცხოვრებლებსაც კი უნდა ეკეთოთ სათვალე, დღისითაც და ღამითაც.
Even those who live in the City must wear spectacles night and day.
203410.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მან დიდი ყუთი გახსნა და დოროთიმ დაინახა, რომ ის ნაირნაირი ზომისა და ფორმის სათვალეებით იყო სავსე.
He opened the big box, and Dorothy saw that it was filled with spectacles of every size and shape.
203411.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ყველა სათვალეს მწვანე მინები ჰქონდა.
All of them had green glasses in them.
203412.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ჭიშკრის მცველმა დოროთის სარგო სათვალე იპოვა და თვალებზე გაუკეთა.
The Guardian of the Gates found the glasses that would just fit Dorothy and put them over her eyes.
203413.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
დოროთის რომც მოენდომებინა, სათვალეს თვითონ ვერ მოიხსნიდა, თუმცა, რასაკვირველია, სულაც არ უნდოდა, ზურმუხტ-ქალაქის ბრწყინვალებას დაებრმავებინა, ამიტომ ხმა არ გაუღია.
Dorothy could not take the glasses off had she wished, but of course, she did not wish to be blinded by the glare of the Emerald City, so she said nothing.
203414.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მერე მწვანე კაცმა საფრთხობელას, რკინის ტყეკაფიას, ლომს და პატარა ტოტოსაც კი მოარგო სათვალეები და სწრაფადვე გასაღებით ჩაუკეტა.
Then the green man fitted spectacles for the Scarecrow and the Tin Woodman and the Lion, and even on little Toto, and all were locked fast with the key.
203415.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
მერე ჭიშკრის მცველმა თვითონაც გაიკეთა სათვალე და უთხრა, მზად ვარ, სასახლეში წაგიყვანოთო.
Then the Guardian of the Gates put on his own glasses and told them he was ready to show them to the Palace.
203416.
ოზის ჯადოქარი | თავი X, ქალაქის ჭიშკრის მცველი
ჩამოიღო კედელზე კაუჭით დაკიდებული ოქროს დიდი გასაღები, გააღო მეორე ჭიშკარი და იმ ჭიშკრის გავლით მგზავრები ზურმუხტ-ქალაქის ქუჩებში აღმოჩნდნენ.
Taking a big golden key from a peg on the wall, he opened another gate, and they all followed him through the portal into the streets of the Emerald City.
203417.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დოროთისა და მის მეგობრებს მწვანე სათვალეები კი იცავდათ, მაგრამ თავიდან მაინც დააბრმავა საოცარი ქალაქის ბრწყინვალებამ.
Even with eyes protected by the green spectacles, Dorothy and her friends were at first dazzled by the brilliancy of the wonderful City.
203418.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ქუჩებში ლამაზი სახლები იყო ჩარიგებული, სულ მწვანე მარმარილოთი ნაშენი და მოციმციმე ზურმუხტებით მოოჭვილი.
The streets were lined with beautiful houses all built of green marble and studded everywhere with sparkling emeralds.
203419.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
გაკვირვებით უყურებდნენ დოროთისა და მის უცნაურ მეგობრებს, ბავშვები ლომის დანახვაზე გარბოდნენ და დედებს ეფარებოდნენ, მაგრამ დალაპარაკებით არავინ დალაპარაკებია.
They looked at Dorothy and her strange company with wondering eyes, and the children all ran away and hid behind their mothers when they saw the Lion, but no one spoke to them.
203420.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ქუჩაში მაღაზიებიც ბლომად იყო და დოროთიმ დაინახა, რომ შიგნითაც ყველაფერი მწვანე იყო.
Many shops stood in the street, and Dorothy saw that everything in them was green.