მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203421.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჰყიდდნენ მწვანე შაქარყინულსა და მწვანე ბატიბუტს, მწვანე ფეხსაცმელებს, მწვანე ქუდებს და ყველა სახის მწვანე ტანსაცმელს.
Green candy and green pop corn were offered for sale, as well as green shoes, green hats, and green clothes of all sorts.
203422.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ერთგან ვიღაც კაცი მწვანე ლიმონათით ვაჭრობდა, ხოლო როცა ბავშვებმა იყიდეს, დოროთიმ დაინახა, რომ მწვანე პენსები გადაიხადეს.
At one place a man was selling green lemonade, and when the children bought it Dorothy could see that they paid for it with green pennies.
203423.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
არც ცხენები ჩანდა და არც არანაირი ცხოველები.
There seemed to be no horses nor animals of any kind.
203424.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
კაცები პატარა, მწვანე ურიკებით დაატარებდნენ რაღაც-რაღაცეებს.
The men carried things around in little green carts.
203425.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ყველა ხალისიანი, კმაყოფილი და უზრუნველყოფილი ჩანდა.
Everyone seemed happy and contented and prosperous.
203426.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჭიშკრის მცველმა ისინი ქუჩებში გაატარა და ზედ ქალაქის შუაგულში მდგარ დიდ შენობასთან მიიყვანა, ეს დიდი ჯადოქრის, ოზის სასახლე იყო.
The Guardian of the Gates led them through the streets until they came to a big building, exactly in the middle of the City, which was the Palace of Oz, the Great Wizard.
203427.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– უცხოელები არიან, – უთხრა ჭიშკრის მცველმა, – დიდი ოზის ნახვას მოითხოვენ.
- Here are strangers, - said the Guardian of the Gates to him, - and they demand to see the Great Oz.
203428.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ამგვარად, გაიარეს სასახლის ჭიშკარში და დიდ ოთახში შევიდნენ, რომელშიც მწვანე ხალიჩა კოხტა, მწვანე, ზურმუხტებით მოოჭვილი ავეჯი იყო.
So they passed through the Palace Gates and were led into a big room with a green carpet and lovely green furniture set with emeralds.
203429.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჯარისკაცმა ოთახში შესვლის წინ ყველას მწვანე ტილოზე გააწმენდინა ფეხები და როცა დასხდნენ, თავაზიანად უთხრა.
The soldier made them all wipe their feet upon a green mat before entering this room, and when they were seated he said politely.
203430.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ბოლოს, როცა გამოჩნდა, დოროთიმ ჰკითხა: – ნახეთ ოზი?
When, at last, he came back, Dorothy asked: – Have you seen Oz?
203431.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ლაპარაკით კი ველაპარაკე, როდესაც ტიხრის უკან დაჯდა და თქვენი თხოვნა გადავეცი.
But I spoke to him as he sat behind his screen and gave him your message.
203432.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ამიტომ რაკი რამდენიმე დღე სასახლეში დარჩებით, თქვენ-თქვენს ოთახებში მიგაცილებთ, სადაც გზიდან შეძლებთ დაისვენოთ.
Therefore, as you must remain in the Palace for several days, I will have you shown to rooms where you may rest in comfort after your journey."
203433.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– გმადლობთ, – მიუგო გოგომ, – ოზის მხრიდან დიდი სიკეთეა.
– Thank you, – replied the girl, – that is very kind of Oz.
203434.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჯარისკაცმა მწვანე სასტვენში ჩაჰბერა და ოთახში იმწამსვე შემოვიდა კოხტა, მწვანე კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა.
The soldier now blew upon a green whistle, and at once a young girl, dressed in a pretty green silk gown, entered the room.
203435.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მშვენიერი მწვანე თმა და მწვანე თვალები ჰქონდა, დოროთის თავი დაუკრა და უთხრა: – გამომყევი, შენს ოთახში მიგაცილებ.
She had lovely green hair and green eyes, and she bowed before Dorothy as she said: – Follow me and I will show you your room.
203436.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დოროთი ყველა მეგობარს დაემშვიდობა, ტოტოს გარდა, ძაღლი ხელში აიყვანა და მწვანე მოახლეს წაჰყვა, რომელმაც შვიდი დერეფანი გაატარა, სამი კიბე აატარა და სასახლის წინა ნაწილში მდებარე ოთახში მიიყვანა.
So Dorothy said good-bye to all her friends except Toto, and taking the dog in her arms followed the green girl through seven passages and up three flights of stairs until they came to a room at the front of the Palace.
203437.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
შუა ოთახში პაწია შადრევანი იყო, საიდანაც ჰაერში მწვანე სურნელი იფრქვეოდა და ისევ ლამაზად ნაკვეთ მწვანე მარმარილოს აუზში ჩადიოდა.
There was a tiny fountain in the middle of the room, that shot a spray of green perfume into the air, to fall back into a beautifully carved green marble basin.
203438.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
როცა დოროთიმ დრო იპოვა და ეს წიგნები გახსნა, შიგ უამრავი უცნაური, მწვანე ნახატი იპოვა, ისეთი სასაცილო, რომ ბევრი იხითხითა.
When Dorothy had time to open these books she found them full of queer green pictures that made her laugh, they were so funny.
203439.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
კარადაში უამრავი მწვანე კაბა ეკიდა – აბრეშუმისა, ატლასისა და ხავერდისა, დოროთის ყველა ზუსტად მოერგო.
In a wardrobe were many green dresses, made of silk and satin and velvet, and all of them fitted Dorothy exactly.
203440.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– და თუ რამე დაგჭირდა, ზარი დარეკე.
– If you wish for anything ring the bell.