მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203441.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მერე დოროთი მარტო დატოვა და დანარჩენებთან დაბრუნდა.
She left Dorothy alone and went back to the others.
203442.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
თუმცა, რასაკვირველია, ეს თავაზიანობა საფრთხობელასთვის სულ ზედმეტი იყო, რადგან როცა თავის ოთახში მარტო დარჩა, შესასვლელშივე სულელურად გაშეშდა და გათენებას დაელოდა.
Of course, this politeness was wasted on the Scarecrow; for when he found himself alone in his room he stood stupidly in one spot, just within the doorway, to wait till morning.
203443.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დასასვენებლად დაწოლა არ სჭირდებოდა, თვალებიც არ ეხუჭებოდა, ამიტომ მთელი ღამე ერთ პატარა ობობას მიშტერებოდა, რომელიც ოთახის კუთხეში არხეინად ქსოვდა აბლაბუდას, თითქოს მსოფლიოში უმშვენიერეს ოთახში არ ყოფილიყო.
It would not rest him to lie down, and he could not close his eyes, so he remained all night staring at a little spider which was weaving its web in a corner of the room, just as if it were not one of the most wonderful rooms in the world.
203444.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
რკინის ტყეკაფია ჩვეულების გამო უფრო ჩაწვა ლოგინში, რადგან გაახსენდა, რომ ოდესღაც ადამიანი იყო, მაგრამ ძილით ვერ დაიძინებდა, ამიტომ მთელი ღამე სახსრებს ამოძრავებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
The Tin Woodman lay down on his bed from force of habit, for he remembered when he was made of flesh, but not being able to sleep, he passed the night moving his joints up and down to make sure they kept in good working order.
203445.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ლომს ტყეში, ხმელი ფოთლების საწოლი ერჩივნა და ოთახში გამოკეტვა არ მოეწონა, მაგრამ იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ ამაზე არ ედარდა, ამიტომ საწოლზე ისკუპა, კატასავით მოიკუნტა და წამში დაიძინა.
The Lion would have preferred a bed of dried leaves in the forest, and did not like being shut up in a room, but he had too much sense to let this worry him, so he sprang upon the bed and rolled himself up like a cat and purred himself asleep in a minute.
203446.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მეორე დილით, ნასაუზმევს, მწვანე მოახლე დოროთის წასაყვანად შევიდა და ერთ-ერთ ულამაზეს, მწვანე კაბაში გამოაწყო.
The next morning, after breakfast, the green maiden came to fetch Dorothy, and she dressed her in one of the prettiest gowns.
203447.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დოროთიმ მწვანე აბრეშუმის წინსაფარი აიფარა, ტოტოს კისერზე მწვანე ლენტი გაუბაფთა და დიდი ოზის სატახტო დარბაზისაკენ გაეშურნენ.
Dorothy put on a green silk apron and tied a green ribbon around Toto’s neck, and they started for the Throne Room of the Great Oz.
203448.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჯერ დიდ დარბაზში შევიდნენ, რომელიც მდიდრულად ჩაცმული ქალბატონებითა და ბატონებით იყო სავსე.
First they came to a great hall in which were many ladies and gentlemen of the court, all dressed in rich costumes.
203449.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ამ ხალხს ერთმანეთთან მასლაათის გარდა საქმე არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც ყოველ დილით მოდიოდნენ სატახტო დარბაზის კართან, თუმცა ოზის ნახვა თავის დღეში არ ღირსებიათ.
These people had nothing to do but talk to each other, but they always came to wait outside the Throne Room every morning, although they were never permitted to see Oz.
203450.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დარბაზში შესულ დოროთის ცნობისმოყვარეობით შეხედეს, ერთმა კი წაიჩურჩულა: – ნუთუ მართლა გაუსწორებ თვალს მრისხანე ოზს?
As Dorothy entered they looked at her curiously, and one of them whispered: – Are you really going to look upon the face of Oz the Terrible?
203451.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჯერ ბრაზი მოერია და მითხრა, საიდანაც მოსულა, ისევ იქ გაუშვიო.
Indeed, at first he was angry and said I should send you back where you came from.
203452.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მერე მკითხა, როგორი შესახედავიაო, და როცა შენი ვერცხლის ფეხსაცმელები ვახსენე, ძალიან დაინტერესდა.
Then he asked me what you looked like, and when I mentioned your silver shoes he was very much interested.
203453.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
სატახტო დარბაზში მარტო უნდა შეხვიდე.
You must go into the Throne Room alone.
203454.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მერე პატარა კარი გააღო, დოროთი თამამად შევიდა და მშვენიერ ადგილას აღმოჩნდა.
She opened a little door and Dorothy walked boldly through and found herself in a wonderful place.
203455.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დიდი, მრგვალი, გუმბათოვანი ოთახი იყო, კედლებს, ჭერსა და იატაკს ახლო-ახლო ჩასმული დიდრონი ზურმუხტები ფარავდა.
It was a big, round room with a high arched roof, and the walls and ceiling and floor were covered with large emeralds set closely together.
203456.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჭერის შუაგულში ვეება, მზესავით კაშკაშა სანათური ეკიდა, რომელიც საოცრად აბრჭყვიალებდა ზურმუხტებს.
In the center of the roof was a great light, as bright as the sun, which made the emeralds sparkle in a wonderful manner.
203457.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
თუმცა, დოროთი ყველაზე უფრო ოთახის შუაგულში მდგარმა მწვანე მარმარილოს დიდმა ტახტმა დააინტერესა.
But what interested Dorothy most was the big throne of green marble that stood in the middle of the room.
203458.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ეს ტახტი სავარძელს ჰგავდა და, როგორც სხვა ყველაფერი, ძვირფასი თვლებით ციმციმებდა.
It was shaped like a chair and sparkled with gems, as did everything else.
203459.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
სავარძლის შუაგულში ვეება თავი იდო, რომელსაც არც ტანი იჭერდა, არც ხელ-ფეხი და არც თმა.
In the center of the chair was an enormous Head, without a body to support it or any arms or legs whatever.
203460.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მერე პირი ამოძრავდა და დოროთის ხმა მოესმა: – მე ოზი ვარ, დიდი და მრისხანე.
Then the mouth moved, and Dorothy heard a voice say: – I am Oz, the Great and Terrible.