მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203481.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ახლა ამ ქვეყანაში ერთი ავი კუდიანიღა დარჩა და როცა მეტყვი, ისიც მკვდარიაო, კანზასში დაგაბრუნებ, მანამდე კი – არა.
There is now but one Wicked Witch left in all this land, and when you can tell me she is dead I will send you back to Kansas-but not before.
203482.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
პატარა გოგო ისე დაღონდა, რომ ტირილი მორთო.
The little girl began to weep, she was so much disappointed.
203483.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– მე ჩემი ნებით არავინ არ მომიკლავს, – ქვითინებდა ის.
– I never killed anything, willingly, – she sobbed.
203484.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– რომც მინდოდეს, ავი კუდიანი როგორ უნდა მოვკლა?
– Even if I wanted to, how could I kill the Wicked Witch?
203485.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– არ ვიცი, – მიუგო თავმა, – მაგრამ ჩემი პასუხი ეგ არის და ვიდრე ავი კუდიანი არ მოკვდება, ვერც ბიძას ნახავ და ვერც დეიდას.
– I do not know, – said the Head, – but that is my answer, and until the Wicked Witch dies you will not see your uncle and aunt again.
203486.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დოროთი გულდამძიმებული გამოვიდა სატახტო დარბაზიდან და იქ დაბრუნდა, სადაც ლომი, საფრთხობელა და რკინის ტყეკაფია ელოდებოდნენ, რომ გაეგოთ, რა უთხრა ოზმა.
Sorrowfully Dorothy left the Throne Room and went back where the Lion and the Scarecrow and the Tin Woodman were waiting to hear what Oz had said to her.
203487.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მეგობრები დაღონდნენ, მაგრამ აბა, რას უშველიდნენ.
Her friends were sorry but could do nothing to help her.
203488.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დოროთი თავის ოთახში წავიდა, საწოლზე მიეგდო და ტირილ-ტირილში ჩაეძინა.
Dorothy went to her own room and lay down on the bed and cried herself to sleep.
203489.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მეორე დილით მწვანეულვაშა ჯარისკაცი საფრთხობელას ეახლა და უთხრა: – წამომყევი, რადგან ოზი გიხმობს.
The next morning the soldier with the green whiskers came to the Scarecrow and said: – Come with me, for Oz has sent for you.
203490.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ამრიგად, საფრთხობელა გაჰყვა მას და დიდ სატახტო დარბაზში შევიდა, სადაც ზურმუხტის ტახტზე მჯდომი უსაყვარლესი ქალბატონი დაინახა.
So the Scarecrow followed him and was admitted into the great Throne Room, where he saw, sitting in the emerald throne, a most lovely Lady.
203491.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ტანთ მწვანე გაზის კაბა ეცვა, ხოლო ჩანჩქერივით გადმოღვრილ მწვანე კულულებზე ძვირფასი თვლების გვირგვინი ედგა.
She was dressed in green silk gauze and wore upon her flowing green locks a crown of jewels.
203492.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ბეჭებზე ფრთები ამოსვლოდა, ულამაზესი ფერისა და ისეთი მსუბუქი, რომ ჰაერის უმცირეს შერხევაზეც კი ფარფატებდა.
Growing from her shoulders were wings, gorgeous in color and so light that they fluttered if the slightest breath of air reached them.
203493.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– მე ოზი ვარ, დიდი და მრისხანე, შენ ვინ ხარ და რამ მოგიყვანა?
- I am Oz, the Great and Terrible, who are you, and why do you seek me?
203494.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
საფრთხობელა, რომელიც მოელოდა, რომ იმ დიდ თავს ნახავდა, რომელზეც დოროთიმ უამბო, ძალიან გაოგნდა, მაგრამ მაინც გაბედულად მიუგო.
Now the Scarecrow, who had expected to see the great Head Dorothy had told him of, was much astonished, but he answered her bravely.
203495.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– მე უბრალოდ ჩალაბულათი გამოტენილი საფრთხობელა ვარ.
– I am only a Scarecrow, stuffed with straw.
203496.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– იმიტომ რომ ბრძენი ხარ და ძლიერი, შენს გარდა ვერავინ მიშველის, – მიუგო საფრთხობელამ.
– Because you are wise and powerful, and no one else can help me, – answered the Scarecrow.
203497.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
თუ დასავლეთის ავ კუდიანს მოკლავ, უამრავ ჭკუას გიბოძებ, თანაც ისეთს, რომ მთელს ოზის ქვეყანაში უჭკვიანესი კაცი გახდები.
If you will kill for me the Wicked Witch of the West, I will bestow upon you a great many brains, and such good brains that you will be the wisest man in all the Land of Oz."
203498.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ჩემთვის სულერთია, ვინ მოკლავს, მაგრამ სანამ არ მოკვდება, ნატვრას არ აგიხდენ.
I don’t care who kills her, but until she is dead I will not grant your wish.
203499.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
წადი და აღარ დამენახო, სანამ იმ ჭკუას არ დაიმსახურებ, ასე რომ ნატრობ.
Now go, and do not seek me again until you have earned the brains you so greatly desire.
203500.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
საფრთხობელა გულმოკლული დაბრუნდა მეგობრებთან და უამბო, რაც ოზმა უთხრა.
The Scarecrow went sorrowfully back to his friends and told them what Oz had said.