მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203541.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთის ისევ ის ლამაზი აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც სასახლეში ჩააცვეს, ოღონდ ახლა, მისდა გასაკვირად, მწვანე კი არა, ქათქათა თეთრი იყო.
Dorothy still wore the pretty silk dress she had put on in the palace, but now, to her surprise, she found it was no longer green, but pure white.
203542.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ტოტოს კისერზე შემოხვეულ მწვანე ლენტსაც დაეკარგა ფერი და ისიც დოროთის კაბასავით გათეთრდა.
The ribbon around Toto’s neck had also lost its green color and was as white as Dorothy’s dress.
203543.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მალე ზურმუხტ-ქალაქი უკან მოიტოვეს.
The Emerald City was soon left far behind.
203544.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
რაც უფრო წინ მიდიოდნენ, მიდამო უფრო და უფრო ოღროჩოღრო და ბორცვიანი ხდებოდა, რადგან დასავლეთის მხარეში არც ფერმები იყო და არც სახლები, მიწაც დაუმუშავებელი ჰქონდათ.
As they advanced the ground became rougher and hillier, for there were no farms nor houses in this country of the West, and the ground was untilled.
203545.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამგვარად, ციხე-დარბაზის კართან მჯდარმა გაიხედ-გამოიხედა და მძინარე დოროთი დაინახა, რომელსაც გარს მეგობრები ეხვივნენ.
So, as she sat in the door of her castle, she happened to look around and saw Dorothy lying asleep, with her friends all about her.
203546.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– მიდით იმ ხალხთან, – უთხრა კუდიანმა, – და ნაფლეთებად აქციეთ.
– Go to those people, – said the Witch, – and tear them to pieces.
203547.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– დამონებას არ უპირებ? – ჰკითხა მგლების მეთაურმა.
– Are you not going to make them your slaves? – asked the leader of the wolves.
203548.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– არა, – მიუგო მან, – ერთი რკინისაა, ერთი – ჩალისა, ერთი გოგონაა და ერთიც – ლომი.
– No, – she answered, – one is of tin, and one of straw; one is a girl and another a Lion.
203549.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ძალიან კარგი, – უთხრა მგელმა და მთელი ძალღონით გაექანა, სხვებიც ფეხდაფეხ გაჰყვნენ.
– Very well, – said the wolf, and he dashed away at full speed, followed by the others.
203550.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
კიდევ კარგი, საფრთხობელასა და ტყეკაფიას ეღვიძათ და მგლების მოახლოების ხმა გაიგონეს.
It was lucky the Scarecrow and the Woodman were wide awake and heard the wolves coming.
203551.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
სტაცა ხელი ცულს და როგორც კი ხროვის მეთაური რკინის ტყეკაფიას მოუახლოვდა, მან მაშინვე დაიქნია მკლავი და მგელს თავი წააცალა.
He seized his axe, and as the leader of the wolves came on the Tin Woodman swung his arm and chopped the wolf’s head from its body.
203552.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე მან ცული დადო და საფრთხობელას მიუჯდა, რომელმაც უთხრა: – კარგი ბრძოლა გადაიხადე, მეგობარო.
Then he put down his axe and sat beside the Scarecrow, who said: – It was a good fight, friend.
203553.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
პატარა გოგო დააფრთხო გაბურძგნული მგლების დიდი გროვის დანახვამ, მაგრამ რკინის ტყეკაფიამ ყველაფერი უამბო.
The little girl was quite frightened when she saw the great pile of shaggy wolves, but the Tin Woodman told her all.
203554.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთიმ მადლობა გადაუხადა გადარჩენისთვის და საუზმობას შეუდგა, მერე კი ისევ გზა განაგრძეს.
Dorothy thanked him for saving them and sat down to breakfast, after which they started again upon their journey.
203555.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამან წინანდელზე უფრო მეტად გააბრაზა და ორჯერ ჩაჰბერა ვერცხლის სასტვენს.
This made her angrier than before, and she blew her silver whistle twice.
203556.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მაშინვე მოფრინდა მასთან გარეული ყვავების დიდი გუნდი, იმდენნი იყვნენ, რომ ცაც დააბნელეს.
Straightway a great flock of wild crows came flying toward her, enough to darken the sky.
203557.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ახლავე გაფრინდით იმ უცხოელებთან, თვალები ამოკორტნეთ და ნაფლეთებად აქციეთ.
– Fly at once to the strangers, peck out their eyes and tear them to pieces.
203558.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
გარეული ყვავები დიდ გუნდად გაფრინდნენ დოროთისა და მისი თანამგზავრებისაკენ.
The wild crows flew in one great flock toward Dorothy and her companions.
203559.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
პატარა გოგოს იმათ დანახვაზე შეეშინდა, მაგრამ საფრთხობელამ თქვა: – ამ ბრძოლას მე გადავიხდი, თქვენ ჩემს გვერდით დაწექით და არაფერი დაგიშავდებათ.
When the little girl saw them coming she was afraid, but the Scarecrow said: - This is my battle, so lie down beside me and you will not be harmed.
203560.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამგვარად, ყველანი მიწაზე გაწვნენ, საფრთხობელას გარდა, ის კი დადგა და მკლავები გაშალა.
So they all lay upon the ground except the Scarecrow, and he stood up and stretched out his arms.