მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203521.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
სიმამაცის სათხოვნელად მოვედი, რათა მართლაც გავხდე ცხოველთა მეფე, როგორც ადამიანები მიწოდებენ.
I came to you to beg that you give me courage, so that in reality I may become the King of Beasts, as men call me.
203522.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– იმიტომ, რომ ჯადოქართა შორის უდიდესი ხარ და მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი თხოვნის შესრულება, – მიუგო ლომმა.
- Because of all Wizards you are the greatest, and alone have power to grant my request, - answered the Lion.
203523.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ცეცხლის ბურთი ერთხანს შმაგად ტრიალებდა, მერე კი ხმა გაისმა: – მომიტანე საბუთი, რომ ავი კუდიანი მკვდარია და იმწამსვე მოგცემ სიმამაცეს, ხოლო სანამ კუდიანი ცოცხალია, მხდალი იქნები.
The Ball of Fire burned fiercely for a time, and the voice said: - Bring me proof that the Wicked Witch is dead, and that moment I will give you courage, but as long as the Witch lives, you must remain a coward.
203524.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ამ სიტყვებზე ლომს ბრაზი მოერია, მაგრამ პასუხად ვერაფერი უთხრა და ვიდრე უჩუმრად იდგა და ცეცხლის ბურთს უცქეროდა, ბურთი ისე გავარვარდა, რომ ლომმა კუდი ამოიძუა და ოთახიდან გამოქანდა.
The Lion was angry at this speech, but could say nothing in reply, and while he stood silently gazing at the Ball of Fire it became so furiously hot that he turned tail and rushed from the room.
203525.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
გაუხარდა, რომ მეგობრები ელოდნენ და უამბო, რა საშინელი საუბარი ჰქონდა ჯადოქართან.
He was glad to find his friends waiting for him, and told them of his terrible interview with the Wizard.
203526.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– ახლა რაღა ვქნათ? – სევდიანად ჰკითხა დოროთიმ.
"What shall we do now?" asked Dorothy sadly.
203527.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
დოროთიმ თვალები მოიწმინდა და თქვა: – ალბათ, უნდა ვცადოთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არავისი მოკვლა არ მინდა, თუნდაც დეიდა ემის ნახვის ფასად.
So Dorothy dried her eyes and said: – I suppose we must try it, but I am sure I do not want to kill anybody, even to see Aunt Em again.
203528.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
– მე წამოგყვები, მაგრამ ისეთი მხდალი ვარ, კუდიანს რა მომაკვლევინებს, – თქვა ლომმა.
– I will go with you, but I’m too much of a coward to kill the Witch, – said the Lion.
203529.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
გადაწყვიტეს, მეორე დილითვე გასდგომოდნენ გზას, ტყეკაფიამ ცული მწვანე სალესზე ალესა და სახსრები საგულდაგულოდ დაიზეთა.
Therefore it was decided to start upon their journey the next morning, and the Woodman sharpened his axe on a green grindstone and had all his joints properly oiled.
203530.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
საფრთხობელა ახალი ჩალით დაიტენა, თვალებზე კი დოროთიმ საღებავი გადაუსვა, რათა უკეთესად დაენახა.
The Scarecrow stuffed himself with fresh straw and Dorothy put new paint on his eyes that he might see better.
203531.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
მწვანე მოახლემ, რომელიც ძალზე კეთილად ექცეოდა, დოროთის კარგი საგზლით აუვსო კალათა, ტოტოს კი მწვანე ლენტზე აცმული ზანზალაკი ჩამოჰკიდა კისერზე.
The green girl, who was very kind to them, filled Dorothy’s basket with good things to eat, and fastened a little bell around Toto’s neck with a green ribbon.
203532.
ოზის ჯადოქარი | თავი XI, საკვირველი ზურმუხტ-ქალაქი
ადრიანად დაწვნენ და ალიონამდე მშვიდად ეძინათ, ალიონზე კი ერთად გაეღვიძათ, რადგან სასახლის უკანა ეზოში მწვანე მამალი აყივლდა და დედალიც აკაკანდა, რომელსაც მწვანე კვერცხი დაედო.
They went to bed quite early and slept soundly until daylight, when they were awakened by the crowing of a green cock that lived in the back yard of the Palace, and the cackling of a hen that had laid a green egg.
203533.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მწვანეულვაშა ჯარისკაცმა ზურმუხტ-ქალაქის ქუჩები გაატარა, სანამ იმ ოთახამდე მივიდოდნენ, სადაც ჭიშკრის მცველი ცხოვრობდა.
The soldier with the green whiskers led them through the streets of the Emerald City until they reached the room where the Guardian of the Gates lived.
203534.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამ მოხელემ სათვალეები გაუხსნა და თავის დიდ ყუთში ჩააბინავა, მერე კი ჩვენს მეგობრებს თავაზიანად გაუღო ჭიშკარი.
This officer unlocked their spectacles to put them back in his great box, and then he politely opened the gate for our friends.
203535.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– რომელი გზა მიგვიყვანს დასავლეთის ავ კუდიანთან? – ჰკითხა დოროთიმ.
– Which road leads to the Wicked Witch of the West? – asked Dorothy.
203536.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– მაშ, როგორ ვიპოვოთ? – ჰკითხა გოგომ.
– How, then, are we to find her? – inquired the girl.
203537.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ადვილად, – მიუგო კაცმა, – როგორც კი გაიგებს, რომ პაჭუნათა ქვეყანაში ხართ, თვითონვე გიპოვით და დაგიმონებთ.
– That will be easy, – replied the man, – for when she knows you are in the country of the Winkies she will find you, and make you all her slaves."
203538.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ოჰ, ეგ სხვა საქმეა, – თქვა ჭიშკრის მცველმა.
– Oh, that is different, – said the Guardian of the Gates.
203539.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– აქამდე ვერავინ მოკლა და ბუნებრივია ვიფიქრე, რომ თქვენც დაგიმონებთ, როგორც დანარჩენებს.
"No one has ever destroyed her before, so I naturally thought she would make slaves of you, as she has of the rest.
203540.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დასავლეთისკენ იარეთ, სადაც მზე ჩადის და უსათუოდ იპოვით.
Keep to the West, where the sun sets, and you cannot fail to find her.