მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203581.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ცა დაბნელდა და ჰაერში ჩუმი გრგვინვის ხმა გაისმა
The sky was darkened, and a low rumbling sound was heard in the air.
203582.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ბნელ ცაზე ისევ გამოანათა მზემ და მაიმუნების ხროვით გარშემორტყმული ავი კუდიანი გამოაჩინა.
The sun came out of the dark sky to show the Wicked Witch surrounded by a crowd of monkeys.
203583.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ერთი, სხვებზე ზორბა მაიმუნი, მეთაურს ჰგავდა.
One, much bigger than the others, seemed to be their leader.
203584.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
რას გვიბრძანებ?
What do you command?
203585.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– წადით ჩემს მიწაზე შემოსულ უცხო ხალხთან და ყველანი მოსპეთ ლომის გარდა, – უთხრა ავმა კუდიანმა.
- Go to the strangers who are within my land and destroy them all except the Lion, - said the Wicked Witch.
203586.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ნადირი აქ მომიყვანეთ, გადავწყვიტე, რომ ცხენივით უნდა შევკაზმო და ვამუშაო.
– Bring that beast to me, for I have a mind to harness him like a horse, and make him work.
203587.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– შენი ბრძანება შესრულებული იქნება, – თქვა მეთაურმა.
– Your commands shall be obeyed, – said the leader.
203588.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
სხვა მაიმუნებმა საფრთხობელა დაიჭირეს და გრძელი თითებით ტანსაცმლიდან და თავიდან ჩალა გამოაცალეს.
Others of the Monkeys caught the Scarecrow, and with their long fingers pulled all of the straw out of his clothes and head.
203589.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე ასწიეს, ავი კუდიანის სასახლეში მიაფრინეს და რკინის მაღალ ღობეშემოვლებულ პატარა ეზოში ჩასვეს, რათა ვერსად გაქცეულიყო.
Then they lifted him up and flew away with him to the Witch’s castle, where he was placed in a small yard with a high iron fence around it, so that he could not escape.
203590.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთისთვის კი არაფერი დაუშავებიათ.
But Dorothy they did not harm at all.
203591.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ტოტოჩახუტებული დოროთი იდგა, უყურებდა, რა ავი ბედი ეწიათ მის თანამგზავრებს და ფიქრობდა, მალე ჩემი ჯერიც დადგებაო.
She stood, with Toto in her arms, watching the sad fate of her comrades and thinking it would soon be her turn.
203592.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ფრთოსანი მაიმუნების მეთაური მასთან მიფრინდა, გრძელი, ბანჯგვლიანი ხელები გაიშვირა და მახინჯი სახე ავმა ღიმილმა დაუჭყანა, მაგრამ შუბლზე კეთილი კუდიანის ნაკოცნი რომ დაუნახა, იქვე შედგა და სხვებსაც ანიშნა, ხელი არ ახლოთო.
The leader of the Winged Monkeys flew up to her, his long, hairy arms stretched out and his ugly face grinning terribly, but he saw the mark of the Good Witch’s kiss upon her forehead and stopped short, motioning the others not to touch her.
203593.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ამ პატარა გოგოს ვერაფერს ვერ დავუშავებთ, რადგან სიკეთის ძალა იცავს, რომელიც ბოროტებაზე ძლიერია.
– We dare not harm this little girl, for she is protected by the Power of Good, and that is greater than the Power of Evil.
203594.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მხოლოდ იმას თუ ვიზამთ, რომ ავ კუდიანს სასახლეში მივუყვანთ და იქ დავტოვებთ.
All we can do is to carry her to the castle of the Wicked Witch and leave her there.
203595.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამრიგად, ფრთხილად და ნაზად აიყვანეს დოროთი ხელში და მარდად გააქროლეს, ვიდრე სასახლეში არ მივიდნენ, სადაც ის ზღურბლთან ჩამოსვეს.
So, carefully and gently, they lifted Dorothy in their arms and carried her swiftly until they came to the castle, where they set her down upon the front doorstep.
203596.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
რკინის ტყეკაფია და საფრთხობელა მოვსპეთ, ლომი შენს ეზოშია შებოჭილი, პატარა გოგოს კი ვერაფერი დავუშავეთ და ვერც იმ ძაღლს, რომელიც ხელში ჰყავს.
The Tin Woodman and the Scarecrow are destroyed, and the Lion is tied up in your yard, the little girl we dare not harm, nor the dog she carries in her arms.
203597.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დასრულდა შენი ძალაუფლება ჩვენს ხროვაზე, დღეიდან ვეღარ გვიხილავ.
Your power over our band is now ended, and you will never see us again.
203598.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე ფრთოსანი მაიმუნები ხითხითითა და ჟივილ-ხივილით გაფრინდნენ და მალე თვალიდან დაიკარგნენ.
Then all the Winged Monkeys, with much laughing and chattering, flew into the air and were soon out of sight.
203599.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ავი კუდიანი გაოგნდა და აღელდა, როცა დოროთის შუბლზე ნიშანი დაუნახა, რადგან კარგად იცოდა, რომ ვერც ფრთოსანი მაიმუნები გაბედავდნენ გოგოსთვის რამე დაეშავებინათ და ვერც თვითონ.
The Wicked Witch was both surprised and worried when she saw the mark on Dorothy’s forehead, for she knew well that neither the Winged Monkeys nor she, herself, dare hurt the girl in any way.
203600.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთის ფეხებზე დახედა და ვერცხლის ფეხსაცმელების დანახვაზე შიშით აკანკალდა, რადგან იცოდა, რა ძლიერი ჯადოც იდო მათში.
She looked down at Dorothy’s feet, and seeing the Silver Shoes, began to tremble with fear, for she knew what a powerful charm belonged to them.