მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203601.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ჰოდა, ავ კუდიანს ჩაეცინა და გაიფიქრა: – მაინც დავიმონებ, რაკი ვერ ხვდება, ეს ძალა როგორ მოიხმაროს.
So the Wicked Witch laughed to herself, and thought: – I can still make her my slave, for she does not know how to use her power.
203602.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– წამომყევი და რასაც გეტყვი, ყველაფერი გააკეთე, თორემ შენც ის დღე დაგადგება, რაც რკინის ტყეკაფიასა და საფრთხობელას.
– Come with me, and see that you mind everything I tell you, for if you do not I will make an end of you, as I did of the Tin Woodman and the Scarecrow.
203603.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მაგრამ ჭიშკარი გამოაღო თუ არა, ლომმა ისეთი დაუღრიალა და ისე გადმოხტა, რომ კუდიანს შეეშინდა, გაიქცა და ჭიშკარი ისევ ჩაკეტა.
But as she opened the gate the Lion gave a loud roar and bounded at her so fiercely that the Witch was afraid, and ran out and shut the gate again.
203604.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამ ეზოში თუ შემოხვალ, იცოდე, გიკბენ.
If you come in this yard, I will bite you.
203605.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მიზეზი, თუ რატომ ახერხებდა ლომი, კუდიანის ჭკუაზე არ ევლო, ის იყო, რომ ყოველ ღამე, როცა ქალს დაეძინებოდა, დოროთი ბუფეტიდან საჭმელს უზიდავდა.
The reason the Lion did not have to do as the Witch wished was that every night, while the woman was asleep, Dorothy carried him food from the cupboard.
203606.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ლომი შეჭამდა, მერე თივაზე მიეგდებოდა, დოროთი გვერდით მიუწვებოდა, დაადებდა თავს რბილ, ბანჯგვლიან ფაფარზე და დაიწყებდნენ ლაპარაკს თავიანთ გასაჭირზე, ცდილობდნენ, თავდახსნის გეგმა მოეფიქრებინათ.
After he had eaten he would lie down on his bed of straw, and Dorothy would lie beside him and put her head on his soft, shaggy mane, while they talked of their troubles and tried to plan some way to escape.
203607.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მაგრამ სინამდვილეში დოროთისთვის ხელის დაკარებას ვერ გაბედავდა, რაკი შუბლზე ნიშანი ჰქონდა.
But, in truth, she did not dare to strike Dorothy, because of the mark upon her forehead.
203608.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ერთხელ კუდიანმა ტოტოს დასცხო ქოლგა, მაგრამ გულადი ლეკვი ეცა და ფეხზე უკბინა.
Once the Witch struck Toto a blow with her umbrella and the brave little dog flew at her and bit her leg in return.
203609.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
კუდიანს ნაკბენიდან სისხლი არ წამოსვლია, რადგან ისეთი ავი იყო, რომ სისხლი მრავალი წლის წინ გაუშრა.
The Witch did not bleed where she was bitten, for she was so wicked that the blood in her had dried up many years before.
203610.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთის დარდი ემატებოდა, რაკი ხვდებოდა, რომ კანზასში, დეიდა ემთან დაბრუნება წინანდელზე უფრო გაძნელდა.
Dorothy’s life became very sad as she grew to understand that it would be harder than ever to get back to Kansas and Aunt Em again.
203611.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ხანდახან საათობით მწარედ ტიროდა, ტოტო კი ფერხთით ეჯდა, აჰყურებდა და საწყლად წკავწკავებდა იმის საჩვენებლად, რომ თავისი პატარა პატრონი ეცოდებოდა.
Sometimes she would cry bitterly for hours, with Toto sitting at her feet and looking into her face, whining dismally to show how sorry he was for his little mistress.
203612.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
სინამდვილეში ტოტოს ოღონდ დოროთი გვერდით ჰყოლოდა და გინდ კანზასში ყოფილიყო და გინდ ოზის ქვეყანაში, მაგრამ რაკი იცოდა, რომ პატარა გოგო წუხდა, თვითონაც წუხდა.
Toto did not really care whether he was in Kansas or the Land of Oz so long as Dorothy was with him, but he knew the little girl was unhappy, and that made him unhappy too.
203613.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ავ კუდიანს გულით უნდოდა, ვერცხლის ფეხსაცმელები ჩაეგდო ხელში, რომლებიც მუდამ ზედ ეცვა დოროთის.
Now the Wicked Witch had a great longing to have for her own the Silver Shoes which the girl always wore.
203614.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მისი ფუტკრები, მისი ყვავები და მისი მგლები ზვინებად ეყარნენ და ხმებოდნენ, ოქროს ქუდის ძალაც მთლიანად გამოიყენა, მაგრამ ახლა, თუ ვერცხლის ფეხსაცმელებს ხელში ჩაიგდებდა, ფეხსაცმელები იმაზე მეტ ძალას მისცემდა, ვიდრე ყველაფერი ერთად აღებული, რაც დაკარგა.
Her bees and her crows and her wolves were lying in heaps and drying up, and she had used up all the power of the Golden Cap, but if she could only get hold of the Silver Shoes, they would give her more power than all the other things she had lost.
203615.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მაგრამ ბავშვს ისე ეამაყებოდა თავისი კოხტა ფეხსაცმელები, რომ მარტო ღამით და ბანაობისას თუ გაიხდიდა.
But the child was so proud of her pretty shoes that she never took them off except at night and when she took her bath.
203616.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
კუდიანს სიბნელისა ისე ეშინოდა, რომ ვერ ბედავდა, ღამით დოროთის ოთახამდე მისულიყო და ფეხსაცმელები აეღო, სიბნელეზე მეტად კი წყლის შიში ჰქონდა, ამიტომ როცა დოროთი ბანაობდა, ახლოს მისვლა ვერ გადაეწყვიტა.
The Witch was too much afraid of the dark to dare go in Dorothy’s room at night to take the shoes, and her dread of water was greater than her fear of the dark, so she never came near when Dorothy was bathing.
203617.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
თუმცა, ისეთი მზაკვარი არსება იყო, რომ ბოლოს მაინც მოიფიქრა ხრიკი, თუ როგორ ჩაეგდო ხელში, ის, რაც სურდა.
But the wicked creature was very cunning, and she finally thought of a trick that would give her what she wanted.
203618.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ბევრი არაფერი სტკენია, მაგრამ ცალი ფეხსაცმელი გასძვრა და ვიდრე მისწვდებოდა, კუდიანმა დაავლო ხელი და თავის გაძვალტყავებულ ფეხზე წამოიცვა.
She was not much hurt, but in her fall one of the Silver Shoes came off, and before she could reach it, the Witch had snatched it away and put it on her own skinny foot.
203619.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
კუდიან დედაბერს ძალიან გაუხარდა, რომ მისმა ოინმა გასჭრა, რადგან ახლა, როცა ცალი ფეხსაცმელი თვითონ ჰქონდა, ჯადოს ნახევარიც მის ხელთ იყო.
The wicked woman was greatly pleased with the success of her trick, for as long as she had one of the shoes she owned half the power of their charm.
203620.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
პატარა გოგო ისე გააბრაზა კოხტა ფეხსაცმლის დაკარგვამ, რომ კუდიანს უთხრა: – დამიბრუნეთ ჩემი ფეხსაცმელი!
The little girl, seeing she had lost one of her pretty shoes, grew angry, and said to the Witch: – Give me back my shoe!