მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203561.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
როდესაც ყვავებმა დაინახეს დაფრთხნენ, როგორც მუდამ ფრთხებიან ხოლმე საფრთხობელების დანახვაზე და მიახლოებას ვერ ბედავდნენ.
When the crows saw him they were frightened, as these birds always are by scarecrows, and did not dare to come any nearer.
203562.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე მეორე ყვავი გამოფრინდა და საფრთხობელამ იმასაც მოუგრიხა კისერი.
Then another crow flew at him, and the Scarecrow twisted its neck also.
203563.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ორმოცი ყვავი იყო და საფრთხობელამ ორმოცივეს კისერი მოუგრიხა, მანამ სანამ ბოლოს ყველანი დახოცილები დაეყარნენ მის ფეხქვეშ.
There were forty crows, and forty times the Scarecrow twisted a neck, until at last all were lying dead beside him.
203564.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე თანამგზავრებს დაუძახა, წამოდექითო და ისევ განაგრძეს გზა.
Then he called to his companions to rise, and again they went upon their journey.
203565.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ჰაერში იმწამსვე ძლიერი ბზუილი ატყდა და შავი ფუტკრების დიდი გუნდი მოფრინდა მასთან.
Forthwith there was heard a great buzzing in the air, and a swarm of black bees came flying toward her.
203566.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– წადით იმ უცხოელებთან და სასიკვდილოდ დანესტრეთ! – უბრძანა კუდიანმა.
– Go to the strangers and sting them to death! – commanded the Witch,
203567.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ფუტკრებმაც შეტრიალდნენ და გამალებით იფრინეს, სანამ იმ ადგილს არ მიუახლოვდნენ, რომელსაც დოროთი და მისი მეგობრები მიუყვებოდნენ, მაგრამ ტყეკაფიამ თვალი მოჰკრა, ხოლო საფრთხობელამ იქვე მოიფიქრა, რაც უნდა ექნათ.
The bees turned and flew rapidly until they came to where Dorothy and her friends were walking, but the Woodman had seen them coming, and the Scarecrow had decided what to do.
203568.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ფუტკრები მოფრინდნენ და ტყეკაფიას გარდა დასანესტრი არავინ დაუხვდათ, ამიტომ მისკენ გაფრინდნენ და რკინაზე ნესტრები წაიმტვრიეს, ტყეკაფიას კი ვერაფერი ავნეს.
The bees came and found no one but the Woodman to sting, so they flew at him and broke off all their stings against the tin, without hurting the Woodman at all.
203569.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთი და ლომი წამოდგნენ, პატარა გოგო რკინის ტყეკაფიას მიეხმარა, საფრთხობელა ჩალით აავსეს და ისევ ისეთი გახდა, როგორიც იყო.
Then Dorothy and the Lion got up, and the girl helped the Tin Woodman put the straw back into the Scarecrow again, until he was as good as ever.
203570.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ავი კუდიანი ისე გამწარდა ქვანახშირის პატარ-პატარა გროვებივით დაყრილი შავი ფუტკრების დანახვაზე, რომ ფეხები დააბაკუნა, თმა დაიგლიჯა და კბილები დააღრჭიალა.
The Wicked Witch was so angry when she saw her black bees in little heaps like fine coal that she stamped her foot and tore her hair and gnashed her teeth.
203571.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე უხმო თორმეტ პაჭუნა მონას, დაურიგა ბასრი შუბები და უბრძანა, წადით და ის უცხო ხალხი დახოცეთო.
Then she called a dozen of her slaves, who were the Winkies, and gave them sharp spears, telling them to go to the strangers and destroy them.
203572.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
სასახლეში დაბრუნებულები ავმა კუდიანმა გაამათრახა და ისევ სამუშაოდ გააგზავნა, თვითონ კი იმაზე ფიქრს შეუდგა, ახლა რაღა ვქნაო.
When they returned to the castle the Wicked Witch beat them well with a strap, and sent them back to their work, after which she sat down to think what she should do next.
203573.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მის პატრონს შეეძლო, სამჯერ ეხმო ფრთოსანი მაიმუნები, რომლებიც დაემორჩილებოდნენ და ყველა ბრძანებას შეუსრულებდნენ, ოღონდ ამ უცნაურ არსებებს სამზე მეტ ბრძანებას ვერავინ მისცემდა.
Whoever owned it could call three times upon the Winged Monkeys, who would obey any order they were given, but no person could command these strange creatures more than three times.
203574.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ავ კუდიანს უკვე ორჯერ ესარგებლა ამ ქუდის ჯადოსნობით.
Twice already the Wicked Witch had used the charm of the Cap.
203575.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
პირველად მაშინ, როცა პაჭუნები დაიმონა და იმათი ქვეყნის მბრძანებლად დაჯდა.
Once was when she had made the Winkies her slaves, and set herself to rule over their country.
203576.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მეორედ კი როცა თავად დიდ ოზს შეებრძოლა და დასავლეთის ქვეყნიდან განდევნა.
The second time was when she had fought against the Great Oz himself, and driven him out of the land of the West.
203577.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამ საქმეშიც ფრთოსანი მაიმუნები დაეხმარნენ.
The Winged Monkeys had also helped her in doing this.
203578.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მაგრამ რაკი მისი მძვინვარე მგლები, ველური ყვავები და მნესტრავი ფუტკრები დაიხოცნენ, ხოლო მონები მხდალმა ლომმა დაუფრთხო, ერთადერთ ხერხსღა ხედავდა დოროთისა და მისი მეგობრების მოსასპობად.
But now that her fierce wolves and her wild crows and her stinging bees were gone, and her slaves had been scared away by the Cowardly Lion, she saw there was only one way left to destroy Dorothy and her friends.
203579.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამიტომ ავმა კუდიანმა ბუფეტიდან გამოიღო ოქროს ქუდი და თავზე დაიხურა.
So the Wicked Witch took the Golden Cap from her cupboard and placed it upon her head.
203580.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე მარცხენა ფეხზე დადგა და ნელა წარმოთქვა.
Then she stood upon her left foot and said slowly.