მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203621.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამაზე დოროთი ისე გაცეცხლდა, რომ იქვე მდგარ წყლიან ვედროს დაავლო ხელი, მიასხა კუდიანს და თავით ფეხამდე გალუმპა.
This made Dorothy so very angry that she picked up the bucket of water that stood near and dashed it over the Witch, wetting her from head to foot.
203622.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
კუდიანმა მაშინვე შიშით შეჰყვირა და დოროთიმ თავისდა გასაოცრად დაინახა, რომ თანდათან მოიჭმუჭნა და დაპატარავდა.
Instantly the wicked woman gave a loud cry of fear, and then, as Dorothy looked at her in wonder, the Witch began to shrink and fall away.
203623.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– ნახე, რა მიქენი! – იკივლა, – ერთ წუთში გავდნები.
– See what you have done! – she screamed, – In a minute I shall melt away.
203624.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– არ იცოდი, რომ წყალი ბოლოს მომიღებდა?
- Didn’t you know water would be the end of me?
203625.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
– რამდენიმე წუთში დავდნები, ჩემი ციხე-დარბაზი კი შენ დაგრჩება.
- Well, in a few minutes I shall be all melted, and you will have the castle to yourself.
203626.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
რაც თავი მახსოვს, ავი ვიყავი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ შენნაირი პატარა გოგო დამადნობდა და ბოლოს მოუღებდა ჩემს ავ საქმეებს.
I have been wicked in my day, but I never thought a little girl like you would ever be able to melt me and end my wicked deeds.
203627.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამ სიტყვებზე კუდიანი ყავისფერ, გამდნარ, უფორმო მასად გადაიქცა, დავარდა და სამზარეულოს იატაკის სუფთა ფიცრებზე გაიშალა.
With these words the Witch fell down in a brown, melted, shapeless mass and began to spread over the clean boards of the kitchen floor.
203628.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
დოროთიმ რომ დაინახა, მართლა დადნაო, ერთი ვედრო წყალიც მოიტანა და იმ ნარჩენებს მიასხა.
Seeing that she had really melted away to nothing, Dorothy drew another bucket of water and threw it over the mess.
203629.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
ამის შემდეგ აიღო ვერცხლის ფეხსაცმელი, რადგან დედაბრისგან სხვა არაფერი დარჩა, გაწმინდა, ტილოთი გაამშრალა და ისევ ფეხზე ჩაიცვა.
After picking out the silver shoe, which was all that was left of the old woman, she cleaned and dried it with a cloth, and put it on her foot again.
203630.
ოზის ჯადოქარი | თავი XII, ავი კუდიანის საძებრად
მერე, რაკი ბოლოს და ბოლოს შეეძლო თავის ნებაზე მოქცეულიყო, ეზოში გაიქცა და ლომს უთხრა, დასავლეთის ავ კუდიანს აღსასრული დაუდგა და ამ უცხო მხარეში ტყვეები აღარ ვართო.
Then, being at last free to do as she chose, she ran out to the courtyard to tell the Lion that the Wicked Witch of the West had come to an end, and that they were no longer prisoners in a strange land.
203631.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
მხდალი ლომი სიხარულით ცას ეწია, რომ ავი კუდიანი ერთმა ვედრო წყალმა გაადნო, დოროთიმ მაშინვე გაუღო საპატიმროს კარი და გამოუშვა.
The Cowardly Lion was much pleased to hear that the Wicked Witch had been melted by a bucket of water, and Dorothy at once unlocked the gate of his prison and set him free.
203632.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
ორივენი ერთად შევიდნენ ციხე-დარბაზში, სადაც დოროთიმ პირველი ის მოიმოქმედა, რომ პაჭუნებს თავი მოუყარა და გამოუცხადა, მონები აღარ ხართო.
They went in together to the castle, where Dorothy’s first act was to call all the Winkies together and tell them that they were no longer slaves.
203633.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
– შეგვიძლია ვცადოთ, – მიუგო ლომმა.
– We can try, – answered the Lion.
203634.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
მოუხმეს ყვითელ პაჭუნებს და ჰკითხეს, მეგობრების გადარჩენაში ხომ ვერ დაგვეხმარებითო.
So they called the yellow Winkies and asked them if they would help to rescue their friends.
203635.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
ამგვარად, დოროთიმ შეარჩია რამდენიმე პაჭუნა, რომლებმაც ყველაზე მეტი იცოდნენ და ერთად დაადგნენ გზას.
So Dorothy chose a number of the Winkies who looked as if they knew the most, and they all started away.
203636.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
მთელი ის დღე და მეორე დღის ნახევარი იარეს, სანამ იმ ქვიან მინდორს არ მიადგნენ, სადაც დაჭყლეტილ-გაღუნული რკინის ტყეკაფია ეგდო.
They traveled that day and part of the next until they came to the rocky plain where the Tin Woodman lay, all battered and bent.
203637.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
პაჭუნებმა ფრთხილად აიყვანეს ტყეკაფია ხელში და ყვითელ ციხე-დარბაზში მიიყვანეს, ძველი მეგობრის საცოდაობით დოროთი ცრემლებს ღვრიდა, ლომი კი დარდიანი და შეწუხებული იყო.
The Winkies lifted him tenderly in their arms, and carried him back to the Yellow Castle again, Dorothy shedding a few tears by the way at the sad plight of her old friend, and the Lion looking sober and sorry.
203638.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
– მაშ, მომიყვანეთ, – უთხრა მან.
"– bring them to me, – she said.
203639.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
როცა მეთუნუქეები მოვიდნენ და კალათებით ხელსაწყო-იარაღები მოიტანეს, ჰკითხა: – შეგიძლიათ, რომ რკინის ტყეკაფიას ჩაჭყლეტილი ადგილები გაუსწოროთ?
And when the tinsmiths came, bringing with them all their tools in baskets, she inquired: – Can you straighten out those dents in the Tin Woodman?
203640.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
მეთუნუქეებმა გულდასმით დაათვალიერეს ტყეკაფია და მიუგეს, ალბათ მოვახერხებთ, რომ როგორიც იყო, ისევ ისეთი გახდესო.
The tinsmiths looked the Woodman over carefully and then answered that they thought they could mend him so he would be as good as ever.