მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203661.
ოზის ჯადოქარი | თავი XIII, გადარჩენა
პაჭუნებმა სამგზის ვაშა და ათასი კეთილი სურვილი გაატანეს თან.
The Winkies gave them three cheers and many good wishes to carry with them.
203662.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
გეხსომებათ, რომ ავი კუდიანის ციხე-დარბაზსა და ზურმუხტ-ქალაქს შორის გზა კი არა, ბილიკიც კი არ იყო.
You will remember there was no road, not even a pathway, between the castle of the Wicked Witch and the Emerald City.
203663.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
რასაკვირველია, იცოდნენ, რომ პირდაპირ აღმოსავლეთით უნდა ევლოთ, ამომავალი მზის მიმართულებით და ასეც მოიქცნენ.
They knew, of course, they must go straight east, toward the rising sun, and they started off in the right way.
203664.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მაგრამ შუადღისას, როცა მზე თავზე დაადგათ, ვეღარ მიხვდნენ, საით აღმოსავლეთი იყო და საით – დასავლეთი, ამიტომ დიდ ველებში დაიკარგნენ.
But at noon, when the sun was over their heads, they did not know which was east and which was west, and that was the reason they were lost in the great fields.
203665.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
თუმცა, სიარულით მაინც მიდიოდნენ, ღამით კი მთვარე ამოვიდა და იქაურობა გაანათა.
They kept on walking, however, and at night the moon came out and shone brightly.
203666.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
ამრიგად, მიწვნენ სურნელოვან ყვითელ ყვავილებში და დილამდე მშვიდად ეძინათ – საფრთხობელასა და რკინის ტყეკაფიას გამოკლებით.
So they lay down among the sweet smelling yellow flowers and slept soundly until morning, all but the Scarecrow and the Tin Woodman.
203667.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მეორე დღეს მზე ღრუბლებში იყო შემალული, მაგრამ მაინც დაიძრნენ, თითქოს დარწმუნებულები იყვნენ, საით უნდა აეღოთ გეზიო.
The next morning the sun was behind a cloud, but they started on, as if they were quite sure which way they were going.
203668.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
საფრთხობელა ცოტ-ცოტა აბუზღუნდა.
The Scarecrow began to grumble a bit.
203669.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– ნამდვილად გზა დავკარგეთ, – თქვა მან, – და თუ ზურმუხტ-ქალაქში დროზე არ ჩავალთ, ჭკუას ვერასდროს მივიღებ.
– We have surely lost our way, – he said, – and unless we find it again in time to reach the Emerald City, I shall never get my brains.
203670.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– იმდენი გამბედაობა ვინ მომცა, ვიხეტიალო და ვერსად ვერ მივაღწიო,- დაიწუწუნა მხდალმა ლომმა.
- I haven’t the courage to keep tramping forever, without getting anywhere at all, - said the Cowardly Lion, with a whimper.
203671.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
ბალახზე დაეშვა და თანამგზავრებს შეხედა, ისინიც დასხდნენ და მიაცქერდნენ.
She sat down on the grass and looked at her companions, and they sat down and looked at her.
203672.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
პირველად მოხდა, რომ ტოტო ისეთი დაღლილი იყო, გვერდით ჩაფრენილ პეპელასაც ვერ დაედევნა.
Toto found that for the first time in his life he was too tired to chase a butterfly that flew past his head.
203673.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
ამრიგად, ენა გადმოაგდო, აქოშინდა და დოროთის ისე შეხედა, გეგონება ეკითხებოდა, ამის მერე რა უნდა ვქნათ.
So he put out his tongue and panted and looked at Dorothy as if to ask what they should do next.
203674.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– იქნებ მინდვრის თაგვებს დავუძახოთ, – შესთავაზა მან.
– Suppose we call the field mice, – she suggested.
203675.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
დოროთიმ პატარა სასტვენში ჩაჰბერა, რომელსაც კისრიდან არ იშორებდა მას მერე, რაც თაგვების დედოფალმა უსახსოვრა.
Dorothy blew the little whistle she had always carried about her neck since the Queen of the Mice had given it to her.
203676.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
რამდენიმე წუთში პაწია ფეხების ბაკუნი გაისმა და უამრავმა პატარა ნაცრისფერმა თაგვმა მოირბინა მასთან.
In a few minutes they heard the pattering of tiny feet, and many of the small gray mice came running up to her.
203677.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– გზა დავკარგეთ, – უთხრა დოროთიმ.
– We have lost our way, – said Dorothy.
203678.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– ვერ გვეტყვით, ზურმუხტ-ქალაქი საით არის?
– Can you tell us where the Emerald City is?
203679.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მერე დოროთის ოქროს ქუდი შენიშნა და უთხრა: – რატომ ქუდის ჯადოს არ გამოიყენებ და ფრთოსან მაიმუნებს არ მოუხმობ?
Then she noticed Dorothy’s Golden Cap, and said: – Why don’t you use the charm of the Cap, and call the Winged Monkeys to you?
203680.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
ერთი საათიც არ გავა, რომ ოზის ქალაქში მიგიყვანენ.
They will carry you to the City of Oz in less than an hour.