მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203721.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– რა კარგია, ის მშვენიერი ქუდი წამოიღე!
– How lucky it was you brought away that wonderful Cap!
203722.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ოთხი მგზავრი ზურმუხტ-ქალაქის დიდ ჭიშკარს მიადგა და ზარი დარეკეს.
The four travelers walked up to the great gate of Emerald City and rang the bell.
203723.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– რაო! დაბრუნდით? – ჰკითხა გაკვირვებით.
- What! are you back again? - he asked, in surprise.
203724.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ვერ გვხედავთ? – მიუგო საფრთხობელამ.
- Do you not see us? - answered the Scarecrow.
203725.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– და, ისევ გამოგიშვათ? – განცვიფრებით ჰკითხა კაცმა.
– And she let you go again? – asked the man, in wonder.
203726.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– გადნა და სხვა რა გზა ჰქონდა, – აუხსნა საფრთხობელამ.
– She could not help it, for she is melted, – explained the Scarecrow.
203727.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ვინ გაადნო?
– Who melted her?
203728.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ვინ და დოროთიმ, – სერიოზულად მიუგო ლომმა.
– It was Dorothy, – said the Lion gravely.
203729.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა კაცმა და მას თავი მდაბლად დაუკრა.
– Good gracious! – exclaimed the man, and he bowed very low indeed before her.
203730.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
მერე თავის პატარა ოთახში შეუძღვა და დიდი ყუთიდან ამოღებული სათვალეები წინანდებურად ჩაუკეტა.
Then he led them into his little room and locked the spectacles from the great box just as he had done before.
203731.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
როცა იქაურებმა ჭიშკრის მცველისგან გაიგეს, რომ დასავლეთის ავი კუდიანი დოროთიმ გაადნო, ყველანი მგზავრებს შემოეხვივნენ და ერთად მიაცილეს ოზის სასახლემდე.
When the people heard from the Guardian of the Gates that Dorothy had melted the Wicked Witch of the West, they all gathered around the travelers and followed them to the Palace of Oz.
203732.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
კართან კვლავ მწვანეულვაშა ჯარისკაცი იდგა გუშაგად, მაგრამ ახლა იმწამსვე შეუშვა.
The soldier with the green whiskers was still on guard before the door, but he let them in at once.
203733.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
იქ ისევ ის ლამაზი მწვანე მოახლე დაუხვდათ და მაშინვე მიაცილა თავთავის წინანდელ ოთახებში, რათა დაესვენათ, ვიდრე დიდი ოზი მზად არ იქნებოდა მათ მისაღებად.
They were again met by the beautiful green girl, who showed each of them to their old rooms at once, so they might rest until the Great Oz was ready to receive them.
203734.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ეგონათ, დიდი ჯადოქარი მაშინვე იხმობდა, მაგრამ არა.
They thought the Great Wizard would send for them at once, but he did not.
203735.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
არც მეორე დღეს შემოუთვლია რამე, არც მომდევნო დღეს.
They had no word from him the next day, nor the next.
203736.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ამიტომ საბოლოოდ, საფრთხობელამ მწვანე მოახლეს სთხოვა, ოზს გადაეცი, თუ ახლავე არ მიგვიღებს, საშველად ფრთოსან მაიმუნებს ვიხმობთ და გავარკვევთ, სიტყვის კაცია თუ არაო.
So the Scarecrow at last asked the green girl to take another message to Oz, saying if he did not let them in to see him at once they would call the Winged Monkeys to help them, and find out whether he kept his promises or not.
203737.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
როცა ჯადოქარს ეს სიტყვები გადასცეს, ისე დაფრთხა, რომ შემოუთვალა, ხვალ ათის ოთხ წუთზე სატახტო დარბაზში იყავითო.
When the Wizard was given this message he was so frightened that he sent word for them to come to the Throne Room at four minutes after nine o’clock the next morning.
203738.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ფრთოსან მაიმუნებს ერთხელ შეხვდა დასავლეთის მხარეში და კვლავ მათთან შეხვედრა არ უნდოდა.
He had once met the Winged Monkeys in the Land of the West, and he did not wish to meet them again.
203739.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ოთხმა მგზავრმა უძილო ღამე გაატარა, ყოველი მათგანი ოზის დაპირებულ ჯილდოზე ფიქრობდა.
The four travelers passed a sleepless night, each thinking of the gift Oz had promised to bestow on him.
203740.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
დოროთის მხოლოდ ერთხელ ჩათვლიმა და დაესიზმრა, რომ კანზასში იყო და დეიდა ემი ეუბნებოდა, როგორ მიხარია, რომ ჩემი პატარა გოგო ისევ შინ მყავსო.
Dorothy fell asleep only once, and then she dreamed she was in Kansas, where Aunt Em was telling her how glad she was to have her little girl at home again.