მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203701.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– იმხანად აქ, ოღონდ ჩრდილოეთის მხარეში ცხოვრობდა მშვენიერი პრინცესა, რომელიც ძლევამოსილი ჯადოქარიც იყო.
– There lived here then, away at the North, a beautiful princess, who was also a powerful sorceress.
203702.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მთელ თავის ჯადოქრობას ადამიანთა საკეთილდღეოდ იყენებდა და კეთილი ადამიანისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია.
All her magic was used to help the people, and she was never known to hurt anyone who was good.
203703.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
სახელად გეიელეტი ერქვა და ლალის ქვებისაგან ნაგებ მშვენიერ სასახლეში ცხოვრობდა.
Her name was Gayelette, and she lived in a handsome palace built from great blocks of ruby.
203704.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
გეიელეტმა გადაწყვიტა, როცა გაიზრდება, ჩემი ქმარი გახდებაო, ამგვარად, წაიყვანა ის ლალის სასახლეში და მთელ თავის ჯადოქრობას მოუხმო, რათა ის ისეთი ძლიერი, კეთილი და მოხდენილი გამხდარიყო, როგორსაც ყოველი ქალი ინატრებდა.
Gayelette made up her mind that when he grew to be a man she would make him her husband, so she took him to her ruby palace and used all her magic powers to make him as strong and good and lovely as any woman could wish.
203705.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
იმ დროს ფრთოსანი მაიმუნების მეფე პაპაჩემი იყო,რომელიც გეიელეტის სასახლის მახლობელ ტყეში ცხოვრობდა და მოხუცს კარგ სადილს კარგი ხუმრობა ერჩივნა.
My grandfather was at that time the King of the Winged Monkeys which lived in the forest near Gayelette’s palace, and the old fellow loved a joke better than a good dinner.
203706.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
ერთ დღეს, სწორედ ქორწილის წინ, პაპაჩემი თავის ხროვასთან ერთად გამოფრინდა და მდინარის პირას მოსეირნე ქელალი დაინახა.
One day, just before the wedding, my grandfather was flying out with his band when he saw Quelala walking beside the river.
203707.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მაგრამ როცა გეიელეტმა მოირბინა, ნახა, რომ წყალს აბრეშუმი და ხავერდი გაეფუჭებინა.
But when Gayelette came running out to him she found his silks and velvet all ruined by the river.
203708.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
პრინცესა გაბრაზდა და ცხადია, მიხვდა, ვინც ჩაიდინა ეს საქმე.
The princess was angry, and she knew, of course, who did it.
203709.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მაშინვე იხმო ფრთოსანი მაიმუნები და თავიდან უთხრა, ფრთებს შეგიკრავთ და ისე მოგექცევით, როგორც თქვენ მოექეცით ქელალს, მდინარეში გადაგიძახებთო.
She had all the Winged Monkeys brought before her, and she said at first that their wings should be tied and they should be treated as they had treated Quelala, and dropped in the river.
203710.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მაგრამ პაპაჩემი ემუდარა, რადგან იცოდა, რომ ფრთებშეკრული მაიმუნები მდინარეში ჩაიხრჩობოდნენ, იქით ქელალმა შეაწია კეთილი სიტყვა და გეიელეტმაც საბოლოოდ დაინდო ისინი იმ პირობით, რომ იმ დღიდან მოყოლებული მაიმუნები სამ ბრძანებას შეუსრულებდნენ ოქროს ქუდის მფლობელს.
But my grandfather pleaded for he knew the Monkeys would drown in the river with their wings tied, and Quelala said a kind word for them also, so that Gayelette finally spared them, on condition that the Winged Monkeys should ever after do three times the bidding of the owner of the Golden Cap.
203711.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
რასაკვირველია, პაპაჩემი და დანარჩენი მაიმუნები მაშინვე დათანხმდნენ ამ პირობას, აი, როგორ მოხდა, რომ სამგზის ვემონებით ოქროს ქუდის პატრონს, ვინც არ უნდა იყოს.
Of course, my grandfather and all the other Monkeys at once agreed to the condition, and that is how it happens that we are three times the slaves of the owner of the Golden Cap, whosoever he may be.
203712.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– მერე, რაღა მოუვიდათ? – ჰკითხა დოროთიმ, რომელიც ძლიერ დააინტერესა ამ ამბავმა.
– And what became of them? – asked Dorothy, who had been greatly interested in the story.
203713.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– ქელალი ოქროს ქუდის პირველი პატრონი იყო, – მიუგო მაიმუნმა, – პირველს მას უნდა ეთქვა, რა სურდა.
– Quelala being the first owner of the Golden Cap, – replied the Monkey, – he was the first to lay his wishes upon us.
203714.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
რაკი პატარძალი თვალის დასანახად ვერ გვიტანდა, ის ქორწილის შემდეგ ტყეში გამოვიდა, გვიხმო და გვიბრძანა, ისეთ ადგილას დაბინავდით, რომ პრინცესას აღარ დაენახოთო, ჩვენც გაგვიხარდა, რადგან გეიელეტისა გვეშინოდა.
As his bride could not bear the sight of us, he called us all to him in the forest after he had married her and ordered us always to keep where she could never again set eyes on a Winged Monkey, which we were glad to do, for we were all afraid of her.
203715.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
მხოლოდ ეს გავაკეთეთ, ვიდრე ოქროს ქუდი დასავლეთის ავ კუდიანს არ ჩაუვარდა ხელში, რომელმაც ჯერ პაჭუნები დაგვამონებინა, მერე კი თავად ოზი გაგვაძევებინა დასავლეთის მხარიდან.
This was all we ever had to do until the Golden Cap fell into the hands of the Wicked Witch of the West, who made us enslave the Winkies, and afterward drive Oz himself out of the Land of the West.
203716.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
ახლა ოქროს ქუდი შენია და შეგიძლია, სამი სურვილის შესრულება მოგვთხოვო.
Now the Golden Cap is yours, and three times you have the right to lay your wishes upon us.
203717.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
როცა მაიმუნების მეფემ თავისი ამბავი დაამთავრა, დოროთიმ დაიხედა და ზურმუხტ-ქალაქის მწვანე, ბრჭყვიალა კედლები დაინახა.
As the Monkey King finished his story Dorothy looked down and saw the green, shining walls of the Emerald City before them.
203718.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
უცნაურმა არსებებმა მგზავრები ფრთხილად ჩამოსვეს ქალაქის ჭიშკართან, მერე კი მეფემ დოროთის მდაბლად დაუკრა თავი და სწრაფად გაქანდა, თავისი ხროვაც თან მიჰყვა.
The strange creatures set the travelers down carefully before the gate of the City, the King bowed low to Dorothy, and then flew swiftly away, followed by all his band.
203719.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– კარგად ვიმგზავრეთ, – თქვა პატარა გოგომ.
– That was a good ride, – said the little girl.
203720.
ოზის ჯადოქარი | თავი XIV, ფრთოსანი მაიმუნები
– ჰო, და გასაჭირსაც იოლად დავაღწიეთ თავი, – მიუგო ლომმა,
– Yes, and a quick way out of our troubles, – replied the Lion.