მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203801.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ყველაზე უფრო კუდიანებისა მეშინოდა, რადგან მე თუ ჯადოქრობისა არაფერი გამეგებოდა, იმათ, როგორც მალევე გავიგე, მართლა საკვირველი საქმეების ჩადენა შეეძლოთ.
One of my greatest fears was the Witches, for while I had no magical powers at all I soon found out that the Witches were really able to do wonderful things.
203802.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ამ ქვეყანაში ოთხი იყო და აღმოსავლეთში, დასავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში მცხოვრებ ხალხებს განაგებდნენ.
There were four of them in this country, and they ruled the people who live in the North and South and East and West.
203803.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ბედად, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კუდიანები კეთილები იყვნენ და ვიცოდი, არაფერს მავნებდნენ, სამაგიეროდ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კუდიანები იყვნენ საშინლად ავები და თუ არ ეგონებოდათ, რომ იმათზე ძლიერი ვარ, ნამდვილად ბოლოს მომიღებდნენ.
Fortunately, the Witches of the North and South were good, and I knew they would do me no harm, but the Witches of the East and West were terribly wicked, and had they not thought I was more powerful than they themselves, they would surely have destroyed me.
203804.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ჰოდა, წარმოიდგინე, როგორ გამიხარდებოდა, როცა გავიგე, რომ შენი სახლი აღმოსავლეთის ავ კუდიანს დაეცა.
So you can imagine how pleased I was when I heard your house had fallen on the Wicked Witch of the East.
203805.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
როცა ჩემთან მოხვედი, მზად ვიყავი, ყველაფერს დაგპირებოდი, ოღონდ მეორე კუდიანსაც გასწორებოდი, მაგრამ აი, როდესაც მართლაც გაადნე, მე კი მრცხვენია გითხრა, რომ სიტყვას ვერ შევასრულებ.
When you came to me, I was willing to promise anything if you would only do away with the other Witch, but, now that you have melted her, I am ashamed to say that I cannot keep my promises.
203806.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– მე მგონი, ძალიან ცუდი ადამიანი ხართ, – თქვა დოროთიმ.
– I think you are a very bad man, – said Dorothy.
203807.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– მაშ, ჭკუას ვერ მომცემთ? – ჰკითხა საფრთხობელამ.
– Can’t you give me brains? – asked the Scarecrow.
203808.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
დღითი დღე ახალ-ახალ რამეს სწავლობ.
You are learning something every day.
203809.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ჩვილ ბავშვს ჭკუა აქვს, მაგრამ ბევრი არაფერი იცის.
A baby has brains, but it doesn’t know much.
203810.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ცოდნა გამოცდილებას მოაქვს და რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ დედამიწაზე, მით მეტ გამოცდილებას იძენ.
Experience is the only thing that brings knowledge, and the longer you are on earth the more experience you are sure to get.
203811.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– მაინც უბედური ვიქნები, თუ ჭკუას არ მომცემთ.
– I shall be very unhappy unless you give me brains.
203812.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ცრუ ჯადოქარმა ყურადღებით შეხედა.
The false Wizard looked at him carefully.
203813.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– კარგი, – ამოიოხრა ბოლოს, – მართალია, დიდი ვერაფერი ჯადოქარი ვარ, მაგრამ თუ ხვალ დილით მოხვალ, მაინც გამოგიტენი თავს ჭკუით.
– Well, – he said with a sigh, "I’m not much of a magician, but if you will come to me tomorrow morning, I will stuff your head with brains.
203814.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ოღონდ იმას ვერ გეტყვი, როგორ მოიხმარ, მაგას შენ თვითონ უნდა მიხვდე.
I cannot tell you how to use them, however, you must find that out for yourself.
203815.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– დარწმუნებული ვარ, სიმამაცე არ გაკლია, – მიუგო ოზმა.
– You have plenty of courage, I am sure, – answered Oz.
203816.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– შენ მხოლოდ შენი თავის რწმენა გჭირდება.
– All you need is confidence in yourself.
203817.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ნამდვილი სიმამაცე ისაა, რომ თუნდ გეშინოდეს, საფრთხეს მაინც თვალი გაუსწორო, ეგ სიმამაცე კი საკმარისად გაქვს.
True courage is in facing danger when you are afraid, and that kind of courage you have in plenty.
203818.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– შეიძლება, მაგრამ შიშით მაინც მეშინია, – მიუგო ლომმა.
– Perhaps I have, but I’m scared just the same, – said the Lion.
203819.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ძალიან უბედური ვიქნები, თუ ისეთ სიმამაცეს არ მომცემთ, რომელიც შიშს დამავიწყებს.
"I shall really be very unhappy unless you give me the sort of courage that makes one forget he is afraid.
203820.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ძალიან კარგი, ხვალ მოგცემ მაგნაირ სიმამაცეს, – მიუგო ოზმა.
– Very well, I will give you that sort of courage tomorrow, – replied Oz.