მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203861.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– სიმამაცით აღსავსე, – მიუგო ლომმა, მხიარულად დაბრუნდა მეგობრებთან და უამბო, რა კარგ ბედს ეწია.
– Full of courage, – replied the Lion, who went joyfully back to his friends to tell them of his good fortune.
203862.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
მარტო დარჩენილ ოზს გაეღიმა, რადგან მოახერხა და ზუსტად ის მისცა საფრთხობელას, რკინის ტყეკაფიასა და ლომს, რაც ეგონათ, რომ უნდოდათ.
Oz, left to himself, smiled to think of his success in giving the Scarecrow and the Tin Woodman and the Lion exactly what they thought they wanted.
203863.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– მოდი, და ნუ იქნები ცრუპენტელა, – თქვა მან, – როცა ეს ხალხი მაინცდამაინც იმას მაკეთებინებს, რაც ყველამ იცის, რომ შეუძლებელია.
– How can I help being a humbug, – he said, – when all these people make me do things that everybody knows can’t be done?
203864.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
საფრთხობელას, ლომისა და ტყეკაფიას გაბედნიერება ადვილი იყო, რაკი ეგონათ, რომ ყველაფერი შემიძლია.
It was easy to make the Scarecrow and the Lion and the Woodman happy, because they imagined I could do anything.
203865.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ამ დღეებში პატარა გოგო დაღონებული იყო, თუმცა მეგობრები გახარებული და კმაყოფილი ჰყავდა.
These were sad days for the little girl, although her friends were all quite happy and contented.
203866.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
საფრთხობელა ეუბნებოდა, თავში საოცარი აზრები მომდისო, ოღონდ ვერ გამოთქვამდა რა იყო, რადგან იცოდა, მის გარდა ვერავინ გაიგებდა.
The Scarecrow told them there were wonderful thoughts in his head, but he would not say what they were because he knew no one could understand them but himself.
203867.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
როდესაც რკინის ტყეკაფია დადიოდა, გრძნობდა, როგორ უცემდა გული მკერდში და დოროთის ეუბნებოდა, იმაზე კეთილი და ნაზია, ვიდრე უწინ მქონდა, როცა ხორცისა ვიყავიო.
When the Tin Woodman walked about he felt his heart rattling around in his breast, and he told Dorothy he had discovered it to be a kinder and more tender heart than the one he had owned when he was made of flesh.
203868.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ლომმა განაცხადა, ქვეყანაზე არაფრის არ მეშინია და სიხარულით შევებმები გინდ მთელ ჯარს და გინდ თორმეტ მძვინვარე კალიდასო.
The Lion declared he was afraid of nothing on earth, and would gladly face an army or a dozen of the fierce Kalidahs.
203869.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ერთი სიტყვით, პატარა ჯგუფში ყველა კმაყოფილი იყო, გარდა დოროთისა, რომელსაც წინანდელზე მეტად უნდოდა კანზასში დაბრუნება.
Thus each of the little party was satisfied except Dorothy, who longed more than ever to get back to Kansas.
203870.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
მეოთხე დღეს, მისდა სასიხარულოდ, ოზმა უხმო და როცა სატახტო დარბაზში შევიდა, ხალისიანად შეხვდა.
On the fourth day, to her great joy, Oz sent for her, and when she entered the Throne Room he greeted her pleasantly.
203871.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– დაჯექი, ჩემო კარგო, მე მგონი, მოვიფიქრე, როგორ გაგიშვა ამ ქვეყნიდან.
– Sit down, my dear, I think I have found the way to get you out of this country.
203872.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– კანზასზე დარწმუნებული არ ვარ, – თქვა ოზმა, – წარმოდგენა არა მაქვს, რომელ მხარესაა, მაგრამ ყველაზე მთავარი უდაბნოს გადალახვაა, მერე კი შინისკენ მიმავალ გზასაც მარტივად იპოვი.
– Well, I’m not sure about Kansas, – said Oz, – for I haven’t the faintest notion which way it lies, but the first thing to do is to cross the desert, and then it should be easy to find your way home.
203873.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– უდაბნო როგორღა გადავლახო? – ჩაეკითხა ის.
– How can I cross the desert? – she inquired.
203874.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– ამ ქვეყანაში ხომ საჰაერო ბუშტით ჩამოვფრინდი.
– You see, when I came to this country it was in a balloon.
203875.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ამიტომ ასე მგონია, უდაბნოს გადალახვის ყველაზე კარგი გზა გადაფრენაა.
So I believe the best way to get across the desert will be through the air.
203876.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
კარგად დავფიქრდი ამ საკითხზე და, მგონი, საჰაერო ბურთის გაკეთება უნდა მოვახერხო.
I’ve been thinking the matter over, and I believe I can make a balloon.
203877.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– როგორ? – ჰკითხა დოროთიმ.
– How? – asked Dorothy.
203878.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– ბურთი, – უთხრა ოზმა, – აბრეშუმისაგან კეთდება, რომელსაც ზედ წებოს უსვამენ, რათა აირი არ გამოვიდეს.
– A balloon, – said Oz,– is made of silk, which is coated with glue to keep the gas in it.
203879.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
სასახლეში აბრეშუმის მეტი რა მაქვს, ჰოდა არც ბურთის გაკეთება გაგვიჭირდება.
I have plenty of silk in the Palace, so it will be no trouble to make the balloon.
203880.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ოღონდ ამ ქვეყანაში არსად არ არის ისეთი აირი, რომ ბურთი ავავსოთ და აფრინდეს.
But in all this country there is no gas to fill the balloon with, to make it float.