მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203821.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ნეტავ იცოდე, როგორ გაგიღიმა ბედმა, რომ გული არა გაქვს!
If you only knew it, you are in luck not to have a heart.
203822.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– მე, ჩემდათავად, რა უბედურებასაც გინდათ, იმას ავიტან, ერთს არ დავიწუწუნებ, ოღონდ გული მომეცით.
– For my part, I will bear all the unhappiness without a murmur, if you will give me the heart.
203823.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ხვალ მოდი და მოგცემ გულს.
– Come to me tomorrow and you shall have a heart.
203824.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
იმდენი წელია, ჯადოქრის როლს ვთამაშობ, რომ ცოტა ხანსაც ვითამაშებ.
I have played Wizard for so many years that I may as well continue the part a little longer.
203825.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– მე როგორღა დავბრუნდე კანზასში?
– How am I to get back to Kansas?
203826.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ეგ კი მოსაფიქრებელი გვაქვს, – მიუგო ჩია კაცმა.
– We shall have to think about that, – replied the little man.
203827.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
– ორი-სამი დღე მომეცი და ვეცდები მოვისაზრო, როგორ გადაგიყვანო უდაბნოში.
– Give me two or three days to consider the matter and I’ll try to find a way to carry you over the desert.
203828.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
მანამდე ყველანი ჩემი სტუმრები ბრძანდებით და სანამ სასახლეში ცხოვრობთ, ჩემი ხალხი მოგემსახურებათ და უმცირეს სურვილსაც შეგისრულებენ.
In the meantime you shall all be treated as my guests, and while you live in the Palace my people will wait upon you and obey your slightest wish.
203829.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
ჩემი დახმარების, როგორიც გინდა იყოს ეს დახმარება, სამაგიეროდ ერთ რამეს გთხოვთ.
There is only one thing I ask in return for my help, such as it is.
203830.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
დათანხმდნენ, რაც გავიგეთ, არ გავამხელთო და გახარებულები წავიდნენ თავ-თავის ოთახებში.
They agreed to say nothing of what they had learned, and went back to their rooms in high spirits.
203831.
ოზის ჯადოქარი | თავი XV, დიდი და მრისხანე
დოროთისაც კი ჰქონდა იმედი, რომ "დიდი და მრისხანე ცრუპენტელა" რამეს მოიფიქრებდა და კანზასში გაგზავნიდა, ხოლო თუკი ასე მოხდებოდა, მზად იყო, ყველაფერი ეპატიებინა.
Even Dorothy had hope that "The Great and Terrible Humbug," would find a way to send her back to Kansas, and if he did she was willing to forgive him everything.
203832.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
მეორე დილით საფრთხობელამ მეგობრებს უთხრა: – მომილოცეთ.
Next morning the Scarecrow said to his friends: - Congratulate me.
203833.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
ოზთან მივდივარ და როგორც იქნა, ჭკუა მეღირსება.
I am going to Oz to get my brains at last.
203834.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– მე ისეთიც მომწონდი ყოველთვის, როგორიც ხარ, – უბრალოდ უთხრა დოროთიმ.
– I have always liked you as you were, – said Dorothy simply.
203835.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
მერე ყველას ხალისიანი ხმით დაემშვიდობა, სატახტო დარბაზთან მივიდა, სადაც კარზე დააკაკუნა.
Then he said goodbye to them all in a cheerful voice and went to the Throne Room, where he rapped upon the door.
203836.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– მობრძანდით, – თქვა ოზმა.
– Come in, – said Oz.
203837.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
საფრთხობელა შევიდა და დაინახა, რომ ჩია კაცი ფანჯარასთან იჯდა ფიქრებში ჩაფლული.
The Scarecrow went in and found the little man sitting down by the window, engaged in deep thought.
203838.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– ჭკუისათვის გეახელით, – თქვა საფრთხობელამ ცოტა არ იყოს, უხერხულად.
– I have come for my brains, – remarked the Scarecrow, a little uneasily.
203839.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– ეგ არაფერი, – მიუგო საფრთხობელამ,
- That’s all right, - said the Scarecrow.
203840.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
მერე გავიდა უკანა ოთახში, აიღო ცოტა ქატო, რომელსაც ბლომად ნემსები და ქინძისთავები შეურია.
Then he entered the back room and took up a measure of bran, which he mixed with a great many pins and needles.