მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203841.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
როცა საფრთხობელას თავი ისევ დაადგა, უთხრა: - –იმდენი ცინცხალი ჭკუა მოგეცი, რომ დღეიდან დიდი კაცი იქნები.
When he had fastened the Scarecrow’s head on his body again he said to him: - Hereafter you will be a great man, for I have given you a lot of brand new brains.
203842.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
სანუკვარი სურვილის შესრულებით გახარებულმა და გაამაყებულმა საფრთხობელამ ოზს დიდი მადლობა გადაუხადა და მეგობრებთან დაბრუნდა.
The Scarecrow was both pleased and proud at the fulfillment of his greatest wish, and having thanked Oz warmly he went back to his friends.
203843.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
დოროთი ინტერესით მიაცქერდა.
Dorothy looked at him curiously.
203844.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– აბა, როგორ ხარ? – ჰკითხა მან.
– How do you feel? – she asked.
203845.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– როცა ამ ჩემს ჭკუას შევეჩვევი, ყველაფერი მეცოდინება.
– When I get used to my brains I shall know everything.
203846.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– მაშ, ახლა მე წავალ ოზთან და გულს გამოვართმევ, – თქვა ტყეკაფიამ,
– Well, I must go to Oz and get my heart, – said the Woodman.
203847.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
ამგვარად, მივიდა ის სატახტო დარბაზთან და კარზე დააკაკუნა.
So he walked to the Throne Room and knocked at the door.
203848.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– მობრძანდით, – გამოსძახა ოზმა, ტყეკაფიაც შევიდა და უთხრა: – გულისათვის გეახელით.
– Come in, – called Oz, and the Woodman entered and said, – I have come for my heart.
203849.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– ძალიან კარგი, – მიუგო ჩია კაცმა, – ოღონდ მკერდი უნდა ჩაგიხვრიტო, რათა გული ადგილზე ჩავსვა.
– Very well, – answered the little man, – But I shall have to cut a hole in your breast, so I can put your heart in the right place.
203850.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
იმედია, არ გეტკინება.
I hope it won’t hurt you.
203851.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
ოზმაც აიღო მეთუნუქის მაკრატელი და რკინის ტყეკაფიას მკერდში, მარცხენა მხარეს, პატარა ოთხკუთხედი ამოაჭრა.
So Oz brought a pair of tinsmith’s shears and cut a small square in the left side of the Tin Woodman’s breast.
203852.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– რა მშვენიერია, არა? – ჰკითხა მან.
– Isn’t it a beauty? – he asked.
203853.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– აი, ახლა ისეთი გული გაქვს, რომ ყველა იამაყებდა.
– There, now you have a heart that any man might be proud of.
203854.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
უკაცრავად, რომ მკერდზე საკერებელი დაგადე, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
I’m sorry I had to put a patch on your breast, but it really couldn’t be helped.
203855.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
დიდი მადლობელი ვარ, მაგ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ.
"I am very grateful to you, and shall never forget your kindness.
203856.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
მერე რკინის ტყეკაფია მეგობრებთან დაბრუნდა და იმათაც მიულოცეს ასეთი კარგი ბედი.
Then the Tin Woodman went back to his friends, who wished him every joy on account of his good fortune.
203857.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
ახლა ლომი მიადგა სატახტო დარბაზს და კარზე დააკაკუნა.
The Lion now walked to the Throne Room and knocked at the door.
203858.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
– სიმამაცისათვის გეახელით, – მოახსენა ლომმა და ოთახში შევიდა.
– I have come for my courage, – announced the Lion, entering the room.
203859.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
მივიდა ბუფეტთან, ასწვდა ზედა თაროს, ჩამოიღო ოთხკუთხა მწვანე ბოთლი და მისი შემადგენლობა ჩამოცალა მშვენივრად მოჭედილ, ოქროსფერ-მწვანე ლანგარზე.
He went to a cupboard and reaching up to a high shelf took down a square green bottle, the contents of which he poured into a green-gold dish, beautifully carved.
203860.
ოზის ჯადოქარი | თავი XVI, დიდი ცრუპენტელას ჯადოქრობა
ამიტომ სანამ არ გადაყლაპავ, ამას სიმამაცეს ვერ დავარქმევთ.
So that this really cannot be called courage until you have swallowed it.