მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203881.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– თუ არ აფრინდა, რაში გვარგებს, – შენიშნა დოროთიმ.
– If it won’t float, it will be of no use to us, – remarked Dorothy.
203882.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– მართალია, – მიუგო ოზმა, – მაგრამ აფრენის ერთი ხერხიც მეგულება: ცხელი ჰაერით უნდა ავავსოთ.
– True, – answered Oz, – But there is another way to make it float, which is to fill it with hot air.
203883.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ცხელი ჰაერი აირივით კარგი არ არის, რადგან თუ ჰაერი გაცივდება, ბურთი უდაბნოში დაეშვება და დავიკარგებით.
Hot air isn’t as good as gas, for if the air should get cold the balloon would come down in the desert, and we should be lost.
203884.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– ჩვენ? – წამოიძახა პატარა გოგომ, – თქვენც ჩემთან ერთად მოდიხართ?
– We! – exclaimed the girl, – Are you going with me?
203885.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ამ სასახლიდან რომ გავიდე, ჩემი ხალხი მალევე მიხვდება, რომ ჯადოქარი არ ვარ და გამიბრაზდებიან, რადგან ვატყუებდი.
If I should go out of this Palace my people would soon discover I am not a Wizard, and then they would be vexed with me for having deceived them.
203886.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
მირჩევნია, მეც კანზასში დავბრუნდე შენთან ერთად და ისევ ცირკში ვიყო.
I’d much rather go back to Kansas with you and be in a circus again.
203887.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– გმადლობ, – მიუგო იმან, – ახლა კი, თუ აბრეშუმის გადაკერებაში მომეხმარები, საჰაერო ბურთის კეთებასაც დავიწყებთ.
– Thank you, – he answered, – Now if you will help me sew the silk together, we will begin to work on our balloon.
203888.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
დოროთიმ ნემსი და ძაფი მოიმარჯვა და ოზი რომ ზოლ-ზოლად შესაფერის ფორმებად ჭრიდა აბრეშუმის ქსოვილს, თვითონ დახვეწილად აკერებდა ერთმანეთზე.
So Dorothy took a needle and thread, and as fast as Oz cut the strips of silk into proper shape the girl sewed them neatly together.
203889.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
პირველი ზოლი სალათისფერი აბრეშუმისა იყო, მერე მუქი მწვანე, მერე კი ზურმუხტისფერი, რადგან ოზს სურდა, საჰაერო ბუშტს მათ თავზე სულ სხვადასხვა ელფერის მწვანედ ელივლივა.
First there was a strip of light green silk, then a strip of dark green and then a strip of emerald green, for Oz had a fancy to make the balloon in different shades of the color about them.
203890.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ზოლების გადაკერებას სამი დღე დასჭირდა, სამაგიეროდ, როცა დამთავრდა, ექვსმეტრიანი მწვანე აბრუშუმის ვეება ტომარა გამოვიდა.
It took three days to sew all the strips together, but when it was finished they had a big bag of green silk more than twenty feet long.
203891.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
მერე ოზმა შიგნიდან თხლად წაუსვა წებო, რათა ჰაერი არ გამოსულიყო და განაცხადა, საჰაერო ბურთი მზად არისო.
Then Oz painted it on the inside with a coat of thin glue, to make it airtight, after which he announced that the balloon was ready.
203892.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– ოღონდ კალათა გვინდა, რომ ჩავსხდეთ, – თქვა მან,
– But we must have a basket to ride in, – he said.
203893.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ამრიგად, მწვანეულვაშა ჯარისკაცს თეთრეულის დიდი კალათა მოატანინა და ბურთის ძირს თოკებით მიაბა.
So he sent the soldier with the green whiskers for a big clothes basket, which he fastened with many ropes to the bottom of the balloon.
203894.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
როცა ყველაფერი მზად იყო, ოზმა თავის ხალხს შეატყობინა, ღრუბლებში მცხოვრებ უფროს ძმას, დიდ ჯადოქარს უნდა ვესტუმროო.
When it was all ready, Oz sent word to his people that he was going to make a visit to a great brother Wizard who lived in the clouds.
203895.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ეს ამბავი მთელ ქალაქს სწრაფად მოედო და ყველანი მოცვივდნენ, რათა ამ საოცარ სანახაობას დასწრებოდნენ.
The news spread rapidly throughout the city and everyone came to see the wonderful sight.
203896.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ოზმა სასახლის წინ გაატანინა საჰაერო ბურთი და ხალხი დიდი ინტერესით მიაცქერდა მას.
Oz ordered the balloon carried out in front of the Palace, and the people gazed upon it with much curiosity.
203897.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
რკინის ტყეკაფიას ბლომად შეშა დაეჩეხა და კოცონი აანთო, ოზმა კი საჰაერო ბურთის ძირი ცეცხლის თავზე დაიჭირა, რათა კოცონიდან ამომავალი ჰაერი პირდაპირ აბრეშუმის ტომარაში შესულიყო.
The Tin Woodman had chopped a big pile of wood, and now he made a fire of it, and Oz held the bottom of the balloon over the fire so that the hot air that arose from it would be caught in the silken bag.
203898.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
მერე ოზი კალათში ჩაჯდა და თავის ხალხს ხმამაღლა გასძახა: – მე სტუმრად მივემგზავრები.
Then Oz got into the basket and said to all the people in a loud voice: – I am now going away to make a visit.
203899.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
გიბრძანებთ, ისე დაემორჩილოთ, როგორც მე დამემორჩილებოდით.
I command you to obey him as you would me.
203900.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ამასობაში ბურთი უკვე მთელი ძალით ექაჩებოდა იმ თოკს, რომლითაც მიწაზე იყო მიბმული, რადგან ცხელი ჰაერით იყო სავსე.
The balloon was by this time tugging hard at the rope that held it to the ground, for the air within it was hot.