მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203901.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– მოდი, დოროთი! – დაუძახა ჯადოქარმა, – ჩქარა, თორემ ბურთი აფრინდება.
– Come, Dorothy! – cried the Wizard, – Hurry up, or the balloon will fly away.
203902.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– ტოტოს ვერსად ვპოულობ, – მიუგო დოროთიმ, რომელსაც არ უნდოდა, პატარა ძაღლი დაეტოვებინა.
– I can’t find Toto anywhere, – replied Dorothy, who did not wish to leave her little dog behind.
203903.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ტოტო ხალხში შევარდნილიყო და კნუტს უყეფდა, დოროთიმ როგორც იქნა მიაგნო მას.
Toto had run into the crowd to bark at a kitten, and Dorothy at last found him.
203904.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
რამდენიმე ნაბიჯიღა უკლდა, ოზმაც ხელები გამოუწოდა, რომ კალათში ჩაჯდომაში მიხმარებოდა, მაგრამ ამ დროს თოკი გაწყდა და ბურთი უიმისოდ აიჭრა ჰაერში.
She was within a few steps of it, and Oz was holding out his hands to help her into the basket, when, crack went the ropes, and the balloon rose into the air without her.
203905.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
– დაბრუნდით, – ასძახა, – მეც მინდა წამოსვლა!
– Come back! – she screamed, – I want to go, too!
203906.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
ამის მერე შესანიშნავი ჯადოქარი ოზი თვალით აღარავის უნახავს, ვინ იცის, იქნებ კიდეც ჩავიდა ომაჰაში და იქ არის ახლა.
And that was the last any of them ever saw of Oz, the Wonderful Wizard, though he may have reached Omaha safely, and be there now, for all we know.
203907.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
სანამ აქ იყო, ეს მშვენიერი ზურმუხტ-ქალაქი აგვიგო, ახლა კი წავიდა და მმართველად ბრძენი საფრთხობელა დაგვიტოვა.
When he was here he built for us this beautiful Emerald City, and now he is gone he has left the Wise Scarecrow to rule over us.
203908.
ოზის ჯადოქარი | თავი XVII, როგორ აუშვეს საჰაერო ბურთი
თუმცა, მაინც დიდხანს დარდობდნენ საოცარი ჯადოქრის დაკარგვას და ნუგეშს ვერ პოულობდნენ.
Still, for many days they grieved over the loss of the Wonderful Wizard, and would not be comforted.
203909.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
დოროთი მწარედ ატირდა, რადგან იმედი გაუცრუვდა და შინ, კანზასში დაბრუნება ვერ მოახერხა, მაგრამ მერე დაფიქრდა და კიდეც გაუხარდა, რომ საჰაერო ბურთით არ წავიდა.
Dorothy wept bitterly at the passing of her hope to get home to Kansas again, but when she thought it all over she was glad she had not gone up in a balloon.
203910.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
რკინის ტყეკაფია მივიდა და უთხრა: – ნამდვილად უმადური ვიქნებოდი, ის კაცი რომ არ გამომეგლოვა, ვინც ასეთი მოსიყვარულე გული მომცა.
The Tin Woodman came to her and said: – Truly I should be ungrateful if I failed to mourn for the man who gave me my lovely heart.
203911.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– სიამოვნებით, – უპასუხა მან და მაშინვე პირსახოცი მოარბენინა.
– With pleasure, – she answered, and brought a towel at once.
203912.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
რკინის ტყეკაფია რამდენიმე წუთი ტიროდა, დოროთი კი გულდასმით უყურებდა ცრემლებს და პირსახოცით სწმენდდა ცრემლებს.
Then the Tin Woodman wept for several minutes, and she watched the tears carefully and wiped them away with the towel.
203913.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
როცა ტირილს მორჩა, მან დიდი მადლობა გადაუხადა და, ყოველი შემთხვევისათვის, თავისი მოოჭვილი საზეთურით დაიზეთა სახე.
When he had finished, he thanked her kindly and oiled himself thoroughly with his jeweled oil-can, to guard against mishap.
203914.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ზურმუხტ-ქალაქს ახლა საფრთხობელა განაგებდა და მართალია, ჯადოქარი არ იყო, მაგრამ ხალხს მაინც საამაყოდ ჰყავდა.
The Scarecrow was now the ruler of the Emerald City, and although he was not a Wizard the people were proud of him.
203915.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
აბა, სად ნახავთ სხვა ისეთ ქალაქს, ჩალაბულათი გატენილი კაცი რომ მართავდესო.
For, there is not another city in all the world that is ruled by a stuffed man.
203916.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ოზის გაფრენის მეორე დილით ოთხი მგზავრი სატახტო დარბაზში შეიკრიბა სათათბიროდ.
The morning after the balloon had gone up with Oz, the four travelers met in the Throne Room and talked matters over.
203917.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
საფრთხობელა დიდ ტახტზე დაბრძანდა, დანარჩენები კი მოწიწებით დადგნენ მის წინ.
The Scarecrow sat in the big throne and the others stood respectfully before him.
203918.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
მახსენდება, რომ ამ ცოტა ხნის წინ სიმინდის ყანაში, ჭოკზე ვეკიდე, ახლა კი ამ მშვენიერი ქალაქის მმართველი ვარ.
When I remember that a short time ago I was up on a pole in a farmer’s cornfield, and that now I am the ruler of this beautiful City.
203919.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– მე კი იმით ვარ კმაყოფილი, რომ არც ერთ ნადირს არ ჩამოვუვარდები სიმამაცეში, ის კი არა, ვჯობნი კიდეც, – მორიდებით თქვა ლომმა.
– For my part, I am content in knowing I am as brave as any beast that ever lived, if not braver, – said the Lion modestly.
203920.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– ჰო, მაგრამ აქ ცხოვრება რომ არ მინდა? – წამოიძახა დოროთიმ, – კანზასში მინდა წავიდე და დეიდა ემთან და ძია ჰენრისთან ვიცხოვრო.
– But I don’t want to live here, – cried Dorothy, – I want to go to Kansas, and live with Aunt Em and Uncle Henry.