მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203921.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– კარგი, ოღონდ რა ვქნათ? – ჩაეკითხა ტყეკაფია.
– Well, then, what can be done? – inquired the Woodman.
203922.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
საფრთხობელა დაფიქრდა და ისე დაძაბულად ფიქრობდა, რომ თავიდან ნემსებმა და ქინძისთავებმა გამოყვეს წვერი.
The Scarecrow decided to think, and he thought so hard that the pins and needles began to stick out of his brains.
203923.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ბოლოს თქვა: – იქნებ ფრთოსან მაიმუნებს ვუხმოთ და ვთხოვოთ, უდაბნო გადაგატარონ?
Finally, he said: – Why not call the Winged Monkeys, and ask them to carry you over the desert?
203924.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ახლავე მოვიტან ოქროს ქუდს.
I’ll go at once for the Golden Cap.
203925.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
როგორც კი ქუდი სატახტო დარბაზში მოიტანაჯადოსნური სიტყვები წარმოთქვა, ცოტა ხანში ფრთოსანი მაიმუნების ხროვა ღია ფანჯარაში შემოფრინდა და გვერდით დაუდგა.
When she brought it into the Throne Room she spoke the magic words, and soon the band of Winged Monkeys flew in through the open window and stood beside her.
203926.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– მეორედ მოგვიხმე, – უთხრა მაიმუნების მეფემ პატარა გოგოს და თავი დაუკრა, – რას ისურვებ?
– This is the second time you have called us, – said the Monkey King, bowing before the little girl, – What do you wish?
203927.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– მინდა, კანზასში გადამაფრინოთ, – უთხრა დოროთიმ.
– I want you to fly with me to Kansas, – said Dorothy.
203928.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
მაგრამ მაიმუნების მეფემ თავი გაიქნია.
But the Monkey King shook his head.
203929.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– ვერ მოხერხდება, – უთხრა მან, – ჩვენ ამ ქვეყანას ვეკუთვნით და აქაურობას ვერ მივატოვებთ.
– That cannot be done, – he said, – We belong to this country alone, and cannot leave it.
203930.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
კანზასში ფრთოსანი მაიმუნი არც ყოფილა და, ალბათ, არც იქნება, რადგან იმათი ადგილი იქ არ არის.
There has never been a Winged Monkey in Kansas yet, and I suppose there never will be, for they don’t belong there.
203931.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
რაც ჩვენს ხელთაა, ყველაფრით დაგეხმარებით, ოღონდ უდაბნოს ვერ გადავლახავთ, ნახვამდის.
We shall be glad to serve you in any way in our power, but we cannot cross the desert, goodbye.
203932.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
მაიმუნების მეფემ ერთხელაც დაუკრა თავი, გაშალა ფრთები და ფანჯრიდან გაფრინდა, თავისი ხროვაც უკან მიჰყვა.
And with another bow, the Monkey King spread his wings and flew away through the window, followed by all his band.
203933.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ფრთოსანი მაიმუნები ვერ მიშველიან.
The Winged Monkeys cannot help me.
203934.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
საფრთხობელა ისევ დაფიქრდა და ისე საშინლად გაუსივდა თავი, რომ დოროთი შეშინდა, არ გაუსკდესო.
The Scarecrow was thinking again, and his head bulged out so horribly that Dorothy feared it would burst.
203935.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– მოდი, მწვანეულვაშა ჯარისკაცს დავუძახოთ, – თქვა მან, – და რჩევა ვკითხოთ.
– Let us call in the soldier with the green whiskers, – he said, – and ask his advice.
203936.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ამრიგად, დაუძახეს ჯარისკაცს და ისიც შიშით შემოვიდა სატახტო დარბაზში, რადგან ოზის აქ ყოფნაში ზღურბლს არ გადმოსცდენოდა.
So the soldier was summoned and entered the Throne Room timidly, for while Oz was alive he never was allowed to come farther than the door.
203937.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– ამ პატარა გოგონას უდაბნოს გადალახვა სურს.
– This little girl, wishes to cross the desert.
203938.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– რა მოგახსენოთ, – მიუგო ჯარისკაცმა, – უდაბნო ჯერ არავის გადაულახავს, გარდა თავად ოზისა.
– I cannot tell, – answered the soldier, – for nobody has ever crossed the desert, unless it is Oz himself.
203939.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– არავინ არის ისეთი, რომ მიშველოს?
– Is there no one who can help me?
203940.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– გლინდა ვინღაა? – ჩაეკითხა საფრთხობელა.
– Who is Glinda? – inquired the Scarecrow.