მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203941.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
კუდიანთაგან ყველაზე ძლიერია და ქოთქოთებს მართავს.
She is the most powerful of all the Witches, and rules over the Quadlings.
203942.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
თანაც, ციხე–დარბაზი ზედ უდაბნოს პირას უდგას და შეიძლება მისი გადალახვის ხერხიც იცოდეს.
Besides, her castle stands on the edge of the desert, so she may know a way to cross it.
203943.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– გლინდა კეთილი კუდიანია, არა? – ჰკითხა ბავშვმა.
– Glinda is a Good Witch, isn’t she? – asked the child.
203944.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– ქოთქოთები ამბობენ, კიო, – უთხრა ჯარისკაცმა, – ყველას მიმართ კეთილია.
– The Quadlings think she is good, – said the soldier, – and she is kind to everyone.
203945.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
გამიგონია, რომ გლინდა ლამაზი ქალია და იცის, როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, თუმცა მრავალი წელია, რაც ცოცხლობს.
I have heard that Glinda is a beautiful woman, who knows how to keep young in spite of the many years she has lived.
203946.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– მის ციხე-დარბაზში როგორ მოვხვდე? – ჰკითხა დოროთიმ.
– How can I get to her castle? – asked Dorothy.
203947.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ამიტომაა, რომ არც ერთი ქოთქოთა არ ჩამოდის ზურმუხტ-ქალაქში.
For this reason none of the Quadlings ever come to the Emerald City.
203948.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ჯარისკაცი წავიდა, საფრთხობელამ კი თქვა: – როგორც ეტყობა, ხიფათის მიუხედავად, მაინც აჯობებს, დოროთი სამხრეთის მხარეში ჩავიდეს და გლინდას სთხოვოს შველა.
The soldier then left them and the Scarecrow said: – It seems, in spite of dangers, that the best thing Dorothy can do is to travel to the Land of the South and ask Glinda to help her.
203949.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
რადგან თუ აქ დარჩა, დოროთი თავის დღეში ვერ დაბრუნდება კანზასში.
For, of course, if Dorothy stays here she will never get back to Kansas.
203950.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– მეც წავყვები დოროთის, – განაცხადა ლომმა, – დამღალა თქვენმა ქალაქმა და ტყე მომენატრა.
– I shall go with Dorothy, – declared the Lion, – for I am tired of your city and long for the woods again.
203951.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
თანაც, დოროთის დამცველიც დასჭირდება.
Besides, Dorothy will need someone to protect her.
203952.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– ეგ მართალია, – დაეთანხმა ტყეკაფია, – შეიძლება ჩემი ცულიც გამოადგეს, ამიტომ მეც წავყვები სამხრეთის მხარეში.
– That is true, – agreed the Woodman, – My axe may be of service to her, so I also will go with her to the Land of the South.
203953.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– როდის დავიძრათ? – იკითხა საფრთხობელამ.
– When shall we start? – asked the Scarecrow.
203954.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– შენც მოდიხარ? – ჰკითხეს გაკვირვებით.
– Are you going? – they asked, in surprise.
203955.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– უეჭველად, დოროთი რომ არა, ჭკუა არასდროს მექნებოდა.
– Certainly, if it wasn’t for Dorothy I should never have had brains.
203956.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
დოროთიმ ჩამომხსნა ყანაში ჭოკიდან და ზურმუხტქალაქში ჩამომიყვანა.
She lifted me from the pole in the cornfield and brought me to the Emerald City.
203957.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
ამრიგად, ჩემი კარგი იღბალი სულ მისი დამსახურებაა და სანამ კანზასში არ დაბრუნდება, არ მივატოვებ.
So my good luck is all due to her, and I shall never leave her until she starts back to Kansas.
203958.
ოზის ჯადოქარი | თავი XVIII, სამხრეთისაკენ
– ამიტომ ახლავე სამზადისს შევუდგეთ, რადგან წინ დიდი გზა გველის.
– So now let us all get ready, for it will be a long journey.
203959.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
მეორე დილით დოროთი კოხტა, მწვანე მოახლეს კოცნით დაემშვიდობა, მწვანეულვაშა ჯარისკაცს კი, რომელმაც ჭიშკრამდე მიაცილა, ყველამ სათითაოდ ჩამოართვა ხელი.
The next morning Dorothy kissed the pretty green girl goodbye, and they all shook hands with the soldier with the green whiskers, who had walked with them as far as the gate.
203960.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
როცა ჭიშკრის მცველს გამოეცხადნენ, ძალიან გაუკვირდა, ამ მშვენიერ ქალაქს რად ტოვებთ და ისევ ხათაბალაში რად ჰყოფთ თავსო.
When the Guardian of the Gate saw them again he wondered greatly that they could leave the beautiful City to get into new trouble.