მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203981.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
ლაპარაკლაპარაკით მეორე ხეს მიუახლოვდა, მაგრამ ტოტებმა ისევ აიტაცა და უკან გადაისროლა.
He walked up to another tree, as he spoke, but its branches immediately seized him and tossed him back again.
203982.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
– რა უცნაურია, – წამოიძახა დოროთიმ, – რა ვქნათ?
- This is strange, - exclaimed Dorothy, - What shall we do?
203983.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
– ეტყობა, ხეებმა გადაწყვიტეს, გვებრძოლონ და როგორმე შეგვაჩერონ, – შენიშნა ლომმა.
- The trees seem to have made up their minds to fight us, and stop our journey, - remarked the Lion.
203984.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
– მოდი, მე ვცდი, – თქვა ტყეკაფიამ, ცული მხარზე გაიდო და იმ პირველ ხეს მიადგა, რომელიც ასე უხეშად მოექცა საფრთხობელას.
- I believe I will try it myself, - said the Woodman, and shouldering his axe, he marched up to the first tree that had handled the Scarecrow so roughly.
203985.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
როცა დიდი ტოტი დაიხარა და ატაცება დაუპირა, ტყეკაფიამ ერთი ისე ძლიერად დაჰკრა, რომ ორად გააპო.
When a big branch bent down to seize him the Woodman chopped at it so fiercely that he cut it in two.
203986.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
ხე მაშინვე ტოტების ქნევას მოჰყვა, თითქოს ეტკინაო და რკინის ტყეკაფია უვნებლად შევიდა ტყეში.
At once the tree began shaking all its branches as if in pain, and the Tin Woodman passed safely under it.
203987.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
– მოდით! – გასძახა დანარჩენებს.
– Come on! – he shouted to the others.
203988.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
ტყეკაფიამ სწრაფად მოჭრა ტოტი და ლეკვი გაათავისუფლა.
The Woodman promptly chopped off the branch and set the little dog free.
203989.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
ტყეში სხვა ხეებს ხელი არაფრით შეუშლიათ და მგზავრებმა იფიქრეს, ეტყობა, მხოლოდ ხეების პირველი რიგი ხრის დაბლა ტოტებს, ალბათ, ტყის პოლიციელები არიან და იმისათვის მიეცათ ეს ძალაუფლება, რომ ტყეში უცხო არავინ შეუშვანო.
The other trees of the forest did nothing to keep them back, so they made up their minds that only the first row of trees could bend down their branches, and that probably these were the policemen of the forest, and given this wonderful power in order to keep strangers out of it.
203990.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
ოთხმა მგზავრმა შეუფერხებლად იარა ხეებქვეშ და ტყის პირას გავიდა.
The four travelers walked with ease through the trees until they came to the farther edge of the wood.
203991.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
იქ კი, მათდა გასაკვირად, მაღალი კედელი დაუხვდათ, გეგონება თეთრი ფაიფურისგან იყო აშენებული.
Then, to their surprise, they found before them a high wall which seemed to be made of white china.
203992.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
– ახლა რა ვქნათ? – იკითხა დოროთიმ.
– What shall we do now? – asked Dorothy.
203993.
ოზის ჯადოქარი | თავი XIX, მებრძოლი ხეების თავდასხმა
– კიბეს გავაკეთებ, – თქვა რკინის ტყეკაფიამ, – მაგ კედელზე უსათუოდ უნდა გადავძვრეთ.
– I will make a ladder, – said the Tin Woodman, – for we certainly must climb over the wall.
203994.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
სანამ ტყეკაფია ტყეში ნაპოვნი მასალისგან კიბეს აკეთებდა, დოროთი დაწვა და დაეძინა, რადგან გრძელმა გზამ დაღალა.
While the Woodman was making a ladder from wood which he found in the forest Dorothy lay down and slept, for she was tired by the long walk.
203995.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ლომიც მოიკუნტა და ძილს მისცა თავი, ტოტოც გვერდით მიუწვა.
The Lion also curled himself up to sleep and Toto lay beside him.
203996.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– ვერ ვხვდები, რა უნდა აქ ამ კედელს ან რისგანაა ნაკეთი.
- I cannot think why this wall is here, nor what it is made of.
203997.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– ჭკუას ძალას ნუ ატან და მაგ კედელზე ნუ ღელავ, – მიუგო ტყეკაფიამ.
– Rest your brains and do not worry about the wall, – replied the Woodman.
203998.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– როცა გადავალთ, გავიგებთ, რა არის მეორე მხარეს.
– When we have climbed over it, we shall know what is on the other side.
203999.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ცოტა ხანში კიბე მზად იყო.
After a time the ladder was finished.
204000.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
საფრთხობელამ გააღვიძა დოროთი, ლომი და ტოტო და უთხრა, კიბე მზად არისო.
The Scarecrow waked Dorothy and the Lion and Toto, and told them that the ladder was ready.