მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204001.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
მერე კი პირველი საფრთხობელა შეუდგა ასვლას, მაგრამ ისე მოუქნელად, რომ დოროთი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და ხელს აშველებდა, არ გადმოვარდესო.
The Scarecrow climbed up the ladder first, but he was so awkward that Dorothy had to follow close behind and keep him from falling off.
204002.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
მერე ტოტო ავიდა და მაშინვე აყეფდა, მაგრამ დოროთიმ გააჩუმა.
Then Toto came up, and immediately began to bark, but Dorothy made him be still.
204003.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
სახლები საკმაოდ პატარა იყო, ყველაზე დიდი წელამდე თუ ასწვდებოდა დოროთის.
These houses were quite small, the biggest of them reaching only as high as Dorothy’s waist.
204004.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
იყო კოხტა, პატარა ბოსლებიც, გარს ფაიფურის ღობეები ევლო.
There were also pretty little barns, with china fences around them.
204005.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ ფაიფურის ძროხები და ცხვრები, ცხენები, ღორები თუ ქათმები.
Many cows and sheep and horses and pigs and chickens, all made of china, were standing about in groups.
204006.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
თუმცა, ამ უცნაურ ქვეყანაში ყველაზე საკვირველი მაინც ხალხი იყო.
But the strangest of all were the people who lived in this queer country.
204007.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
იყვნენ ფერად-ფერადი კორსაჟებითა და ოქროსფრად დაწინწკლული კაბებით მორთული მწველავები და მწყემსი გოგონები.
There were milkmaids and shepherdesses, with brightly colored bodices and golden spots all over their gowns.
204008.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
მდიდრული ოქროსფერი, ვერცხლისფერი და იისფერი კაბებით მოკაზმული პრინცესები და ლურჯ-ყვითელ ზოლებდაყოლებულ, მუხლამდე ბრიჯებში გამოწყობილი.
Princesses with most gorgeous frocks of silver and gold and purple; and shepherds dressed in knee breeches with yellow and blue stripes down them.
204009.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
პრინცებს თავს თვალმარგალიტით მოოჭვილი გვირგვინები უმშვენებდათ, ტანს კი – ყარყუმის მანტიები და ფარჩის კამზოლები.
Princes with jeweled crowns upon their heads, wearing ermine robes and satin doublets.
204010.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
იყვნენ სასაცილო ფუშფუშასაყელოიანი, ლოყებზე წითელ ლაქებდახატული და მაღალი, წვეტიანი ქუდებით მორთული კლოუნებიც.
Funny clowns in ruffled gowns, with round red spots upon their cheeks and tall, pointed caps.
204011.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
და რაც ყველაზე უცნაური იყო, ეს ხალხი სულ ფაიფურისა იყო, ტანსაცმელიც ფაიფურისა ეცვათ და ისეთი პაწაწინები იყვნენ, რომ მათში ყველაზე მაღალი დოროთის მუხლამდე თუ ასწვდებოდა.
And, strangest of all, these people were all made of china, even to their clothes, and were so small that the tallest of them was no higher than Dorothy’s knee.
204012.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
მგზავრებს ჯერ არავინ შეხედა, გარდა ერთი იასამნისფერი ფაიფურის თავბომბორა ძაღლისა, რომელიც კედელს მოადგა და წვრილი ხმით აყეფდა, მერე კი ისევ გაიქცა.
No one did so much as look at the travelers at first, except one little purple china dog with an extra-large head, which came to the wall and barked at them in a tiny voice, afterwards running away again.
204013.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– როგორ ჩავიდეთ? – იკითხა დოროთიმ.
– How shall we get down? – asked Dorothy.
204014.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
კიბე იმსიმძიმე იყო, ვერ ამოსწევდნენ, ამიტომ საფრთხობელა კედლიდან გადაეშვა, დანარჩენები კი რიგრიგობით დაახტნენ, რათა მაგარ ზედაპირზე ფეხი არ სტკენოდათ.
They found the ladder so heavy they could not pull it up, so the Scarecrow fell off the wall and the others jumped down upon him so that the hard floor would not hurt their feet.
204015.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– ეს უცნაური ადგილი უნდა გადავიაროთ და იქითა მხარეს გავიდეთ.
– We must cross this strange place in order to get to the other side.
204016.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ფაიფურის ხალხის ქვეყანას გაუყვნენ და ჯერ ფაიფურის მწველავი შემოხვდათ, რომელიც ფაიფურის ძროხას წველიდა.
They began walking through the country of the china people, and the first thing they came to was a china milkmaid milking a china cow.
204017.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ამათ მიახლოებაზე ძროხამ ფეხი გაიქნია და სკამი ხომ აყირავა, ვედროც და მწველავიც ზედ მიაყოლა, ყველანი ჭახანით დაეხეთქნენ ფაიფურის ზედაპირზე.
As they drew near, the cow suddenly gave a kick and kicked over the stool, the pail, and even the milkmaid herself, and all fell on the china ground with a great clatter.
204018.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– ნახეთ, რა ჰქენით!
– See what you have done!
204019.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ჩემს ძროხას ფეხი მოსტყდა, ახლა სახელოსნოში უნდა წავიყვანო და დავაწებებინო.
My cow has broken her leg, and I must take her to the mender’s shop and have it glued on again.
204020.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
მაგრამ კოხტა მწველავი ისეთი გაბრაზებული იყო, რომ პასუხი არ გასცა.
But the pretty milkmaid was much too vexed to make any answer.