მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204041.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– პირქუში ჩანს, – თქვა საფრთხობელამ.
– It seems gloomy, – said the Scarecrow.
204042.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– აქ მთელ სიცოცხლეს გავატარებდი.
– I should like to live here all my life.
204043.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ნახე, რა რბილი და მშრალია დაცვენილი ფოთლები და რა უხვი და მწვანე ბებერ ხეებზე ამოსული ხავსი.
See how soft the dried leaves are under your feet and how rich and green the moss is that clings to these old trees.
204044.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ამაზე სასიამოვნო სახლს არც ერთი ნადირი არ ისურვებდა.
Surely no wild beast could wish a pleasanter home.
204045.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– იქნებ ამ ტყეში მართლაც არიან ნადირები ახლა, – თქვა დოროთიმ.
– Perhaps there are wild beasts in the forest now, – said Dorothy.
204046.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
მანამ იარეს ტყე-ტყე, სანამ ისე არ ჩამობნელდა, რომ სიარული შეუძლებელი გახდა.
They walked through the forest until it became too dark to go any farther.
204047.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
დოროთი, ტოტო და ლომი დასაძინებლად დაწვნენ, საფრთხობელა და რკინის ტყეკაფია კი, ჩვეულებისამებრ, გუშაგად დადგნენ.
Dorothy and Toto and the Lion lay down to sleep, while the Woodman and the Scarecrow kept watch over them as usual.
204048.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
როცა გათენდა, ისევ გზა განაგრძეს.
When morning came, they started again.
204049.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ტოტო აწკმუტუნდა, დანარჩენებს კი არ შეშინებიათ და ისევ გათელილ ბილიკს გაუყვნენ, სანამ მდელოზე არ გავიდნენ, სადაც ასობით სხვადასხვანაირი ნადირი შეყრილიყო.
Toto whimpered a little, but none of the others was frightened, and they kept along the well-trodden path until they came to an opening in the wood, in which were gathered hundreds of beasts of every variety.
204050.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
იყვნენ ვეფხვები და სპილოები, დათვები, მგლები, მელიები და ბუნებისმეტყველებაში ცნობილი ყველა ნადირი.
There were tigers and elephants and bears and wolves and foxes and all the others in the natural history.
204051.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
დოროთის ერთი პირობა შეეშინდა, მაგრამ ლომმა აუხსნა, ცხოველებს თათბირი აქვთ გამართული და ღრენა-ყმუილით ვხვდები, დიდ გასაჭირში არიან ჩავარდნილიო.
For a moment Dorothy was afraid, but the Lion explained that the animals were holding a meeting, and he judged by their snarling and growling that they were in great trouble.
204052.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ამ ლაპარაკში იყო, რომ რამდენიმე ნადირმა დაინახა და დიდი შეკრება თითქოს რაღაც ჯადოქრობით დადუმდა.
As he spoke several of the beasts caught sight of him, and at once the great assemblage hushed as if by magic.
204053.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ყველაზე დიდი ვეფხვი ლომს მოუახლოვდა, თავი დაუკრა და უთხრა: – კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნადირთა მეფევ!
The biggest of the tigers came up to the Lion and bowed, saying: – Welcome, O King of Beasts!
204054.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
სწორედ დროულად ინებე მოსვლა, რათა შეებრძოლო ჩვენს მტერს და კიდევ ერთხელ დაუმკვიდრო მშვიდობა ტყის ყველა ბინადარს.
You have come in good time to fight our enemy and bring peace to all the animals of the forest once more.
204055.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– რა გაგჭირვებიათ? – წყნარად ჰკითხა ლომმა.
– What is your trouble? – asked the Lion quietly.
204056.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– ერთი მძვინვარე მტერი გვემუქრება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოეხეტა ჩვენს ტყეში.
"We are all threatened, by a fierce enemy which has lately come into this forest.
204057.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
უშველებელი ურჩხულია, დიდ ობობას წააგავს, ტანი სპილოსოდენა აქვს, ფეხები კი ხის ტანის სიგრძის .
It is a most tremendous monster, like a great spider, with a body as big as an elephant and legs as long as a tree trunk.
204058.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
რვა გრძელი ფეხი აქვს, დადის ტყეში, დაავლებს რომელიმე ცხოველს ფეხს, გაიქანებს პირში და ისე გადასანსლავს, როგორც ობობა ბუზს.
It has eight of these long legs, and as the monster crawls through the forest he seizes an animal with a leg and drags it to his mouth, where he eats it as a spider does a fly.
204059.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
თათბირი გავმართეთ, რათა გადაგვეწყვიტა, რა გვეღონა და ამ დროს შენც გამოჩნდი.
We had called a meeting to decide how to take care of ourselves when you came among us.
204060.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ლომი წამით დაფიქრდა.
The Lion thought for a moment.