მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204021.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
დოროთი ძალიან დააღონა ამ უბედურმა შემთხვევამ.
Dorothy was quite grieved at this mishap.
204022.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს, – თქვა გულკეთილმა ტყეკაფიამ.
– We must be very careful here, – said the kind-hearted Woodman.
204023.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ცოტა ხანში დოროთის ყველაზე მშვენივრად გამოწყობილი პრინცესა შემოხვდა, რომელიც უცხოების დანახვაზე ჯერ ადგილზე გაშეშდა, მერე კი გაიქცა.
A little farther on Dorothy met a most beautifully dressed young Princess, who stopped short as she saw the strangers and started to run away.
204024.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ფაიფურის გოგონამ შეჰკივლა: – ნუ მომდევთ!
The china girl cried out: - Don’t chase me!
204025.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ისეთი შეშინებული ხმა ჰქონდა, რომ დოროთი შეჩერდა და ჰკითხა: – რატომ?
She had such a frightened little voice that Dorothy stopped and said: - Why not?
204026.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– იმიტომ რომ, – მიუგო პრინცესამ და თვითონაც შეჩერდა, ოღონდ უსაფრთხო მანძილზე, – თუ გავიქცევი, შეიძლება დავვარდე და დავიმტვრე.
– Because, – answered the Princess, also stopping, a safe distance away, – if I run I may fall down and break myself.
204027.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– აი, მისტერ ჯოკერი, ერთ–ერთი ჩვენი კლოუნი, – განაგრძო ფაიფურის გოგონამ, – მუდამ თავზე დადგომას ცდილობს,
– Now there is Mr. Joker, one of our clowns, – continued the china lady, – who is always trying to stand upon his head.
204028.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
მხიარული პატარა კლოუნი მართლაც მათკენ მოდიოდა და დოროთიმ დაინახა, რომ პეწიანი წითელ-ყვითელმწვანე ტანსაცმელი კი ეცვა, მაგრამ სულ ბზარებით იყო დაფარული.
Indeed, a jolly little clown came walking toward them, and Dorothy could see that in spite of his pretty clothes of red and yellow and green he was completely covered with cracks.
204029.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– გაჩუმდით, ბატონო! – უთხრა პრინცესამ, – ვერ ხედავთ, რომ უცხოელები არიან და პატივი უნდა ვცეთ?
– Be quiet, sir! – said the Princess, – Can’t you see these are strangers, and should be treated with respect?
204030.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– სულაც არ მწყინს, – მიუგო დოროთიმ, – მაგრამ თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, რომ ნამდვილად ძალიან შემიყვარდებით.
– Oh, I don’t mind him a bit, – said Dorothy, – But you are so beautiful, that I am sure I could love you dearly.
204031.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
არ გინდათ, კანზასში წაგიყვანოთ და დეიდა ემის ბუხრის თავზე დაგაყენოთ?
Won’t you let me carry you back to Kansas, and stand you on Aunt Em’s mantel?
204032.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– იცით, ამ ქვეყანაში მშვენივრად ვცხოვრობთ, ჩვენს ნებაზე დავდივართ და ვლაპარაკობთ, მაგრამ როგორც კი აქაურობას მოგვაშორებენ, სახსრები იმწამსვე გვიშეშდება და ისღა შეგვიძლია, ვიდგეთ და ლამაზები ვიყოთ.
- You see, here in our country we live contentedly, and can talk and move around as we please, but whenever any of us are taken away our joints at once stiffen, and we can only stand straight and look pretty.
204033.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
რასაკვირველია, როცა ბუხრის თავზე, ვიტრინაში ან სასტუმრო ოთახის მაგიდებზე გვდგამენ, ჩვენგან სხვას არც არაფერს მოელიან, მაგრამ მაინც აქ, ჩვენს ქვეყანაში ყოფნა გვირჩევნია.
Of course, that is all that is expected of us when we are on mantels and cabinets and drawing-room tables, but our lives are much pleasanter here in our own country.
204034.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
დიდი სიფრთხილით გაიარეს ფაიფურის ქვეყანა.
They walked carefully through the china country.
204035.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
ეს კედელი პირველივით მაღალი არ იყო, ამიტომ ლომს ზურგზე შეადგნენ და ყველანი კედლის თავზე აცოცდნენ.
This wall was not so high as the first, however, and by standing upon the Lion’s back they all managed to scramble to the top.
204036.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ პაწია ხალხს ძროხისთვის ფეხის მოტეხვისა და ეკლესიის დანგრევის მეტი არაფერი ვავნეთ.
– I think we were lucky in not doing these little people more harm than breaking a cow’s leg and a church.
204037.
ოზის ჯადოქარი | თავი XX, ფაიფურის სათუთი ქვეყანა
– მართლაც, – თქვა საფრთხობელამ, – კიდევ კარგი, ჩალისა ვარ და იოლად არ დავშავდები.
– They are, indeed, – said the Scarecrow, – and I am thankful I am made of straw and cannot be easily damaged.
204038.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
ძნელი იყო სიარული ისე, რომ ტალახიან ორმოებში არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან ბალახი ისეთი ხშირი იყო, რომ მათ ეფარებოდა.
It was difficult to walk without falling into muddy holes, for the grass was so thick that it hid them from sight.
204039.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– რა მშვენიერი ტყეა, – თქვა ლომმა და ხალისით მიიხედ-მოიხედა.
– This forest is perfectly delightful, – declared the Lion, looking around him with joy.
204040.
ოზის ჯადოქარი | თავი XXI, ლომი ნადირთა მეფე ხდება
– ასეთი სილამაზი ადგილი ჯერ არასდროს მინახავს.
– Never have I seen a more beautiful place.