მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204081.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
სხვა ლოდების უკნიდან თავშეუკავებელი ხარხარი მოისმა და დოროთიმ გორაკის კალთაზე ასობით უხელო თავჩაქუჩა დაინახა, ყოველი ლოდის უკან თითო-თითო იდგა.
A chorus of boisterous laughter came from the other rocks, and Dorothy saw hundreds of the armless Hammer-Heads upon the hillside, one behind every rock.
204082.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ლომი ისე გააბრაზა საფრთხობელას უიღბლობაზე ატეხილმა სიცილმა, რომ ერთი შემზარავად დაიღრიალა და გორაკისკენ გაენთო.
The Lion became quite angry at the laughter caused by the Scarecrow’s mishap, and giving a loud roar he dashed up the hill.
204083.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ისევ სწრაფად გამოექანა თავი და ლომი ისე დაგორდა გორაკზე, თითქოს ზარბაზნის ყუმბარა მოხვდაო.
Again a head shot swiftly out, and the great Lion went rolling down the hill as if he had been struck by a cannon ball.
204084.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
დოროთი გაიქცა და საფრთხობელას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა, მერე დაბეგვილ-დაჟეჟილი ლომი მივიდა და უთხრა: – მაგ თავსროლია ხალხთან ბრძოლას აზრი არა აქვს, მაგათ ვერავინ გაუძლებს.
Dorothy ran down and helped the Scarecrow to his feet, and the Lion came up to her, feeling rather bruised and sore, and said: – It is useless to fight people with shooting heads, no one can withstand them.
204085.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– მაშ, რა ვქნათ? – ჰკითხა მან.
– What can we do, then? – she asked.
204086.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– ფრთოსან მაიმუნებს უხმე, – შესთავაზა რკინის ტყეკაფიამ.
– Call the Winged Monkeys, – suggested the Tin Woodman.
204087.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
მაიმუნები როგორც ყოველთვის სწრაფად გაჩნდნენ და ორიოდე წამში მთელი ხროვა წინ დაუდგა.
The Monkeys were as prompt as ever, and in a few moments the entire band stood before her.
204088.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– რას გვიბრძანებ? – ჰკითხა მაიმუნების მეფემ და თავი მდაბლად დაუკრა.
– What are your commands? – inquired the King of the Monkeys, bowing low.
204089.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
როცა გორაკის თავზე მიფრინავდნენ, თავჩაქუჩები ბრაზით აყვირდნენ და თავები მაღლა აისროლეს, მაგრამ ფრთოსან მაიმუნებს ვერ ასწვდნენ, რომლებმაც მშვიდობიანად გადაატარეს გორაკი დოროთისა და მის თანამგზავრებს და ქოთქოთათა მშვენიერ მხარეში დაუშვეს.
As they passed over the hill the Hammer-Heads yelled with vexation, and shot their heads high in the air, but they could not reach the Winged Monkeys, which carried Dorothy and her comrades safely over the hill and set them down in the beautiful country of the Quadlings.
204090.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– მშვიდობით, დიდი მადლობა, – მიუგო გოგომ.
– Goodbye, and thank you very much, – returned the girl.
204091.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
მაიმუნები ჰაერში აფრინდნენ და წამში გაქრნენ.
The Monkeys rose into the air and were out of sight in a twinkling.
204092.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ერთმანეთს მიდევნებული პურის ყანები მწიფდა, მათ შორის გზები კარგად მოკირწყლული იყო, ჩუხჩუხა ნაკადულებზე კი მძლავრი ხიდები გაედოთ.
There was field upon field of ripening grain, with well-paved roads running between, and pretty rippling brooks with strong bridges across them.
204093.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ღობეები, სახლები და ხიდები კაშკაშა წითლად იყო შეღებილი, ისე როგორც პაჭუნათა მხარეში – ყვითლად და ღეჭიათა მხარეში – ცისფრად.
The fences and houses and bridges were all painted bright red, just as they had been painted yellow in the country of the Winkies and blue in the country of the Munchkins.
204094.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
მაიმუნებმა ისინი ვიღაც ფერმერის სახლთან ახლოს დაუშვეს, მგზავრები სახლთან მივიდნენ და კარზე დააკაკუნეს.
The Monkeys had set them down near a farmhouse, and the four travelers walked up to it and knocked at the door.
204095.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ფერმერის ცოლმა გაუღო და დოროთიმ სთხოვა, ხომ ვერ დაგვაპურებთო, ქალმა კარგი სადილი გაუშალა და ჩაროზად სამნაირი ღვეზელი და ოთხნაირი ნამცხვარი მიართვა, ტოტოს კი – რძით სავსე ფიალა.
It was opened by the farmer’s wife, and when Dorothy asked for something to eat the woman gave them all a good dinner, with three kinds of cake and four kinds of cookies, and a bowl of milk for Toto.
204096.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– რამდენად შორია აქედან გლინდას ციხე-დარბაზი? – ჰკითხა ბავშვმა.
– How far is it to the Castle of Glinda? – asked the child.
204097.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– სამხრეთისკენ იარეთ და მალე მიხვალთ.
– Take the road to the South and you will soon reach it.
204098.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
კეთილ ქალს მადლობა გადაუხადეს, ისევ დაადგნენ გზას და მინდორ-მინდორ იარეს, კოხტა ხიდები გადაიარეს და მათ წინ მშვენიერი ციხე-დარბაზი დაინახეს.
Thanking the good woman, they started afresh and walked by the fields and across the pretty bridges until they saw before them a very beautiful Castle.
204099.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
დოროთის მიახლოებაზე ერთ–ერთმა ჰკითხა: – რამ მოგიყვანათ სამხრეთის ქვეყანაში?
As Dorothy approached, one of them said to her: - Why have you come to the South Country?
204100.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– აქაური მმართველის, კეთილი კუდიანის ნახვა მინდა, – მიუგო მან.
– To see the Good Witch who rules here, – she answered.