მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204101.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
– თქვენი ვინაობა მითხარით და ვკითხავ გლინდას, მიგიღებთ თუ არა.
– Let me have your name, and I will ask Glinda if she will receive you.
204102.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ამათაც უთხრეს, ვინც იყვნენ და ჯარისკაცი გოგო ციხე-დარბაზში შევიდა.
They told who they were, and the girl soldier went into the Castle.
204103.
ოზის ჯადოქარი | თავი XXII, ქოთქოთათა მხარე
ცოტა ხანში გამოვიდა და თქვა, დოროთისაც და დანარჩენებსაც ახლავე მიიღებენო.
After a few moments she came back to say that Dorothy and the others were to be admitted at once.
204104.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
თუმცა, სანამ გლინდასთან მიიყვანდნენ, ციხე–დარბაზის ერთ ოთახში შეიყვანეს, სადაც დოროთიმ პირი დაიბანა და თმა დაივარცხნა, ლომმა ფაფარი მტვრისგან გაიბერტყა, ტყეკაფიამ კი თუნუქი გაიპრიალა და სახსრები დაიზეთა.
Before they went to see Glinda, however, they were taken to a room of the Castle, where Dorothy washed her face and combed her hair, and the Lion shook the dust out of his mane, and the Woodman polished his tin and oiled his joints.
204105.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
როცა ყველამ თავები მოიწესრიგეს, ჯარისკაც გოგოს გაჰყვნენ დიდ დარბაზში, სადაც ლალების ტახტზე კუდიანი გლინდა დაბრძანებულიყო.
When they were all quite presentable they followed the soldier girl into a big room where the Witch Glinda sat upon a throne of rubies.
204106.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
ის ლამაზიც ეჩვენათ და ახალგაზრდაც.
She was both beautiful and young to their eyes.
204107.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
კაბა ქათქათა თეთრი ეცვა, თვალები ცისფერი ჰქონდა და კეთილად უყურებდა პატარა გოგოს.
Her dress was pure white but her eyes were blue, and they looked kindly upon the little girl.
204108.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– რით დაგეხმარო, ჩემო პატარავ? – ჰკითხა მან.
– What can I do for you, my child? – she asked.
204109.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
დოროთიმ უამბო, რაც შეემთხვა: როგორ გადმოისროლა ციკლონმა ოზის ქვეყანაში, როგორ იპოვა თანამგზავრები და რა საოცარი თავგადასავლები გადახდათ.
Dorothy told the Witch all her story: how the cyclone had brought her to the Land of Oz, how she had found her companions, and of the wonderful adventures they had met with.
204110.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ახლა კანზასში დაბრუნებაზე უფრო არაფერი არ მინდა, იმიტომ რომ დეიდა ემს ნამდვილად ეგონება, უბედურება შეემთხვაო და ძაძების ჩაცმას მოინდომებს, არადა, თუ წლევანდელმა მოსავალმა შარშანდელს არ აჯობა, ძია ჰენრი ამდენ ხარჯს ვერ გასწვდება.
– My greatest wish now, is to get back to Kansas, for Aunt Em will surely think something dreadful has happened to me, and that will make her put on mourning, and unless the crops are better this year than they were last, I am sure Uncle Henry cannot afford it."
204111.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ღმერთმა დალოცოს ეგ შენი კეთილი გული, – უთხრა მან, – კანზასში დაბრუნების გზას როგორ არ გასწავლი.
– Bless your dear heart, – she said, – I am sure I can tell you of a way to get back to Kansas.
204112.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ოღონდ ეგ ოქროს ქუდი უნდა მაჩუქო.
– But you must give me the Golden Cap.
204113.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– და, ალბათ, ზუსტად სამჯერ დამჭირდება იმათი სამსახური, – ღიმილით მიუგო გლინდამ.
– And I think I shall need their service just those three times, – answered Glinda, smiling.
204114.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
დოროთიმ ოქროს ქუდი გაუწოდა, კუდიანმა კი საფრთხობელას უთხრა: – რას იზამ, როცა დოროთი დაგვტოვებს?
Dorothy then gave her the Golden Cap, and the Witch said to the Scarecrow: – What will you do when Dorothy has left us?
204115.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ზურმუხტ-ქალაქში დავბრუნდები, – მიუგო იმან, – რადგან ოზმა მმართველად დამნიშნა და ხალხსაც მოვწონვარ.
– I will return to the Emerald City, – he replied, – for Oz has made me its ruler and the people like me.
204116.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
ერთი ის მაწუხებს, თავჩაქუჩა ხალხის გორაკი როგორ გადავიარო.
The only thing that worries me is how to cross the hill of the Hammer-Heads."
204117.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ოქროს ქუდს საშუალებით ფრთოსან მაიმუნებს ვუბრძანებ, ზურმუხტ-ქალაქის ჭიშკართან მიგიყვანონ, – უთხრა გლინდამ, – თორემ სირცვილი იქნება, იქაურ ხალხს ასეთი საოცარი მმართველი რომ გამოვაცალოთ ხელიდან.
– By means of the Golden Cap I shall command the Winged Monkeys to carry you to the gates of the Emerald City, – said Glinda, – for it would be a shame to deprive the people of so wonderful a ruler.
204118.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– მართლა საოცარი ვარ? – ჰკითხა საფრთხობელამ.
– Am I really wonderful? – asked the Scarecrow.
204119.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მერე რკინის ტყეკაფიას მიუბრუნდა და ჰკითხა: – შენ რაღას იზამ, როცა დოროთი ჩვენს ქვეყანას დატოვებს?
Turning to the Tin Woodman, she asked: – What will become of you when Dorothy leaves this country?
204120.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
ტყეკაფია ცულს ჩამოეყრდნო და წამით დაფიქრდა
He leaned on his axe and thought a moment.