მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204121.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– პაჭუნები ძალიან კეთილად მომექცნენ და ავი კუდიანის სიკვდილის შემდეგ უნდოდათ, მმართველად დავესვი.
– The Winkies were very kind to me, and wanted me to rule over them after the Wicked Witch died.
204122.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მეც მომწონს პაჭუნები და დასავლეთის მხარეში რომ დამაბრუნა, იმაზე უფრო არაფერი მომინდებოდა, ვიდრე იმათი ქვეყნის სამუდამო გამგებლობა.
I am fond of the Winkies, and if I could get back again to the Country of the West, I should like nothing better than to rule over them forever.
204123.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ჩემი მეორე ბრძანებაც ეგ იქნება, მაიმუნებს ვეტყვი, უხიფათოდ მიგიყვანონ პაჭუნათა მხარეში.
– My second command to the Winged Monkeys, will be that they carry you safely to the land of the Winkies.
204124.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მერე კუდიანი დიდ, გაბურძგნულ ლომს მიუბრუნდა და ჰკითხა: – როცა დოროთი შინ დაბრუნდება, შენ რაღას იზამ?
Then the Witch looked at the big, shaggy Lion and asked: – When Dorothy has returned to her own home, what will become of you?"
204125.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– თავჩაქუჩათა გორაკის იქით ერთი დიდი, ძველი ტყეა, იქაურმა ნადირებმა თავიანთ მეფედ გამომაცხადეს.
– Over the hill of the Hammer-Heads, lies a grand old forest, and all the beasts that live there have made me their King.
204126.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
იმ ტყეში რომ დამაბრუნა, ჩემს დღეებს იქ ძალიან ბედნიერად გავლევდი.
If I could only get back to this forest, I would pass my life very happily there.
204127.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ესეც ჩემი მესამე ბრძანება, ფრთოსან მაიმუნებს ვეტყვი, იმ შენს ტყეში მიგიყვანონ.
– My third command to the Winged Monkeys, shall be to carry you to your forest.
204128.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მერე კი, ქუდს მაიმუნების მეფეს გადავცემ და ისა და მისი ხროვა სამუდამოდ გათავისუფლდებიან.
Then, I shall give it to the King of the Monkeys, that he and his band may thereafter be free for evermore.
204129.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
საფრთხობელამ, რკინის ტყეკაფიამ და ლომმა კეთილ კუდიანს გულწრფელად გადაუხადეს მადლობა სიკეთისთვის.
The Scarecrow and the Tin Woodman and the Lion now thanked the Good Witch earnestly for her kindness.
204130.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მაგრამ ჩემთვის რომ ჯერ არ გითქვამთ, კანზასში როგორ დავბრუნდე?
– But you have not yet told me how to get back to Kansas?
204131.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– უდაბნოს ეგ ვერცხლის ფეხსაცმელები გადაგატარებს, – უპასუხა გლინდამ,
– Your Silver Shoes will carry you over the desert, – replied Glinda.
204132.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– მათი ძალა რომ გცოდნოდა, იმ დღესვე დაბრუნდებოდი დეიდა ემთან, რა დღესაც ჩვენს ქვეყანაში მოხვდი.
– If you had known their power you could have gone back to your Aunt Em the very first day you came to this country.
204133.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ეგ ყველაფერი მართალია, – თქვა დოროთიმ, – და მიხარია, რომ ჩემს კეთილ მეგობრებს გამოვადექი.
– This is all true, – said Dorothy, – and I am glad I was of use to these good friends.
204134.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– ვერცხლის ფეხსაცმელებს, საოცარი ძალა აქვთ, ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი უნარი კი ის არის, რომ შეუძლიათ სამი ნაბიჯით მიგიყვანონ, სადაც ისურვებ, თანაც ყოველი ნაბიჯი თვალის დახამხამებაში გადაიდგმება.
– The Silver Shoes, have wonderful powers and one of the most curious things about them is that they can carry you to any place in the world in three steps, and each step will be made in the wink of an eye.
204135.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
შენ მხოლოდ სამჯერ შემოჰკარი ქუსლი ქუსლს და უბრძანე ფეხსაცმელებს, იქ წაგიყვანონ, სადაც გინდა.
All you have to do is to knock the heels together three times and command the shoes to carry you wherever you wish to go.
204136.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
– თუ ასეა, – სიხარულით თქვა ბავშვმა, – ვთხოვ, ახლავე წამიყვანონ კანზასში.
- If that is so, - said the child joyfully, - I will ask them to carry me back to Kansas at once.
204137.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მერე ლომს კისერზე მოეხვია, აკოცა და დიდ თავზე ნაზად მოეფერა.
She threw her arms around the Lion’s neck and kissed him, patting his big head tenderly.
204138.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
საფრთხობელასთვის დახატულ სახეზე არ უკოცნია, ამის ნაცვლად რბილ, ჩალით გამოტენილ ტანზე მოეხვია და იგრძნო, რომ თვითონაც ტიროდა, რადგან საყვარელ მეგობრებს ეთხოვებოდა.
But she hugged the soft, stuffed body of the Scarecrow in her arms instead of kissing his painted face, and found she was crying herself at this sorrowful parting from her loving comrades.
204139.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
კეთილი გლინდა ლალის ტახტიდან ჩამობრძანდა და პატარა გოგოს გამოსამშვიდობებელი ამბორი უძღვნა, დოროთიმაც მადლობა გადაუხადა იმ სიკეთისთვის, რაც გლინდამ მასა და მის მეგობრებს მიაგო.
Glinda the Good stepped down from her ruby throne to give the little girl a goodbye kiss, and Dorothy thanked her for all the kindness she had shown to her friends and herself.
204140.
ოზის ჯადოქარი | თავი XXIII, კეთილი კუდიანი გლინდა დოროთის სურვილს უსრულებს
მერე დოროთიმ საზეიმოდ აიყვანა ხელში ტოტო, ერთხელაც თქვა, მშვიდობითო, სამჯერ შემოჰკრა ქუსლი ქუსლს და შესძახა: – შინ, დეიდა ემთან წამიყვანეთ!
Dorothy now took Toto up solemnly in her arms, and having said one last goodbye she clapped the heels of her shoes together three times, saying: – Take me home to Aunt Em!