მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204161.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისტერ დარლინგი ვენდის ეტრაბახებოდა ხოლმე, დედას არა მარტო ვუყვარვარ, არამედ პატივსაც მცემსო.
Mr. Darling used to boast to Wendy that her mother not only loved him but respected him.
204162.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იგი იმ სერიოზულ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, აქციებსა და ობლიგაციებში რომ ერკვევიან.
He was one of those deep ones who know about stocks and shares.
204163.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
სინამდვილეში ამაში ვის რა გაეგება, მაგრამ მან თითქოს მაინც იცოდა და ხშირად ისეთნაირად იტყოდა, აქციების ფასმა აიწია, ობლიგაციებისამ კი დაიწიაო, რომ ნებისმიერი ქალი განიმსჭვალებოდა მისდამი პატივისცემით.
Of course no one really knows, but he quite seemed to know, and he often said stocks were up and shares were down in a way that would have made any woman respect him.
204164.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მათ მაშინ ხატავდა, როცა ხარჯები ჰქონდა დასაჯამებელი.
She drew them when she should have been totting up.
204165.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ეს მისის დარლინგის ვარაუდები იყო.
They were Mrs. Darling's guesses.
204166.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ჯერ ვენდი გაჩნდა, მერე ჯონი და მერე მაიკლი.
Wendy came first, then John, then Michael.
204167.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ვენდი რომ გაჩნდა, ერთ-ორი კვირა გაურკვეველი იყო, დაიტოვებდნენ თუ ვერა მას.
For a week or two after Wendy came it was doubtful whether they would be able to keep her.
204168.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისტერ დარლინგს ძალიანაც ეამაყებოდა ვენდი, მაგრამ პატიოსანი კაცი გახლდათ, ამიტომ მისის დარლინგს საწოლზე ჩამოუჯდა, ხელი ჩაჰკიდა და ხარჯების თვლას მოჰყვა, მისის დარლინგი კი მუდარით შეჰყურებდა მას.
Mr. Darling was frightfully proud of Wendy, but he was very honourable, and he sat on the edge of Mrs. Darling's bed, holding her hand and calculating expenses, while she looked at him imploringly.
204169.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– ერთი გირვანქა და ჩვიდმეტი შილინგი აქა მაქვს,ორი შილინგი და ექვსი პენსიც – სამსახურში.
- I have one pound seventeen here, and two and six at the office.
204170.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
- ერთი წლის განმავლობაში ვიმყოფინებთ კვირაში ცხრას, ცხრასა და შვიდს?
- The question is, can we try it for a year on nine nine seven?
204171.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– ყბაყურა არ დაგავიწყდეს! - – ლამის მუქარით შეახსენებდა და ხელახლა დაიწყებდა.
- Remember mumps, - he warned her almost threateningly, and off he went again.
204172.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– ყბაყურა – ერთი გირვანქა, ოღონდ ამას ისე ვწერ, სინამდვილეში ალბათ, ოცდაათი შილინგი იქნება...
– Mumps one pound, that is what I have put down, but I daresay it will be more like thirty shillings...
204173.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
და ასე მიჰყვებოდა და მიჰყვებოდა, ოღონდ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ჯამდებოდა, თუმცა, ბოლოს როგორღაც მოახერხეს და ვენდი დაიტოვეს.
And so on it went, and it added up differently each time, but at last, Wendy just got through.
204174.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ჯონის თაობაზეც იგივე მღელვარება ჰქონდათ, თუმცა ორივე დაიტოვეს და ცოტა ხანში სამივეს დაინახავდით ქუჩაში ჩამწკრივებულები მიდიოდნენ მისის ფულსომის დაწყებით სკოლაში და გადიაც თან ახლდათ.
There was the same excitement over John, but both were kept, and soon, you might have seen the three of them going in a row to Miss Fulsom's Kindergarten school, accompanied by their nurse.
204175.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მაგრამ რაკი ღარიბები იყვნენ, ეს გადია ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლი გახლდათ, სახელად ნენა, რომელსაც, სანამ დარლინგები დაიქირავებდნენ, პატრონი არ ჰყოლია.
As they were poor, this nurse was a prim Newfoundland dog, called Nana, who had belonged to no one in particular until the Darlings engaged her.
204176.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
დარლინგებმა ნენა კენსინგტონის ბაღებში გაიცნეს, სადაც, ნენა, თუკი ეცალა, თითქმის მუდამ საბავშვო ეტლებში იჭყიტებოდა და ქარაფშუტა გადიების სიძულვილის საგანი გახდა, რადგან სახლამდე გაედევნებოდა ხოლმე და დიასახლისებთან უჩიოდა.
Darlings had become acquainted with her in Kensington Gardens, where she spent most of her spare time peeping into perambulators, and was much hated by careless nursemaids, whom she followed to their homes and complained of to their mistresses.
204177.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ის ფასდაუდებელი გადია გამოდგა.
She proved to be quite a treasure of a nurse.
204178.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ცხადია, ხუხულა ბავშვების ოთახში ედგა.
Of course her kennel was in the nursery.
204179.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ზუსტად ხვდებოდა, როდის იყო ბავშვის ხველა არად ჩასაგდები და როდის უნდა შეეხვია ყელი შალის წინდით.
She had a genius for knowing when a cough is a thing to have no patience with and when it needs stocking around your throat.
204180.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
სიცოცხლის ბოლო წუთამდე ძველებური წამლებისა სჯეროდა, მაგალითად, რევანდის ფოთლებისა, და როცა კი ახალმოდურ მიკრობებსა და მისთანებზე ჩამოაგდებდნენ ლაპარაკს, ზიზღით დაიფრუტუნებდა.
She believed to her last day in old-fashioned remedies like rhubarb leaf, and made sounds of contempt over all this new-fangled talk about germs, and so on.