მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204181.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იმ დღეებში, როცა ჯონს ფეხბურთი ჰქონდა, სვიტერის წაღებას რა დაავიწყებდა, და ქოლგაც მუდამ პირში ჰქონდა გაჩრილი, ვაითუ გაწვიმდესო.
On John's footer days she never once forgot his sweater, and she usually carried an umbrella in her mouth in case of rain.
204182.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისს ფულსომის დაწყებითი სკოლის სარდაფში ერთი ოთახი იყო, სადაც გადიები იცდიან.
There is a room in the basement of Miss Fulsom's school where the nurses wait.
204183.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ისინი სკამებზე ისხდნენ, ნენა კი იატაკზე იწვა, მაგრამ მხოლოდ ამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
They sat on forms, while Nana lay on the floor, but that was the only difference.
204184.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
არც ის სიამოვნებდა, ბავშვების ოთახს მისის დარლინგის მეგობრები რომ ეწვეოდნენ ხოლმე, მაგრამ თუკი მაინც შევიდოდნენ, მაიკლს წინსაფარს ჩამოჰგლეჯდა და ცისფერლენტებიანს ააფარებდა, ვენდის კი კაბას გაუსწორებდა.
She resented visits to the nursery from Mrs. Darling's friends, but if they did come she first whipped off Michael's pinafore and put him into the one with blue braiding, and smoothed out Wendy.
204185.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ნანას სხვა მხრივაც აწუხებდა მას.
Nana also troubled him in another way.
204186.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ყველაზე უფრო მისის დარლინგი მხიარულობდა, რომელიც ისე ბზრიალებდა, რომ მხოლოდ ის კოცნა მოუჩანდა.
And gayest of all was Mrs. Darling, who would pirouette so wildly that all you could see of her was the kiss.
204187.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იმათზე უბრალო, ბედნიერ ოჯახს არასდროს უარსებია, სანამ პიტერ პენი არ გამოჩნდა.
There never was a simpler happier family until the coming of Peter Pan.
204188.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისის დარლინგმა პიტერის ამბავი პირველად მაშინ შეიტყო, როცა შვილებს აზრებს ულაგებდა.
Mrs. Darling first heard of Peter when she was tidying up her children's minds.
204189.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
აი, მუხლებზე დაჩოქილა, დამცინავი ღიმილით შესცქერის ზოგიერთ ფიქრს და აინტერესებს, საიდან გაჩნდა შენს თავში, ზოგი ფიქრის აღმოჩენა სიამესა ჰგვრის, ზოგი – არც ისე, ერთ ფიქრს რომ კნუტივით მიიხუტებს ლოყაზე, მეორეს საჩქაროდ სადღაც მიმალავს.
You would see her on her knees, I expect, lingering humorously over some of your contents, wondering where on earth you had picked this thing up, making discoveries sweet and not so sweet, pressing this to her cheek as if it were as nice as a kitten, and hurriedly stowing that out of sight.
204190.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
დილით, როცა გაგეღვიძება, ძილში ჩაყოლილი ურჩობა და ბრაზი დახვეული და გონების სიღრმეში იქნება ჩაკეცილი, ხოლო რაც რამ საუკეთესო გიფიქრია, გამოსაჩენ ადგილას იქნება გადაფენილი.
When you wake in the morning, the naughtiness and evil passions with which you went to bed have been folded up small and placed at the bottom of your mind and on the top, beautifully aired, are spread out your prettier thoughts.
204191.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
არ ვიცი, გინახავს თუ არა ოდესმე ადამიანის ფიქრების რუკა.
I don't know whether you have ever seen a map of a person's mind.
204192.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ისინი, ალბათ, კუნძულის გზებია, რადგან არლანდია, ასე თუ ისე, მაინც კუნძულია, სადაც აქა-იქ გასაოცარი ფერები იფრქვევა.
These are probably roads in the island, for the Neverland is always more or less an island, with astonishing splashes of colour here and there,
204193.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
აქვეა სკოლაში წასვლის პირველი დღე, რელიგია, მღვდლები, მრგვალი ტბორი, მკვლელობები, ჩამოხრჩობები, გარდამავალი ზმნები, შოკოლადის პუდინგის დღე, კბილების გასასწორებელი ბრეკეტების ჩამოცმა, სამი პენსი ჯილდოდ, თუ მორყეულ კბილს შენ თვითონვე ამოიღებ და ასე შემდეგ.
There is also first day at school, religion, fathers, the round pond, murders, hangings, chocolate pudding day, getting into braces, three-pence for pulling out your tooth yourself, and so on.
204194.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ჯონთან, მაგალითად, ლაგუნა იყო, ლაგუნის თავზე ფლამინგოები დაფრინავდნენ და ჯონი იმ ფლამინგოებზე ნადირობდა, ხოლო მაიკლთან, რომელიც ჯერ მთლად პატარა გახლდათ, ლაგუნები დაფრინავდნენ ფლამინგოს თავზე.
John's, for instance, had a lagoon with flamingoes flying over it at which John was shooting, while Michael, who was very small, had a flamingo with lagoons flying over it.
204195.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ჯონი ქვიშაზე ამოთრეულ, გადაპირქვავებულ ნავში ცხოვრობდა, მაიკლი ვიგვამში, ხოლო ვენდი ერთმანეთზე მიგვირისტებული ფოთლებისგან შეთხზულ სახლში.
John lived in a boat turned upside down on the sands, Michael in a wigwam, Wendy in a house of leaves deftly sewn together.
204196.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ჯონს მეგობრები არ ჰყავდა, მაიკლს ჰყავდა, ოღონდ ღამღამობით, ვენდის კი მშობლებისგან მიტოვებული მგლის ლეკვი ჰყავდა, თუმცა, არლანდიები მაინც ოჯახის წევრებივით ჰგვანან ერთმანეთს, და ერთხელაც რომ ჩაამწკრივო და წყნარად დააყენო, მაშინვე დაინახავ, რომ ცხვირები სულმთლად ერთნაირი აქვთმ
John had no friends, Michael had friends at night, Wendy had a pet wolf forsaken by its parents, but on the whole the Neverlands have a family resemblance, and if they stood still in a row you could say of them that they have each other's nose.
204197.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იქ ჩვენც ვყოფილვართ და ჯერაც გვესმის ზღვის მოქცევის ხმა, თუმცა იქ ფეხის დადგმა აღარ გვიწერია.
We too have been there, we can still hear the sound of the surf, though we shall land no more.
204198.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
რაც კი ქვეყნად მომხიბლავი კუნძულია, არლანდია იმათგან ყველაზე მყუდროა და მოხერხებული.
Of all delectable islands the Neverland is the snuggest and most compact.
204199.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
დღისით, როცა თამაშობ და არლანდია ვითომ სკამები და სუფრაა, იქაურობა ოდნავაც არ დაგაფრთხობს, მაგრამ საღამოს, დაძინებამდე ორი წუთით ადრე, რეალური ხდება.
When you play at it by day with the chairs and table-cloth, it is not in the least alarming, but in the two minutes before you go to sleep it becomes very real.
204200.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისის დარლინგი ხანდახან ისეთ რამესაც წააწყდებოდა, რასაც ვერ იგებდა, ამ გაუგებრობებიდან ყველაზე გამოუცნობი ერთი სიტყვა იყო „პიტერი“.
Occasionally Mrs. Darling found things she could not understand, and of these quite the most perplexing was the word, Peter.