მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204221.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– ფოთლები ხომ ფანჯარასთან ეყარა, დედა?
– Were not the leaves at the foot of the window, mother?
204222.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ფოთლები მართლაც ფანჯარასთან ძალიან ახლოს იპოვეს.
It was quite true, the leaves had been found very near the window.
204223.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისის დარლინგმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა, რადგან ვენდისთვის ეს ამბავი ისეთი ნამდვილი იყო, რომ ვერ ეტყოდა, ალბათ დაგესიზმრაო.
Mrs. Darling did not know what to think, for it all seemed so natural to Wendy that you could not dismiss it by saying she had been dreaming.
204224.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– შვილო, – შეჰკივლა დედამ, – რატომ აქამდე არ მითხარი?
– My child, – the mother cried, – why did you not tell me of this before?
204225.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– დამავიწყდა, – უდარდელად მიუგო ვენდიმ.
– I forgot, – said Wendy lightly.
204226.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მას საუზმეზე ეჩქარებოდა.
She was in a hurry to get her breakfast.
204227.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ეს ნამდვილად დაესიზმრა მას.
Surely she must have been dreaming.
204228.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისის დარლინგმა ძალიან გულდასმით დაათვალიერა ისინი.
Mrs. Darling examined them very carefully.
204229.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
სანთელი აიღო და იატაკი ხოხვით შემოიარა, იქნებ უცხო ფეხის კვალს წავაწყდეო.
She crawled about the floor, peering at it with a candle for marks of a strange foot.
204230.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ცეცხლსაჩხრეკი საკვამურში შეჰყო და კედლებზე მიაკაკუნ-მოაკაკუნა.
She rattled the poker up the chimney and tapped the walls.
204231.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ფანჯრიდან ტროტუარზე საზომი ლენტი ჩაუშვა, კარგა ოცდაათი ფუტი გამოვიდა, თან, გვერდით საწვიმარი მილიც არ იყო, რომ იმაზე ამომძვრალიყო ვინმე.
She let down a tape from the window to the pavement, and it was a sheer drop of thirty feet, without so much as a spout to climb up by.
204232.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ეტყობა, ვენდის მართლაც დაესიზმრა.
Certainly Wendy had been dreaming.
204233.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
არადა, ვენდის არ დასიზმრებია, და ეს ამბავი მეორე ღამითვე გაირკვა, კაცმა რომ თქვას, სწორედ მაშინ დაიწყო ამ ბავშვების უჩვეულო თავგადასავალი.
But Wendy had not been dreaming, as the very next night showed, the night on which the extraordinary adventures of these children may be said to have begun.
204234.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იმ ღამით, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ბავშვები კვლავ ლოგინებში იწვნენ.
On the night we speak of all the children were once more in bed.
204235.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ნენას დასვენების საღამო ჰქონდა და შვილები მისის დარლინგმა აბანავა, მერე ძილისპირულიც უმღერა, იქამდე უმღეროდა, სანამ სათითაოდ არ გაუშვეს ხელი და ძილის ქვეყანაში არ გასხლტნენ.
It happened to be Nana's evening off, and Mrs. Darling had bathed them and sung to them till one by one they had let go her hand and slid away into the land of sleep.
204236.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ისეთი უშფოთველები და ყოველგვარი ხიფათისგან დაცულები ჩანდნენ, რომ მას თავისი შიში სასაცილოდ მოეჩვენა, ბუხართან მოიკალათა და საკერავი მოიმარჯვა.
All were looking so safe and cosy that she smiled at her fears now and sat down tranquilly by the fire to sew.
204237.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
შეხედე, აი, ოთხივენი, იქით ვენდი და მაიკლი, აქეთ ჯონი, ბუხართან კი მისის დარლინგი,
Look at the four of them, Wendy and Michael over there, John here, and Mrs. Darling by the fire.
204238.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მეოთხე ლამპაც უნდა ყოფილიყო.
There should have been a fourth night-light.
204239.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ბიჭის დანახვაზე არ შეშფოთებულა, რადგან გაიფიქრა, რომ ის წინათაც მინახავს უშვილო ქალების სახეზე, და იქნებ ზოგიერთი დედის სახეზეც კი შემიმჩნევიაო.
He did not alarm her, for she thought she had seen him before in the faces of many women who have no children, perhaps he is to be found in the faces of some mothers also.
204240.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
თავისთავად, ეს სიზმარი დიდი არაფერი იქნებოდა, მაგრამ სანამ მას ეძინა, ბავშვების ოთახის ფანჯარა ერთბაშად გაიღო და იატაკზე ბიჭი დახტა.
The dream by itself would have been a trifle, but while she was dreaming the window of the nursery blew open, and a boy did drop on the floor.