მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204201.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ეს სახელი გამორჩეულად დიდი ასოებით ეწერა და, მისის დარლინგი რომ დააკვირდა, ისიც კი იფიქრა, რაღაც უტიფარი ჩანსო.
The name stood out in bolder letters than any of the other words, and as Mrs. Darling gazed she felt that it had an oddly cocky appearance.
204202.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– ჰო, მაგრამ ვინ არის, ჩემო კარგო?
- But who is he, my pet?
204203.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისის დარლინგი ჯერ ვერ მიხვდა, მაგრამ მერე, ფიქრებით ბავშვობას რომ გადასწვდა, მართლაც მოაგონდა ვინმე პიტერ პენი, რომელზეც ამბობდნენ, ფერიებთან ერთად ცხოვრობსო.
At first Mrs. Darling did not know, but after thinking back into her childhood she just remembered a Peter Pan who was said to live with the fairies.
204204.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იმ დროს მისი თვითონაც სჯეროდა, მაგრამ ახლა, გათხოვილსა და ჭკუადამჯდარს, ეჭვი შეეპარა, ასეთი ვინმე არსებობდა თუ არა/
She had believed in him at the time, but now that she was married and full of sense she quite doubted whether there was any such person.
204205.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– თანაც, ამასობაში ხომ დიდი გახდებოდა.
– Besides, he would be grown up by this time.
204206.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– სულაც არ არის დიდი!
– Oh no, he isn't grown up!
204207.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
დამაჯერებლად მიუგო ვენდიმ: – ზუსტად ჩემხელაა
Wendy assured her confidently: – he is just my size.
204208.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
თვითონაც არ იცოდა, საიდან იცოდა, მაგრამ იცოდა კია.
She didn't know how she knew, she just knew it.
204209.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მისის დარლინგმა ეს ამბავი მისტერ დარლინგს უამბო, მაგრამ იმას მხოლოდ აგდებულად გაეღიმა.
Mrs. Darling consulted Mr. Darling, but he smiled pooh-pooh.
204210.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– დაიხსომე ჩემი სიტყვა, მაგ სისულელეს ნენა ჩააგონებდა.
- Mark my words, it is some nonsense Nana has been putting into their heads.
204211.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
თუმცა, არაფერმაც არ გაიარა, და ცოტა ხანში იმ აბეზარმა ბიჭმა მისის დარლინგს შიშით გული გაუხეთქა.
But it would not blow over and soon the troublesome boy gave Mrs. Darling quite a shock.
204212.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ხანდახან ბავშვებს ყოვლად უცნაური თავგადასავლები გადახდებათ ხოლმე, რომლებიც ოდნავაც არ აფრთხობთ.
Children have the strangest adventures without being troubled by them.
204213.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
აი, მაგალითად, შეიძლება სხვათა შორის თქვან, წინა კვირას ტყეში ჩვენი გარდაცვლილი მამა შეგვხვდა და ვეთამაშეთო.
For instance, they may remember to mention, a week after the event happened, that when they were in the wood they had met their dead father and had a game with him.
204214.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ერთ დილას სწორედ ასე, სასხვათაშორისოდ გაუმხილა ვენდიმ დედას შემაშფოთებელი ამბავი.
It was in this casual way that Wendy one morning made a disquieting revelation.
204215.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ბავშვების ოთახში, იატაკზე, ხის ფოთლები ეყარა, რომლებიც წინა ღამეს, დაძინებისას, ცხადია, არ ყოფილა, და როცა მისის დარლინგი მკითხაობას მოჰყვა, ნეტავ ვინ მოიტანაო, ვენდიმ შემწყნარებლური ღიმილით უთხრა.
Some leaves of a tree had been found on the nursery floor, which certainly were not there when the children went to bed, and Mrs. Darling was puzzling over them when Wendy said with a tolerant smile.
204216.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– საძაგელი ბიჭი, ფეხები მაინც დაიწმინდოს! – ამოიოხრა ვენდიმ.
- It is so naughty of him not to wipe his feet, - Wendy said, sighing.
204217.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ის წესრიგის მოყვარული ბავშვი იყო.
She was a tidy child.
204218.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
დალაგებულად აუხსნა დედას, ღამღამობით პიტერი, მგონი, ოთახში შემოდის, საწოლის თავზე ჩამომიჯდება და სალამურს უკრავსო.
She explained in quite a matter-of-fact way that she thought Peter sometimes came to the nursery in the night and sat on the foot of her bed and played on his pipes to her.
204219.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
გაღვიძებით, სამწუხაროდ, ერთხელაც არ გაღვიძებია, ამიტომ საიდან იცოდა არ იცოდა, მაგრამ იცოდა კია.
Unfortunately she never woke, so she didn't know how she knew, she just knew.
204220.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
– მგონი, ფანჯრიდან შემოდის, – მიუგო მან.
– I think he comes in by the window, – she said.