მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204241.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ბიჭს რაღაც უცნაური შუქი შემოჰყვა, ასე, შენი მუჭისოდენა, რომელიც ცოცხალივით აწყდებოდა აქეთ-იქით და, მგონი, სწორედ ამ შუქმა გააღვიძა მისის დარლინგი.
He was accompanied by a strange light, no bigger than your fist, which darted about the room like a living thing and I think it must have been this light that wakened Mrs. Darling.
204242.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
მან შეჰყვირა და წამოხტა, მერე ბიჭი დაინახა და როგორღაც მაშინვე მიხვდა, პიტერ პენი იქნებაო.
She started up with a cry, and saw the boy, and somehow she knew at once that he was Peter Pan.
204243.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
იქ რომ მე, შენ ან ვენდი ვყოფილიყავით, დავინახავდით, რომ ბიჭი ძალიან ჰგავდა მისის დარლინგის კოცნას.
If you or I or Wendy had been there we should have seen that he was very like Mrs. Darling's kiss.
204244.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
ის ლამაზი იყო, ტანს ხის ფისით შეწებებული ხმელი ფოთლები უფარავდა, თუმცა, ყველაზე უფრო იმით მოგხიბლავდათ, რომ სარძევე კბილები ჯერაც არ მოეცვალა.
He was a lovely boy, clad in skeleton leaves and the juices that ooze out of trees but the most entrancing thing about him was that he had all his first teeth.
204245.
პიტერ პენი | თავი 1, პიტერის შემოჭრა
როდესაც დაინახა, რომ ის უფროსი ადამიანი იყო, ის თავისი პატარა, მარგალიტივით კბილები გაუღრჭიალა.
When he saw she was a grown-up, he gnashed the little pearls at her.
204246.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მისის დარლინგმა შეჰკივლა და იმწამსვე, თითქოს ზარის პასუხადო, კარი გაიღო და ნენამ შემოირბინა
Mrs. Darling screamed, and, as if in answer to a bell, the door opened, and Nana entered.
204247.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მან დაიღრინა და ბიჭისკენ ისკუპა, რომელიც მკვირცხლად გადაეშვა ფანჯრიდან.
She growled and sprang at the boy, who leapt lightly through the window.
204248.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მისის დარლინგმა ისევ შეჰკივლა, ამჯერად იმის შეეშინდა, რომ ბიჭი მოკვდა და ქუჩაში ჩაქანდა, რომ მისი პატარა სხეული მოეძებნა, მაგრამ იქ არაფერი იყო.
Again Mrs. Darling screamed, this time in distress for him, for she thought he was killed, and she ran down into the street to look for his little body, but it was not there.
204249.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ბავშვების ოთახში დაბრუნებულმა დაინახა, რომ ნენას კბილებში რაღაც ეჭირა, რომელიც იმ ბიჭის ჩრდილი გამოდგა.
She returned to the nursery, and found Nana with something in her mouth, which proved to be the boy's shadow.
204250.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მისის დარლინგმა ჩრდილი გულდასმით დაათვალიერა, მაგრამ ის სავსებით ჩვეულებრივი იყო.
You may be sure Mrs. Darling examined the shadow carefully, but it was quite the ordinary kind.
204251.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
სამწუხაროდ, მისის დარლინგი მას ფანჯარაში გაკიდებულს ვერ დატოვებდა, რადგან საცვალს წააგავდა და სახლს პეწს უკარგავდა.
But unfortunately Mrs. Darling could not leave it hanging out at the window, it looked so like the washing and lowered the whole tone of the house.
204252.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მან გადაწყვიტა, დაეგრაგნა ჩრდილი და საგულდაგულოდ მიემალა უჯრაში, სანამ ხელსაყრელი დრო დადგებოდა, ქმრისთვის ეთქვა.
She decided to roll the shadow up and put it away carefully in a drawer, until a fitting opportunity came for telling her husband.
204253.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
შესაძლებლობა ერთი კვირის შემდეგ მიეცა, იმ დაუვიწყარ პარასკევს.
The opportunity came a week later, on that never-to-be-forgotten Friday.
204254.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
რაღა თქმა უნდა, პარასკევი გახლდათ.
Of course it was a Friday.
204255.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მას კლასიკური განათლება ჰქონდა მიღებული.
He had had a classical education.
204256.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ასე ისხდნენ ყოველ საღამოს და იმ საბედისწერო პარასკევს იხსენებდნენ, სანამ მისი ყველა წვრილმანი გონებაში არ ჩაებეჭდათ და ტვიფარმა მეორე მხარეს არ გაატანა, როგორც ყალბ მონეტებზე ხდება ხოლმე.
They sat thus night after night recalling that fatal Friday, till every detail of it was stamped on their brains and came through on the other side like the faces on a bad coinage.
204257.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– რა იქნებოდა, 27 ნომერში სადილად რომ მიგვიპატიჟეს, უარი მეთქვა! – ამბობდა მისის დარლინგი.
- If only I had not accepted that invitation to dine at 27, - Mrs. Darling said.
204258.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– რა იქნებოდა, ის წამალი ნენასთვის ჯამში არ ჩამესხა, – ამბობდა მისტერ დარლინგი.
- If only I had not poured my medicine into Nana's bowl,- said Mr. Darling.
204259.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– რა იქნებოდა, თავი მომეკატუნებინა, ვითომ ის წამალი მომეწონა, – ამბობდა ნენას სველი თვალები.
- If only I had pretended to like the medicine, - was what Nana's wet eyes said.
204260.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ის არამზადა! – წამოიყვირებდა მისტერ დარლინგი და ნენაც ყეფით ბანს აძლევდა, მისის დარლინგს კი ერთხელაც არ გაულანძღავს პიტერი.
- That fiend! - Mr. Darling would cry, and Nana's bark was the echo of it, but Mrs. Darling never upbraided Peter.