მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204261.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ასე ისხდნენ ხოლმე ბავშვების ცარიელ ოთახში და სიყვარულით იხსენებდნენ იმ საშინელი საღამოს ყველა წვრილმანს.
They would sit there in the empty nursery, recalling fondly every smallest detail of that dreadful evening.
204262.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
არადა, ის საღამოც ჩვეულებრივად დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც ასობით სხვა საღამო დაწყებულა, ნენამ მაიკლს საბანაოდ წყალი მოუმზადა, მერე კი ზურგზე შეისვა.
It had begun so uneventfully, so precisely like a hundred other evenings, with Nana putting on the water for Michael's bath and carrying him to it on her back.
204263.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– არ მინდა დაწოლა! – ყვიროდა მაიკლი, რადგან ჯერაც სჯეროდა, ამ საკითხზე ბოლო სიტყვა მე უნდა ვთქვაო, – არა, არა, ნენა ჯერ ექვსიც არ გამხდარა.
– I won't go to bed, – he had shouted, like one who still believed that he had the last word on the subject, – I won't, I won't, Nana, it isn't six o'clock yet.
204264.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ნენა, იცოდე, აღარ მეყვარები.
I shan't love you anymore, Nana.
204265.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ამ დროს მისის დარლინგი შემოვიდა, თეთრ სამეჯლისო კაბაში გამოწყობილიყო.
Then Mrs. Darling had come in, wearing her white evening-gown.
204266.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ადრიანად მოემზადა, რადგან ვენდის ძალიან უყვარდა, როცა მას სამეჯლისო კაბა ეცვა.
She had dressed early because Wendy so loved to see her in her evening-gown.
204267.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ვენდის ძალიან უყვარდა, დედას სამაჯურს რომ ათხოვებდა ხოლმე.
Wendy loved to lend her bracelet to her mother.
204268.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– სიხარულით გატყობინებთ, მისის დარლინგ, რომ დედა ბრძანდებით, – ზუსტად ისეთი ხმით, როგორითაც, ალბათ, სინამდვილეში იტყოდა მისტერ დარლინგი.
– I am happy to inform you, Mrs. Darling, that you are now a mother, – in just such a tone as Mr. Darling himself may have used on the real occasion.
204269.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ვენდი სიხარულით აცეკვდა, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი მისის დარლინგი იზამდა.
Wendy had danced with joy, just as the real Mrs. Darling must have done.
204270.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მერე ჯონი დაიბადა, ოღონდ უფრო დიდი ზარ-ზეიმით, რადგან, მისი აზრით, მამაკაცის დაბადებას სწორედ ასე შეჰფერის, ამ დროს სააბაზანოდან მაიკლი გამოვიდა და ითხოვა, ახლა მე დავიბადებიო, მაგრამ ჯონმა მიახალა, მეტი აღარ გვინდაო.
Then John was born, with the extra pomp that he conceived due to the birth of a male, and Michael came from his bath to ask to be born also, but John said brutally that they did not want any more.
204271.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მაიკლი კინაღამ ატირდა.
Michael had nearly cried.
204272.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– არავის ვუნდივარო, – რასაც სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ცხადია, ვერ აიტანდა.
– Nobody wants me, – he said, and of course, the lady in the evening dress could not stand that.
204273.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მე მინდა, – თქვა მან, – ძალიან მინდა მესამე ბავშვი.
– I do, – she said, – I so want a third child.
204274.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ბიჭი თუ გოგო? – ლამის უიმედოდ ჰკითხა მაიკლმა.
– Boy or girl? – asked Michael, not too hopefully.
204275.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
განა ისეთი რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მისტერ და მისის დარლინგები და ნენა მაინც იხსენებდნენ, ეს ხომ მაიკლის ბოლო საღამო იყო ბავშვების ოთახში.
Such a little thing for Mr. and Mrs. Darling and Nana to recall now, but not so little if that was to be Michael's last night in the nursery.
204276.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ამ დროს იყო, ქარბორბალასავით რომ შემოვიჭერი? – ამბობდა მისტერ დარლინგი და თავი ეზიზღებოდა, არადა, მართლაც ქარბორბალასავით იყო.
– It was then that I rushed in like a tornado, wasn't it? – Mr. Darling would say, scorning himself; and indeed he had been like a tornado.
204277.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
თუმცა, ალბათ, მას კიდევაც ჰქონდა გასამართლებელი საბუთი.
Perhaps there was some excuse for him.
204278.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ისიც წვეულებაზე წასასვლელად ემზადებოდა, და ყველაფერი კარგად მიუდიოდა, სანამ საქმე ჰალსტუხზე არ მიდგა.
He, too, had been dressing for the party, and all had gone well with him until he came to his tie.
204279.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
გაოგნდები, ამას რომ გეტყვი, მაგრამ ამ კაცს, რომელიც აქციებსა და ობლიგაციებში ერკვეოდა, ჰალსტუხისთვის ვერაფერი მოეხერხებინა.
It is an astounding thing to have to tell, but this man, though he knew about stocks and shares, had no mastery of his tie.
204280.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ჰალსტუხი ხან უბრძოლველად ნებდებოდა, ხან კი საქმე ისე წავიდოდა, რომ მთელ ოჯახს ერჩივნა, მისტერ დარლინგს სიამაყე დაევიწყებინა და მზა, წინასწარ გაკვანძული ჰალსტუხით ესარგებლა.
Sometimes the tie yielded to him without a contest, but there were occasions when it would have been better for the house if he had swallowed his pride and used a made-up tie.