მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204281.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ის ბავშვების ოთახში შეიჭრა, ხელში იმ პატარა, არამზადა ჰალსტუხს ჭმუჭნიდა.
He came rushing into the nursery with the crumpled little brute of a tie in his hand.
204282.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ეს ჰალსტუხი არ მეხვევა!
This tie, it will not tie!
204283.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ეტყობა, იფიქრა, მისის დარლინგზე სათანადო შთაბეჭდილება ვერ მოვახდინეო და მრისხანედ განაგრძო.
He thought Mrs. Darling was not sufficiently impressed, and he went on sternly,
204284.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– გაფრთხილებ, დედა, თუ ეს უმაქნისი ჰალსტუხი ყელზე არ შემეკრა, დღეს სადილზე არ წავალთ.
– I warn you of this, mother, that unless this tie is round my neck we don't go out to dinner to-night.
204285.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
თუ სამსახურში აღარ ვივლი, მე და შენ შიმშილობა მოგვიწევს, ჩვენი შვილები კი ქუჩაში ამოყოფენ თავს.
If I don't go to the office again, you and I starve, and our children will be flung into the streets.
204286.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მოდი, მე ვცდი, ჩემო კარგო, – უთხრა მან.
– Let me try, dear, – she said.
204287.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ისიც ხომ სწორედ ამის სათხოვნელად შემოვიდა და სანამ მისი კოხტა, გრილი თითებით უკვანძავდა ჰალსტუხს, ბავშვები გარს ეხვივნენ და ელოდნენ, როგორ გადაწყდებოდა მათი ბედი.
Indeed that was what he had come to ask her to do, and with her nice cool hands she tied his tie for him, while the children stood around to see their fate decided.
204288.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
დაუდევრად გადაუხადა მადლობა მისის დარლინგს, ის თავისი მრისხანებაც იქვე დაავიწყდა, და წუთიც არ გასულა, რომ მაიკლი ზურგზე ჰყავდა შემოსმული და ოთახში ცეკვავდა.
He thanked her carelessly, at once forgot his rage, and in another moment was dancing round the room with Michael on his back.
204289.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– აჰ, ჯორჯ, გახსოვს, უცებ მაიკლმა რომ მკითხა, დედა, მე და შენ როგორ გავიცანით ერთმანეთიო?
- O George, do you remember Michael suddenly said to me, how did you get to know me, mother?
204290.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
გართობა ნენას გამოჩენით დამთავრდა, რომელსაც, საუბედუროდ, მისტერ დარლინგი დაეჯახა და შარვალი გაუბეწვიანდა.
The romp had ended with the appearance of Nana, and most unluckily Mr. Darling collided against her, covering his trousers with hairs.
204291.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ის შარვალი არა მარტო ახალი, არამედ მის ცხოვრებაში პირველი ყაითნიანი შარვალი გახლდათ, და მისტერ დარლინგმა ტუჩი მოიკვნიტა, რომ არ ატირებულიყო.
They were not only new trousers, but they were the first he had ever had with braid on them, and he had had to bite his lip to prevent the tears coming.
204292.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– რას ამბობ, ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, იცის, რომ სული აქვთ.
– Oh no, dear one, I feel sure she knows they have souls.
204293.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მისის დარლინგმა იგრძნო, თუ სათქმელია, ახლა უნდა ვუთხრა იმ ბიჭის შესახებ.
It was an opportunity, his wife felt, for telling him about the boy.
204294.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– არ მეცნობა, მაგრამ არამზადას კი ჰგავს.
– It is nobody I know, but it does look a scoundrel.
204295.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ნენა, კბილებით ვეღარასოდეს დაიჭერ წამლის ბოთლს, და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.
You will never carry the bottle in your mouth again, Nana, and it is all my fault.
204296.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მასაც ჰქონდა თავისი სისუსტე, ეგონა, მთელი სიცოცხლე უშიშრად ვსვამდი წამლებსო, და ამიტომ, როცა მაიკლმა ნენას პირში გარჭობილი კოვზი აირიდა, შვილი დატუქსა: – კაცურად მოიქეცი, მაიკლ!
If he had a weakness, it was for thinking that all his life he had taken medicine boldly, and so now, when Michael dodged the spoon in Nana's mouth, he had said reprovingly: - Be a man, Michael.
204297.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ნუ ანებივრებ, დედა! – მიაძახა მას.
– Mother, don't pamper him, – he called after her.
204298.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მაიკლ, შენი ხნისა რომ ვიყავი, წუწუნის გარეშე ვსვამდი წამლებს.
– Michael, when I was your age I took medicine without a murmur.
204299.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ის წამალი, შენ რომ ხანდახან სვამ, ხომ უფრო საზიზღარია, მამა?
– That medicine you sometimes take, father, is much nastier, isn't it?
204300.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ამ წუთშივე დავლევდი და მაგალითს გიჩვენებდი, მაიკლ, ის ბოთლი რომ არ დამკარგვოდა.
– I would take it now as an example to you, Michael, if I hadn't lost the bottle.