მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204301.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
სინამდვილეში დაეკარგა კი არა, ერთხელ, უკუნეთ ღამით, გარდერობის თავზე აძვრა და იქ გადამალა.
He had not exactly lost it, he had climbed in the dead of night to the top of the wardrobe and hidden it there.
204302.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
რა იცოდა, რომ ერთგულმა ლაიზამ იპოვა და ისევ პირსაბანის მაგიდაზე ჩამოუდგა.
What he did not know was that the faithful Liza had found it, and put it back on his wash-stand.
204303.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მე ვიცი, სადაც არის, მამა! – წამოიძახა ვენდიმ, რომელიც ყოველთვის დაუზარელი იყო.
– I know where it is, father! – Wendy cried, always glad to be of service.
204304.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მოგიტან, – და, სანამ მამა შეაჩერებდა, მოკურცხლა.
– I'll bring it, – and she was off before he could stop her.
204305.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
საზიზღარი, წებია და ტკბილია.
It's that nasty, sticky, sweet kind.
204306.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– გული ამერევა, – მუქარით უთხრა მისტერ დარლინგმა.
- I shall be sick, you know, - Mr. Darling said threateningly.
204307.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ვენდი საკმაოდ გაოგნდა.
Wendy was quite puzzled.
204308.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– საქმე ისაა, რომ მე ჭიქაში იმაზე მეტი მისხია, ვიდრე მაიკლს კოვზზე.
– The point is, that there is more in my glass than in Michael's spoon.
204309.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მამა, გელი, – ცივად უთხრა მაიკლმა.
– Father, I am waiting, – said Michael coldly.
204310.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მე არ მეშინია.
- I'm not frightened.
204311.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– არც მე მეშინია.
- Neither am I frightened.
204312.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ვენდის ბრწყინვალე აზრი მოუვიდა.
Wendy had a splendid idea.
204313.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ორივემ ერთად რომ დალიოთ?
- Why not both take it at the same time?
204314.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მზადა ხარ, მაიკლ?
- Are you ready, Michael?
204315.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ვენდიმ დაითვალა, ერთი, ორი, სამიო, და მაიკლმა დალია წამალი, მისტერ დარლინგმა კი ზურგს უკან დამალა.
Wendy gave the words, one, two, three, and Michael took his medicine, but Mr. Darling slipped his behind his back.
204316.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მაიკლმა მრისხანედ დაიღრიალა, ხოლო ვენდიმ კი წამოიძახა.
There was a yell of rage from Michael, and Wendy exclaimed.
204317.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
უნდა დამელია, მაგრამ... მაგრამ ამიცდა.
I meant to take mine, but I... I missed it.
204318.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
საშინელება იყო სამივენი ისე უყურებდნენ, გეგონებოდა, სულაც არ არიან აღფრთოვანებულებიო.
It was dreadful the way all the three were looking at him, just as if they did not admire him.
204319.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მისმინეთ, ყველამ მისმინეთ, – მუდარით თქვა მისტერ დარლინგმა, როგორც კი ნენა სააბაზანოში გავიდა.
- Look here, all of you, - he said entreatingly, as soon as Nana had gone into the bathroom.
204320.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ჩემს წამალს ნენას ჩავუსხამ ჯამში და დალევს, ეგონება, რძეაო!
I shall pour my medicine into Nana's bowl, and she will drink it, thinking it is milk!