მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204321.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– რა სასაცილოა! – ჭოჭმანით თქვა მან და როცა მისის დარლინგი და ნენა შემობრუნდნენ, ბავშვებმა ის ვერ გათქვეს.
– What fun! – he said doubtfully, and they did not dare expose him when Mrs. Darling and Nana returned.
204322.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ჯამში ცოტა რძე ჩაგისხი, ნენა.
– I have put a little milk into your bowl, Nana.
204323.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ნენამ კუდი გააქიცინა, წამალთან მიირბინა და სვლეპა დაუწყო.
Nana wagged her tail, ran to the medicine, and began lapping it.
204324.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მერე მისტერ დარლინგს ახედა, ოღონდ განა ბრაზით: დიდი, წითელი ცრემლი დაანახვა, რომელიც კეთილშობილ ძაღლებს შეგვაცოდებს ხოლმე, და თავის ხუხულაში შეხოხდა.
Then she gave Mr. Darling such a look, not an angry look, she showed him the great red tear that makes us so sorry for noble dogs, and crept into her kennel.
204325.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მისტერ დარლინგი სირცხვილით დაიწვა, მაგრამ უკან არ დაუხევია.
Mr. Darling was frightfully ashamed of himself, but he would not give in.
204326.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
შემზარავ სიჩუმეში მისის დარლინგმა ჯამი დაყნოსა.
In a horrid silence, Mrs. Darling smelt the bowl.
204327.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ოჰ, ჯორჯ, ეს ხომ შენი წამალია!
– O George, it's your medicine!
204328.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ვიხუმრე, – დაიღრიალა მან, სანამ მისის დარლინგი ბიჭებს აწყნარებდა, ვენდი კი ნენას ეხვეოდა.
"It was only a joke," he roared, while Mrs. Darling comforted boys, and Wendy hugged Nana.
204329.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ჯორჯ, – შეემუდარა მისის დარლინგი, – ცოტა ჩუმად, მსახურები გაიგონებენ,
- George, - Mrs. Darling entreated him, - the servants will hear you.
204330.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
როგორღაც მიეჩვივნენ და ლაიზას მსახურებს ეძახდნენ.
Somehow they had got into the way of calling Liza the servants.
204331.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მთელმა ქვეყანამ გაიგონოს, მაგრამ ამ ძაღლს ერთ საათსაც აღარ ვაპარპაშებ ჩემი შვილების ოთახში!
- Bring in the whole world, but I refuse to allow that dog to lord it in my nursery for an hour longer!
204332.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ბავშვები აქვითინდნენ, ნენა მუდარით მივარდა მისტერ დარლინგს, მაგრამ იმან ხელი აუქნია.
The children wept, and Nana ran to Mr. Darling beseechingly, but he waved her back.
204333.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– ჯორჯ, ჯორჯ, – წაიჩურჩულა მისის დარლინგმა, - გაიხსენე იმ ბიჭზე რა გითხარი.
– George, George, – Mrs. Darling whispered, – remember what I told you about that boy.
204334.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მტკიცედ გადაწყვიტა, ყველასთვის ეჩვენებინა, ვისი სიტყვა ჭრიდა ამ სახლში, და როცა ნენა მისი ბრძანებით ხუხულიდან არ გამოვიდა, მოთაფლული სიტყვით გამოიტყუა, უხეშად ჩაავლო ხელი და ბავშვების ოთახიდან გაათრია.
He was determined to show who was master in that house, and when commands would not draw Nana from the kennel, he lured her out of it with honeyed words, and seizing her roughly, dragged her from the nursery.
204335.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
რცხვენოდა და მაინც ესა ჰქნა, რადგან ნაზი გულის პატრონი იყო და მუდამ აღფრთოვანება სწყუროდა.
He was ashamed of himself, and yet he did it, it was all owing to his too affectionate nature, which craved for admiration.
204336.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ამასობაში მისის დარლინგმა უჩვეულო სიჩუმეში დააწვინა ბავშვები და ღამის ლამპები აუნთო.
In the meantime Mrs. Darling had put the children to bed in unwonted silence and lit their night-lights.
204337.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ნენას ყეფა მოისმა და ჯონმა ამოიკრუსუნა: – იმიტომ რომ ეზოში ჯაჭვით აბამს.
They could hear Nana barking, and John whimpered: – It is because he is chaining her up in the yard.
204338.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
– მართლა, ვენდი?
– Are you sure, Wendy?
204339.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
მისის დარლინგს გააჟრჟოლა და ფანჯარასთან მივიდა.
Mrs. Darling quivered and went to the window.
204340.
პიტერ პენი | თავი 2, ჩრდილი
ის საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი.
It was securely fastened.