მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204361.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პიტერს ჟრუანტელმა დაუარა, იატაკზე დაჯდა და ატირდა.
A shudder passed through Peter, and he sat on the floor and cried.
204362.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
სლუკუნზე ვენდის გაეღვიძა და ლოგინში წამოჯდა.
His sobs woke Wendy, and she sat up in bed.
204363.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
იატაკზე მჯდარი მტირალი უცნობის დანახვაზე ოდნავაც არ შეშინებია, მხოლოდ სასიამოვნოდ გაუკვირდა.
She was not alarmed to see a stranger crying on the nursery floor; she was only pleasantly interested.
204364.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ბიჭუნავ, – ჰკითხა თავაზიანად, – რა გატირებს?
– Boy, – she said courteously, – why are you crying?
204365.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ის ისეთი კმაყოფილი იყო, რომ საწოლიდან თვითონაც კოხტად დაუკრა თავი.
She was much pleased, and bowed beautifully to him from the bed.
204366.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– რა გქვია? – ჰკითხა მან.
– What's your name? – he asked.
204367.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ვენდი დარწმუნებული იყო, პიტერი იქნებაო, მაგრამ სახელი მაინც მოკლე მოეჩვენა.
Wendy was already sure that he must be Peter, but it did seem a comparatively short name.
204368.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ვენდიმ ჰკითხა, სად ცხოვრობო.
She asked where he lived.
204369.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მარჯვნივ მეორე მოსახვევი და მერე დილამდე პირდაპირ.
- Second to the right, and then straight on till morning.
204370.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– რა სასაცილო მისამართია!
- What a funny address!"
204371.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პირველად იყო, რომ თავისი მისამართი მართლაც სასაცილო ეჩვენა.
For the first time he felt that perhaps it was a funny address.
204372.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– წერილებს არ ვიღებ, – უთხრა ზიზღით.
- Don't get any letters, - he said contemptuously.
204373.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– დედა არ მყავს, – თქვა მან.
- Don't have a mother, - he said.
204374.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
დედა არა არათუ არ ჰყავდა, არამედ არც უნდოდა, რომ ჰყოლოდა.
Not only had he no mother, but he had not the slightest desire to have one.
204375.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ოჰ, პიტერ, იტირებდი, მაშ, რას იზამდი, – უთხრა, საწოლიდან ჩამოხტა და მასთან მიირბინა.
– O Peter, no wonder you were crying, – she said, and got out of bed and ran to him.
204376.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– იმიტომ ვიტირე, რომ ჩემი ჩრდილი არ მეწებება.
– I was crying because I can't get my shadow to stick on.
204377.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მერე ვენდიმ იატაკზე დაგდებული ჩრდილი დაინახა, ისეთი ნათრევი ჩანდა, რომ პიტერის გამო საშინლად დამწუხრდა.
Then Wendy saw the shadow on the floor, looking so draggled, and she was frightfully sorry for Peter.
204378.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– რა საშინელებაა! – უთხრა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა, როცა დაინახა, რომ პიტერს საპნით უცდია ჩრდილის მიწებება.
– How awful! – she said, but she could not help smiling when she saw that he had been trying to stick it on with soap.
204379.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ბედად, მაშინვე მიხვდა, რაც უნდა ექნა.
Fortunately she knew at once what to do.
204380.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– უნდა მივაკეროთ, – უთხრა სულ ოდნავ მფარველურად.
– It must be sewn on, – she said, just a little patronisingly.