მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204401.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
კითხვა კითხვაზე დააყარა მათ შესახებ, რამაც ის გააკვირვა, რადგან ისინი ისე აბეზრებდნენ თავს და ისე ედებოდნენ ფეხებში, რომ ხანდახან ადგებოდა და მიტყეპდა კიდეც.
She poured out questions about them, to his surprise, for they were rather a nuisance to him, getting in his way, and indeed he sometimes had to give them a spanking.
204402.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
თუმცა, საზოგადოდ, მაინც მოსწონდა, და ვენდის უამბო, როგორ გაჩნდნენ ისინი.
Still, he liked them on the whole, and he told Wendy about the beginning of fairies.
204403.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– იცი, ვენდი, როცა პირველ ბავშვს პირველად გაეცინა, ეს სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა, ნამსხვრევები სკუპ-სკუპით გაიფანტნენ და ასე გაჩნდნენ ფერიები.
- You see, Wendy, when the first baby laughed for the first time, its laugh broke into a thousand pieces, and they all went skipping about, and that was the beginning of fairies.
204404.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– და, ამიტომ, – გულითადად განაგრძობდა პიტერი, – ყოველი გოგოსთვის და ბიჭისთვის ერთი ფერია უნდა იყოს.
– And so, – he went on good-naturedly, – there ought to be one fairy for every boy and girl.
204405.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ბავშვებმა უკვე ბევრი რამ იციან და პატარაობაშივე აღარ სჯერათ, რომ ფერიები არსებობენ, ჰოდა, ყოველ ჯერზე როგორც კი რომელიმე ბავშვი იტყვის, ფერიები არ არიანო, სადმე ერთი ფერია მაშინვე უსულოდ დაეცემა ძირს.
You see children know such a lot now, they soon don't believe in fairies, and every time a child says, I don't believe in fairies, there is a fairy somewhere that falls down dead.
204406.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ვენდის გული უეცრად მღელვარედ აუფართხალდა.
Wendy's heart went flutter with a sudden thrill.
204407.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– პიტერ, – წამოიძახა და მას ხელი სტაცა, – მაშ, შენ ამბობ, რომ აქ, ამ ოთახში, ფერიაა!
– Peter, – she cried, clutching him, – you don't mean to tell me that there is a fairy in this room!
204408.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ამ წუთში იყო და, – ცოტა არ იყოს, მოუთმენლად მიუგო მან, – მისი ხმა არ გესმის?
– She was here just now, – he said a little impatiently, – You don't hear her, do you?
204409.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ორივემ მიაყურადა.
They both listened.
204410.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
- მგონი, მეც მესმის.
- I think I hear her too.
204411.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ვენდი, – აღტაცებით წასჩურჩულა, – მგონი, უჯრაში ჩავკეტე!
- Wendy, - he whispered gleefully, - I do believe I shut her up in the drawer!
204412.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პიტერმა გამოუშვა საწყალი წკრინი უჯრიდან, და ისიც აღშფოთებული კივილით დაბზრიალდა ოთახში.
Peter let poor Tink out of the drawer, and she flew about the nursery screaming with fury.
204413.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ვენდი მას არ უსმენდა.
Wendy was not listening to him.
204414.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ეგენი ათასში ერთხელ თუ ჩერდებიან, – მიუგო პიტერმა, მაგრამ ვენდიმ წამით მაინც დაინახა, რომ ეს რომანტიკული პიროვნება სულის მოსათქმელად გუგულიან საათზე ჩამოჯდა.
– They hardly ever stand still, – he said, but for one moment Wendy saw the romantic figure come to rest on the cuckoo clock.
204415.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ოჰ, რა მშვენიერია! – წამოიძახა, თუმცა წკრინს ჯერაც ბრაზით დაღმეჭოდა სახე.
– O the lovely! – she cried, though Tink's face was still distorted with passion.
204416.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– წკრინ, – გულითადად უთხრა პიტერმა, – ამ ლედის უნდა, რომ მისი ფერია გახდე.
– Tink, – said Peter amiably, – this lady says she wishes you were her fairy.
204417.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
წკრინკარდალამ ქედმაღლური პასუხი გასცა.
Tinker Bell answered insolently.
204418.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– რას ამბობს, პიტერ?
– What does she say, Peter?
204419.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პიტერი იძულებული გახდა, გადმოეთარგმნა.
He had to translate.
204420.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მეუბნება, ეგ ვიღაც უშნო და უშველებელი გოგოა, მე კი შენი ფერია ვარო.
She says you are a great ugly girl, and that she is my fairy.