მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204461.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ჯონმა თვალები მოიფშვნიტა.
John rubbed his eyes.
204462.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მაშ, ავდგები, – თქვა მან.
– Then I shall get up, – he said.
204463.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ამასობაში მაიკლიც ამდგარიყო, მზერა ისეთი ბასრი ჰქონდა, როგორიც ექვსპირა, ქლიბდატანებული დანაა, მაგრამ უცებ პიტერმა ანიშნა, ჩუმად იყავითო.
Michael was up by this time also, looking as sharp as a knife with six blades and a saw, but Peter suddenly signed silence.
204464.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
სამივეს ის საშინელი ცბიერება გამოეხატა სახეზე, ბავშვებს რომ ეხატებათ, როცა დიდების სამყაროდან მომავალ ხმებს უსმენენ.
Their faces assumed the awful craftiness of children listening for sounds from the grown-up world.
204465.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
სამარისებური სიჩუმე იდგა.
All was as still as salt.
204466.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მაშ, ყველაფერი რიგზე ყოფილა.
Then everything was right.
204467.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
არა, მოიცა!
No, stop!
204468.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ნენა, რომელიც მთელ საღამოს დარდიანად ყეფდა, ახლა გაჩუმებულიყო, და სწორედ მისი სიჩუმე მოესმათ.
Nana, who had been barking distressfully all the evening, was quiet now and it was her silence they had heard.
204469.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– შუქი ჩააქრეთ! დაიმალეთ!– შეჰყვირა ჯონმა, რომელმაც მთელი თავგადასავლის განმავლობაში ამ ერთადერთხელ გასწია მეთაურობა.
– Out with the light! Hide! – cried John, taking command for the only time throughout the whole adventure.
204470.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
შესაბამისად, როცა ლაიზა შემოვიდა და საყელურით ნენა შემოიყვანა, ბავშვების ოთახი თითქოს წინანდელივით იყო, ძალიან ბნელი, ის კი არა, დაიფიცებდი, მესმის, რა ანგელოზივით ფშვინავს ძილში მისი სამივე ცელქი ბინადარიო.
And thus when Liza entered, holding Nana, the nursery seemed quite its old self, very dark, and you would have sworn you heard its three wicked inmates breathing angelically as they slept.
204471.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ლაიზა გულმოსული იყო, სამზარეულოში საშობაო პუდინგებისთვის ცომს ზელდა და ნენას უაზრო ეჭვებმა საქმეს მოსწყვიტა, ლოყაზე მიკრული ქიშმიშიც კი ზედ შერჩენოდა.
Liza was in a bad temper, for she was mixing the Christmas puddings in the kitchen, and had been drawn from them, with a raisin still on her cheek, by Nana's absurd suspicions.
204472.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
სამივე პატარა ანგელოზი წევს და სძინავს.
Every one of the little angels sound asleep in bed.
204473.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
აქ, წარმატებით ფრთაშესხმული მაიკლი ისე აფშვინდა, რომ კინაღამ აღმოაჩინეს.
Here Michael, encouraged by his success, breathed so loudly that they were nearly detected.
204474.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ნენამ იცოდა, როდის ფშვინავდნენ ასე და სცადა, ლაიზას დასხლტომოდა.
Nana knew that kind of breathing, and she tried to drag herself out of Liza's clutches.
204475.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– გეყოფა, ნენა, – უთხრა მკაცრად და ოთახიდან წაათრია.
– No more of it, Nana, – she said sternly, pulling her out of the room.
204476.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– გაფრთხილებ, თუ კიდევ იყეფებ, პირდაპირ ბატონთან და ქალბატონთან მივალ და წვეულებიდან წამოვიყვან.
- I warn you if you bark again I shall go straight for master and missus and bring them home from the party.
204477.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
უბედური ძაღლი ისევ დააბა, მაგრამ ხომ არ გგონია, ნენამ ყეფა შეწყვიტა?
She tied the unhappy dog up again, but do you think Nana ceased to bark?
204478.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
სამწუხაროდ, ლაიზა იმ თავის პუდინგებს მიუბრუნდა, და ნენამ, რაკი მიხვდა, საშველი არ არისო, იქამდე ქაჩა ჯაჭვი, სანამ არ გაწყვიტა.
Unfortunately Liza returned to her puddings, and Nana, seeing that no help would come from her, strained and strained at the chain until at last she broke it.
204479.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მისტერ და მისის დარლინგები იმწამსვე მიხვდნენ, ბავშვების ოთახში რაღაც საშინელება ტრიალებსო და მასპინძელს არც კი დამშვიდობებიან, ისე გამოცვივდნენ ქუჩაში.
Mr. and Mrs. Darling knew at once that something terrible was happening in their nursery, and without a goodbye, to their hostess, they rushed into the street.
204480.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ახლა ბავშვების ოთახში შევბრუნდეთ.
We now return to the nursery.