მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204441.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– პიტერ, – მღელვარედ უთხრა ვენდიმ, – ეგ ხომ კონკია იყო, უფლისწულმა იპოვა და ბედნიერად ცხოვრობდნენ.
- Peter, - said Wendy excitedly, - that was Cinderella, and Prince found her, and they lived happily ever after.
204442.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პიტერს ისე გაუხარდა, რომ იატაკიდან წამოხტა, სადაც ისხდნენ და ფანჯრისკენ გაექანა.
Peter was so glad that he rose from the floor, where they had been sitting, and hurried to the window.
204443.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ნუ წახვალ, პიტერ, – შეევედრა ის.
– Don't go, Peter, – she entreated.
204444.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ზუსტად ასე თქვა, ამიტომ ეჭვი არავის შეეპაროს, თავიდან სწორედაც რომ ვენდიმ აცდუნა.
Those were her precise words, so there can be no denying that it was she who first tempted him.
204445.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ის მობრუნდა, თვალები ხარბად უელავდა, ვენდი უნდა შეშფოთებულიყო, მაგრამ არ შეშფოთებულა.
He came back, and there was a greedy look in his eyes now which ought to have alarmed Wendy, but did not.
204446.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ოჰ, რა ისტორიებს ვუამბობდი ბიჭებს! – წამოიძახა პიტერმა ხელი სტაცა და ფანჯრისკენ გაათრია.
- Oh, the stories I could tell to the boys! - she cried, and then Peter gripped her and began to draw her toward the window.
204447.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– გამიშვი! – უბრძანა მან.
– Let me go! – she ordered him.
204448.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ვენდი, წამოდი, წამომყევი და სხვა ბიჭებსაც უამბე.
– Wendy, do come with me and tell the other boys.
204449.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
თანაც, ფრენა არ შემიძლია.
Besides, I can't fly.
204450.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მე გასწავლი.
– I'll teach you.
204451.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– გასწავლი, ქარს როგორ მოახტე, და მერე გავქროლდებით.
– I'll teach you how to jump on the wind's back, and then away we go.
204452.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– და, ვენდი, იქ ხომ სირინოზებიც არიან!
- And, Wendy, there are mermaids.
204453.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– უჰ! - – შეჰყვირა ვენდიმ, – სირინოზსაც ვნახავდი!
- Oh, - cried Wendy, - to see a mermaid!
204454.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ვენდი, – უთხრა მან, – იცი, ყველას რა პატივისცემაში გვეყოლებოდი!
– Wendy, – he said, – how we should all respect you!
204455.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– ვენდი, – უთხრა იმ ვერაგმა, – ღამღამობით საბნებს ამოგვიკეცავდი.
– Wendy, – he said, the sly one, – you could tuck us in at night.
204456.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– თან, ტანსაცმელს დაგვიკემსავდი, ჯიბეებსაც დაგვიკერებდი.
– And you could darn our clothes, and make pockets for us.
204457.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
არც ერთს არა გვაქვს ჯიბე.
None of us has any pockets.
204458.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– პიტერ, ჯონსა და მაიკლსაც ასწავლი ფრენას?
– Peter, would you teach John and Michael to fly too?
204459.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– როგორც გინდა, – გულგრილად თქვა პიტერმა, ვენდიმ ჯონთან და მაიკლთან მიირბინა და შეანჯღრია ისინი.
– If you like, – Peter said indifferently, and Wendy ran to John and Michael and shook them.
204460.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– გაიღვიძეთ, პიტერ პენი მოვიდა, ფრენა უნდა გვასწავლოს.
- Wake up, Peter Pan has come and he is to teach us to fly.