მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204501.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– მეკობრეებიო! – შეჰყვირა ჯონმა და საკვირაო შლაპა აიტაცა, – ახლავე, წავიდეთ.
- Pirates, - cried John, seizing his Sunday hat, - let us go at once."
204502.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
სწორედ იმ წუთს გამოცვივდნენ 27 ნომრიდან მისტერ და მისის დარლინგები და ნენა.
It was just at this moment that Mr. and Mrs. Darling hurried with Nana out of 27.
204503.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
შუა ქუჩაში გაცვივდნენ და ბავშვების ოთახის ფანჯარას ახედეს.
They ran into the middle of the street to look up at the nursery window.
204504.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ჰო, ჯერაც დაკეტილი იყო, მაგრამ ოთახში სინათლე კაშკაშებდა, და ფარდებზე გულის გასახეთქად მოჩანდა სამი პატარა ჩრდილი, ღამის პერანგებისამარა ტრიალებდნენ ოთახში, ოღონდ იატაკზე კი არა, ჰაერში.
And, yes, it was still shut, but the room was ablaze with light, and most heart-gripping sight of all, they could see in shadow on the curtain three little figures in night attire circling round and round, not on the floor but in the air.
204505.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
აკანკალებულებმა გააღეს სადარბაზო კარი.
In a tremble they opened the street door.
204506.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მისტერ დარლინგმა კიბეზე ავარდნა დააპირა, მაგრამ მისის დარლინგმა ანიშნა, წყნარად ადიო.
Mr. Darling would have rushed upstairs, but Mrs. Darling signed him to go softly.
204507.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ისიც კი სცადა, აფართხალებული გული როგორმე დაეწყნარებინა.
She even tried to make her heart go softly.
204508.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
თუ ასეა, იმათთვისაც ხომ კარგი, და ჩვენც შვებით ამოვისუნთქავთ, მაგრამ, სამაგიეროდ, საამბობი არაფერი მექნება.
If so, how delightful for them, and we shall all breathe a sigh of relief, but there will be no story.
204509.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მეორე მხრივ, თუ ვერ მოასწრეს, საზეიმოდ აღგითქვამ, რომ ბოლო კეთილი იქნება.
On the other hand, if they are not in time, I solemnly promise that it will all come right in the end.
204510.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მოასწრებდნენ კიდევაც ბავშვების ოთახში შესვლას, წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს რომ არ ეთვალთვალათ.
They would have reached the nursery in time had it not been that the little stars were watching them.
204511.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ისევ შეუბერეს ფანჯარას, შეაღეს და ყველაზე პაწაწინა ვარსკვლავმა დაიძახა.
Once again the stars blew the window open, and that smallest star of all called out.
204512.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
პიტერი მიხვდა, რომ წამიც არ უნდა დაეკარგა.
Then Peter knew that there was not a moment to lose.
204513.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
– წავედით! – შეჰყვირა მბრძანებლურად და მაშინვე გარეთ, ღამეში გალივლივდა, ჯონი, მაიკლი და ვენდიც თან გაჰყვნენ.
– Come! – he cried imperiously, and soared out at once into the night, followed by John and Michael and Wendy.
204514.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
მისტერ და მისის დარლინგებსა და ნენას ოთახში შესვლა დააგვიანდათ.
Mr. and Mrs. Darling and Nana rushed into the nursery too late.
204515.
პიტერ პენი | თავი 3, წავედით, წავედით
ჩიტები უკვე გაფრენილიყვნენ.
The birds were flown.
204516.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მარჯვნივ მეორე მოსახვევი და მერე დილამდე პირდაპირ.
Second to the right, and straight on till morning.
204517.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
პიტერმა ვენდის უთხრა, რომ ეს იყო არლანდიისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ამ მითითებებით იქაურობას ჩიტებიც კი ვერ მიაგნებდნენ, რომლებსაც თან დააქვთ რუკები და ქარიან გზაჯვარედინებზე ჩახედავენ ხოლმე.
That, Peter had told Wendy, was the way to the Neverland, but even birds, carrying maps and consulting them at windy corners, could not have sighted it with these instructions.
204518.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
თავიდან თანამგზავრები მას უპირობოდ ენდობოდნენ, და ისე ეხალისებოდათ ფრენა, რომ გზადაგზა წრეებს არტყამდნენ ეკლესიების შპილებს და სხვა მაღალ საგნებს, რომლებიც კი თვალში მოუვიდოდათ.
At first his companions trusted him implicitly, and so great were the delights of flying that they wasted time circling round church spires or any other tall objects on the way that took their fancy.
204519.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
მაინც რამდენი ხნის წინ?
But how long ago?
204520.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ზღვის თავზე მიფრინავდნენ, როცა ვენდი სერიოზულად შეაწუხა ამ ფიქრმა.
They were flying over the sea before this thought began to disturb Wendy seriously.