მოიძებნა 669199 ჩანაწერი
204521.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ჯონმა იფიქრა, ეს უკვე მეორე ზღვაა და მესამე ღამეო.
John thought it was their second sea and their third night.
204522.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ნეტავ, ზოგჯერ მართლაც შიოდათ თუ უბრალოდ თავს იკატუნებდნენ, რაკი პიტერმა მათი დაპურების ახალი, სახალისო ხერხი მოიგონა?
Did they really feel hungry at times, or were they merely pretending, because Peter had such a jolly new way of feeding them?
204523.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
აი, როგორი იყო ეს ხერხი. დაედევნებოდა ჩიტს, რომელსაც ნისკარტით ადამიანისთვის ვარგისი საკვები მიჰქონდა და გამოგლეჯდა;
His way was to pursue birds who had food in their mouths suitable for humans and snatch it from them; then the birds would follow and snatch it back.
204524.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
თუმცა, ვენდი, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, რადგან პიტერმა, ეტყობა, არც ის იცის, რომ ლუკმაპურის შოვნის ეს გზა ცოტა უცნაურია და არც ის, რომ სხვა გზებიც არსებობსო.
But Wendy noticed with gentle concern that Peter did not seem to know that this was rather an odd way of getting your bread and butter, nor even that there are other ways.
204525.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– უშველე, უშველე! – დაუძახებდა ვენდი და შიშით დააცქერდებოდა სადღაც, ქვემოთ მღელვარე ზღვას.
– Save him, save him! – cried Wendy, looking with horror at the cruel sea far below.
204526.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ბოლოს, პიტერი დაბლა ჩაქროლდებოდა და ზუსტად მაშინ დაიჭერდა მაიკლს, როცა ის-ის იყო, ზღვაში უნდა ჩახეთქებულიყო, მშვენივრად გამოდიოდა, მაგრამ მუდამ ბოლო წამამდე იცდიდა, და მიხვდებოდი, რომ თავისი სიმარდე უფრო აინტერესებდა, ვიდრე ადამიანის გადარჩენა.
Eventually Peter would dive through the air, and catch Michael just before he could strike the sea, and it was lovely the way he did it; but he always waited till the last moment, and you felt it was his cleverness that interested him and not the saving of human life.
204527.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
გარდა ამისა, მრავალფეროვნების მოყვარული გახლდათ, და თამაში, რომელიც ერთ წუთს იტაცებდა, მეორე წუთს შეიძლება მოსწყენოდა, ამიტომ მუდამ იყო იმისი საშიშროება, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ჩავარდებოდი ხელს გაგიშვებდა.
Also he was fond of variety, and the sport that engrossed him one moment would suddenly cease to engage him, so there was always the possibility that the next time you fell he would let you go.
204528.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
თვითონ ჰაერში ისე ეძინა, რომ არ ვარდებოდა, უბრალოდ დაწვებოდა გულაღმა და თითქოს დინებას მიჰყვებაო, თუმცა ამას იმიტომაც ახერხებდა, ბუმბულივით მსუბუქი რომ იყო, საკმარისი იყო, ზურგიდან სული შეგებერა, რომ უფრო ჩქარა გაფრინდებოდა.
He could sleep in the air without falling, by merely lying on his back and floating, but this was, partly at least, because he was so light that if you got behind him and blew he went faster.
204529.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მაშინ უთხარი, ნუ გვეყოყოჩება, – მიუგო ჯონმა.
– Then tell him to stop showing off, – said John.
204530.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
„შენც ჩემსავით გააკეთეს“ თამაშისას პიტერი წყლის ზედაპირზე მიფრინავდა და ყოველ შემხვედრ ზვიგენს კუდზე ხელს ადებდა, ზუსტად ისე, როგორც ქუჩაში გააყოლებ თითს რკინის ღობის გისოსებს.
When playing "Follow my Leader", Peter would fly close to the water and touch each shark's tail in passing, just as in the street you may run your finger along an iron railing.
204531.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– თორემ, რომ მიგვატოვოს, რა გვეშველება!
– What could we do if he were to leave us!
204532.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– უკან დავბრუნდებით, – თქვა მაიკლმა.
– We could go back, – Michael said.
204533.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ჰო, მაგრამ უიმისოდ უკან დასაბრუნებელი გზა როგორ გავიგნოთ?
- How could we ever find our way back without him?
204534.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– მაშ, წინ წავალთ, – თქვა ჯონმა.
– Well, then, we could go on, – said John.
204535.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
წინ უნდა წავიდეთ, რაკი არ ვიცით, როგორ გავჩერდეთ.
We should have to go on, for we don't know how to stop.
204536.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
სიმართლე იყო, პიტერს დაავიწყდა, ეჩვენებინა, როგორ გაჩერებულიყვნენ.
This was true, Peter had forgotten to show them how to stop.
204537.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– საჭმელს ვინღა გვიშოვის, ჯონ?
- And who is to get food for us, John?
204538.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– ჰო, მეოცე ცდაზე, – გაახსენა ვენდიმ.
- After the twentieth try, - Wendy reminded him.
204539.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
– თანაც, საჭმლის შოვნაში რომც გავიწაფოთ, ხომ ხედავ, რომ თუ ის ახლოს არ გვყავს და ხელს არ გვკიდებს, ღრუბლებს და რაღაცებს ვეჯახებით.
– And even though we became good at picking up food, see how we bump against clouds and things if he is not near to give us a hand.
204540.
პიტერ პენი | თავი 4, ფრენა
ფეხებს ჯერაც ზედმეტად იქნევდნენ, თუმცა ფრენით უკვე რიგიანად დაფრინავდნენ, ოღონდ წინ თუ ღრუბელს დაინახავდნენ, რაც უფრო ცდილობდნენ გვერდი აექციათ, მით უფრო ეჯახებოდნენ.
They could now fly strongly, though they still kicked far too much, but if they saw a cloud in front of them, the more they tried to avoid it, the more certainly did they bump into it.